Jump to content
Planeta.Ge

Siknadmo

პლანეტელი
  • პოსტები

    16.920
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    34

ყველა პოსტი Siknadmo

  1. ერთი ჩვენი ფორუმელი წერდა, კი მე ძალიან მეცოდევიან დევნილები მაგრამ გარე ვაჭრობა უნდა აიკრძალოსო (წიპა ხედს აფუჩებენ და ევროპაში ეგეთი რამეები არ ხდება ) მე კიდე გარე ვაჭრობას რომ დავინახავ თურმე სულ ცეკვა თამაშის ხასიათზე მოვდივარ, ხოლო მისი ფაქიზი სული უწისრიგობას ვერ იტანს, ევროპიელად მიაჩნიან თავი. ხოდა ეგეთი ტიპი იტყვის, გვირგვლიანი რომ მოკლედ კი, არაა ეს კარქი საქმე, თუმცა ამის გამო გზის გადაკეტვა გაუმარტლებელია იმიტომ რომ ზუსტად ამ დროს ბავშვი ჰყავდა თურმე საბავშვო ბაღიდან გამოსაყვანი
  2. ეგ კაცი, რომელიღაც ნერვიულ იუზერს ინსულტს ან ინფარქტს მიაღებინებს, შეაჩერეთ ბაჩოოო წყლის ძალა კი არა, შადრევნის ძალა გქონოდეთ ბატონო ბაჩო :nekro:
  3. ჩვენ რომ ბედი გვქონდა, რაცხა იმისა არ იყოს, ვენესუელას მეზობელი ამერიკა უნდა იყოს და საქართველოსი რუსეთი??? გდე სპრავედლივოსწ
  4. ენგრეა, ენგრე პლიუს, როდეაც ნორმალურ ოჯახებში გაიზრდებიან ბოვშები და მათ ეცოდინებათ რომ სკოლა, ასე ვთქვათ განათლების ტაძარია და მიღებული ცოდნა ცხოვრებაში დაგჭირდება და არა აბეზალოვკა
  5. ჩემის აზრით სოლიდარობას იმსახურებს ყველა ვისაც უსამართლოდ მოექცნენ, სამართლიანობა არასამართლიანობის კრიტერიუმი საკუთარი სინდისია, კრიმინალს და ჰომოსექსუალსაც კი დავიცავ, ოღონდ არა კრიმინალუ მენტალიტეტს და არა ჰომოსექსუალიზმს, არამედ პიროვნების უსაფრთხოებას და მის კანონიერ კონსტიტუციურ უფლებებს
  6. არსებობს კიდევ ერთი რამ, სოლიდარობის გრძნობა ირგვლივ მყოფი ადამიანების მიმართ, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჩავთვალოთ ასეთი ადამიანი მოქალაქედ, სხვა შემტხვევაში ის იქნება ეგ. წოდებული მომხმარებელი, მეშჩანი ასე ვთქვათ, რომელსაც პირადი კეთილდღეობის გარდა არაფერი ადარდებს
  7. ბაჩო ამერიკაშია, ამაშია საქმე, რომ ის არაა დამოკიდებული ნაც ხელისუფლებაზე მას თავისებურად გული შესტკივა საქართველოზე, მაგრამ აი აქაა ძაღლის თავი დამახრხული, რა არის ბაჩოსთვის საქართველო
  8. ხოდააა ყველა იმ კაცს გაუმარჯოს დაგებულ ასფალტს რომ ხედავს და ამ დაგებულ ასფალტზე მოსიარულე გაუბედურებულ ხალხს ვერ ხედამს
  9. თანაც არ დაგავიწყდეთ ბაჩო ვაკელი კი არაა რომ მისი მეზობლობ მეგობრობა უზრუნველყოფილად იყოს, მთის სოფლიდანაა სადაც ხალხს საჭმელი ენატრება
  10. აი ესაა ის უმთავრესი სხვაობა რაც შენს დამოკიდებულებასა და ბაჩოს დამოკიდებულებას შორის არის, შენთვის საქართველო ქართველი ადამიანია-პირველ რიგში (ნუ არა მხოლოდ ქართველი, აქ მცხოვრები) ხოლო ბაჩოსთვის ესაა ბრჭვყიალა ნაირ-ნაირ ფერები. ანუ ბლესკი, გარეგნული ეფექტი, დაგებული ასფალტი და არა ამ ასფალტის გვერდით მცხოვრები მშიერი ადამიანი, იმიტომ რომ ბაჩო ამერიკაში რომ ჩავა შეუძლია იამაყოს, იტრაბახოს განათებული ქუჩებითა და პროამერიკელი პრეზიდენტით, მისთვის საქართველო ეს არის მისი იმიჯის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, იმიტომ რომ ამ კაცს არ გააჩნია ის რასაც მოყვასის სიყვარული ჰქვია, მისი მოყვასი მხოლოდ ოჯახის წევრებით და გამიშისტებული ზვიადისტებით შემოიფარგლება
  11. მხილება და განკითხვა სხვადასხვა რამაა აბსოლუტურად, განკიტხვისას განმკითხველი შეურაცხყოფას აყენებს და ამცირებს ადამიანს, ხოლო მხილებისას ადამიანის ქმედებას გმობს და არა ადამიანს, ანუ არ ხდება ცუდი საქციელისა და ცუდი საქციელის ჩამდენი ადამიანის გაიგივება ერთმანეთთან, ქრისტიანი ვადლებულიცაა მიუთითოს თავის მოყვასს თუკი მას რამე ეშლება, ოღონდ ადამიანის თვითმიზანი არ უნდა იყოს შემჩნევების მიცემა, მთავარი კი ესაა რომ განკითხვის დროს გძულს, ან გართობის მიზნით გსურს დაამცირო სხვა მხილებისას კი არა, პირიქით, მისთვის კარგი გსურს, ასეთია ქრისტიანული პოზიცია
  12. ვინმემ რომ გაწყენინოს ძალიან მაგრა როგორ მოიქცევი? შეგინძლია რომ ადამიანს 20 წელი აგინო, ისე რომ პირადად არ შეხვდე და არ მოსთხოვო პასუხი, ან არ აპატიო, ან არ დაივიწყო, ან არ მიმართო სამართალდამცავ ორგანოებს ბოლო ბოლო, ანუ, შენი მოქმედება მხოლოდ დისტანციიდან გინებაში გამოიხატოს, ნორმალურია ასეთი ქმედება?
  13. საქმე იმაში კი არაა რომ ბაჩუ უწიგნურია, ან მშიშარააა, ან გამომრჩენელია, ან სამშობლო ფეხებზე კიდია, არა, ვერაფერს ვერ დავაბრალებ, მაგრამ ამ ადამიანს აბსოლუტურად ჩემგან განსხვავებული წარმოდგენები აქვს იმაზე რა არის კარგი და რა არის ცუდი, როდესაც ჩვენ ადამიანს არ ვღებულობთ გვიჩნდება სურვილი რომ სტანდარტული იარლიყი მივაწებოთ, უწიგურის თუ გამომრჩენის, ჩვენი სტანდარტებიდან გამომდინარე არადა მიზეზი მისი არ მიღების შეიძლება სულ სხვა რამ იყოს რასაც ვერ ვაცნობიერებთ და ლოგიკურ ახსნას ვერ უძებნით, არადა სულით ხორცამდე ვგრძნობთ რომ ჩვენს წინაშე არაკაცია
  14. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi&...09-2010%2017:15 ტრამპტთან შეხვედრა იხილეთ, დასკტკბით, ეს ის საქართველოა რომლისკენაც მივისწრაფვოდით საუკუნეების განმავლობაში
  15. დღეს ვუყურე ტრამპთან შეხვედრას მზერა ქვევიდან ზევით, ტრამპი, დიდი თეთრი კაცი რომელსაც უნდა ვასიამუვნოთ, ტრამპი ათვალიერებს ლამაზმანების ფოტოს და თქვენი შვილი ლამაზი არისო, ე.ი. კარგი სატყ.. ხართო ეუბნება დიდი თეთრი კაცი პაპუასებს, პაპუასების ბელადები კმაყოფილები არიან, დიახაც, მათაც აქვთ რაღაც ისეტი რითიც შეიძლება იამაყო
  16. საქმეც მაგაშია და მთელი დილიხორიც მაგაშია რომ პირადი გამორჩენა არაა მთავარი მოტივი, მას მოსწონს ისეთი საქართველო როგორიც დღEსაა ბაჩო საჯდომს იმიტომ კი არ ლოკავს რომ ამაში ფულს უხდიან არამედ მას ეს სიამოვნებს, სერვილისტია
  17. პროფ სასწავლებლები უნდა არსებობდეს, ოღონდ ნამდვილად რომ მისცენ ცოდნა, სულაც არაა საჭირო ამდენი ფსევდო უმაღლეს განათლებული, თუ ნახევრადგანათლებული მოქალაქე გვყვავდეს, რომლებიც თავის ადგილს ვერ პოულობენ ამ ცხოვრებაში, რეალურად არც განათლება აქვთ და არც ხელობა არ იციან, ხელობა თუ გეხერხება რამე ადამიანს, ჩათვალე რომ გადარჩენის პრობლემა არ გექნება, რამდენი ხელობაც იცი იმდენი კაცი ხარ, ასე უთქვამს ერთ ბრძენ კაცს
  18. ხოდა ვის წინააღმდგე შეიქმნა? ცივი ომი ვისთან ქონდა, რუსეთი სსრკს გაგრძელებაა, ნატოს დანიშნულებაა დაიცვას ევროპა, ხოლო თუკი რუსეთი არ იქნება ევროპისთვის საფრთხე აბსოლუტურად სხვა გეოპოლიტიკურ სურათს მივიღებთ, ჯერჯერობით ჩინეთი არ წარმოადგენს საფრთხეს, ხოლო ისლამურ ქვეყნებს რეალური ზიანის მიყენება არ შეუძლიათ ხოდა რუსეთზე რომ ამბობენ ევროპა, ევროპაო რაის ევროპაა, ნახევარზე მეტი აზიაშია განთავსებული, ნატოში იღებენ დემოკრატიული ქვეყნებს და არა ავტორიტარული რეჟიმის მქონე, ერთადერთი გამონაკლისი იყო თურქეთი იმიტომ რომ სსრკ არ გაჩითულიყო მანდ და ეგააა
  19. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი არის სამხედრო გაერთიანება და რუსეთის წინააღმდეგ შEიქმნა და ეხლა რატომ მიიღებენ რუსეთს ნუ თანამშრომლობაზე კი, იქნება განცხადებები და ეგაა
  20. ტაქსების რაოდნებით თუ ვიმსჯელებთ, დღითი დღე მატულობს, ე.ი. ფული აქვს მოსახლეობას რომ ტაქსით იმგზავროს
  21. ვიდეო რგოლს ვუყურე... უხამსობა უხამსობად და ერთი კიდევ მნიშვნელოვანი რამ, როგორი არაჯანსაღი მდგომარეობაა კოლექტივში, ვერ იტანენ ერთმანეთს, ვვარაუდობ რომ საჯარო დაწესებულებები თუ ნაცმოძრაობის მიერ კონტროლირებად კერძო სექტორში ყველგან ძირითადად ასეთი მდგომარეობაა, კონფლიქტური, ზიზღსა და შურზე აგებული ურთიერთობებია, ფარულავა თუ დეისაძე თუნდაც ეს გამოვლინებაა ნაცმოური სულის
  22. საქართველო ნეგატივითაა გაძიძგნილი+მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, კიდევ უფრო ამძიმებს ადამიანის სტრესულ მდგომარეობას, პატრა სტრესი კი კარგიც კია იმუნიტეტისთვის
  23. გირჩევთ სუყველს მაქსიმალურად შეეშვით ნეგატიური ინფორმაციის მიღებას და თქვენთვის არასიმპატიური ადამიანების ყურებას ტელევიზიაში, შესაძლოა მოხდეს ისე რომ ნეგატიურ ინფორმაციასა და ტიპაჟებზე ისევე შეჯდეთ როგორც ნემსზე და იკვებოთ უარყოფითი ემოციებით, რაც ძალიან ცუდია თქვენთვის, შიგა და შიგ, ზოგჯერ შეიძლება, მცირედი დოზით,
×
×
  • შექმენი...