Jump to content
Planeta.Ge

Siknadmo

პლანეტელი
  • პოსტები

    16.920
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    34

ყველა პოსტი Siknadmo

  1. Nukriko ხატმა როგორ შეიძლება დაარღვიოს შენი ან ვინმეს უფლება
  2. უფფფ, ღადაობ ეხლა შენ და ისე კი, ბიზანტიური სტილის ხატები ესთეტიური თვალსაზრისით არამართლმადიდელბებსაც მოსწონთ, ხელოვნებათმცოდნე ათეისტი იქნება ის თუ პროტესტანტი, ან უბრალოდ ესეთეტი, ისე ჩემო ბატონო, საქართველოს დროშაზე ჯვარია გამოსახული, ხოლო ევროპული ზოგიერთი ევროპული ქალაქები მფარვებლად წმინდა გიორგი ითვლება და გერბზეც არის გამოსახული და არ გამიგია რომ ეს გამოსახულებები პროტესტს იწვევდეს შენი დამოკიდებულება რელიგის მიმართ არის შეუწყნარებლობა
  3. კონკრეტულად ვისთვის? გრიგორიანი სომხებისთვის ხატი ისეთივე წმინდაა როგორც ჩვენთვის, იგივე ითქმის კათოლიკებზე, აგრე შენ ათეისტი ხარ და თქვი რომ ნერვები ხატის ყურებისას არ მეშლებაო და ვინღა რჩება
  4. Nukriko ვერ დაგეთანხმები, ეს პლაკატი მორწმუნეების დისკრიმინაციისკენ არის მიმართული, ხოლო ხატზე თავად განაცხადაე რომ მისი ყურებისას ნერვები არ გეშლება და არ ითრგნუები, აი, რასაც გაიძულებდნენ 90 ნებში ეს იყო დისკრიმინაცია
  5. Nukriko კი ბატონო, ეს თუ იყო, მჯერა შენი სიტყვების, დღეს დღობით ეს კანონით აკრძალულია
  6. Nukriko რა თქმა უნდა, მართლმადიდებლურ ეკლესიას საქართველოში სრულიად დამსახურებულად გააჩნია გარკვეული პრივილეგიები, ძირიტდად უმნიშვნელო და უფრო სიმბოლური სახის, ასეთ პრივილეგიად შიძლება ჩაითვალოს ხატი და სხვა რელიგიური სიმბოლიკა სკოლაში, საქართველოს ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის გაფორმებულია კონკორდატი სადაც საუბარია სწორად იმ განსაკუთრებულ როლზე რაც აკისრია საქ. მართლმადიდებლურ ეკლესიას, ხატის შეტანა ნებაყოფლობითია და ის იქ იმყოფება პედაგოგების და მოსწალვეების თანხმობით
  7. საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულია სინდისის თავსუფლება, ვერავინ და ვერავითარი კანონი ვერ აკრძალავს ლოცვას, ეს კომუნისტების დროს იყო აკრძალული გადაცგცემდენ კომოკავიღულ კრებას :nekro:
  8. რა რა და მეც ვერავის ავუკრძალავ ლოცვას და მეც ვერავინ ამიკრძალავს, კანონით სასულიერო პირს არა აქვს უფლება რომ შევიდეს სკოლაში და იქ რაიმე სწავლება ჩაატაროს, ესაა და ეს, ისიც სასწავლო პროცესის დროს, ხოლო მოსწავლეს ლოცვა არ ეკძრალება, ვისი რა საქმეა მე სად ვილოცებ და როგორ ვილოცებ
  9. T_A_T T_A_T კონკორდატით თუკი ვიხელმძღვანელებთ არ ირღვევა, თუკი არსეობს რაიმე სხვა კანონი ან კანონქვემდებარე აქტი არ ვიცი, თუ არის მიმითითეტ
  10. თუკი ნერვებს არ გიშლის ხატი, ათეისტ ადამიანს, მითუმეტეს ის ნერვებს არ უშლის სხვებს, აქედან გამომდინარე თუკი არავის არ აღიზიანებს რატომ უნდა გაიტანონ, ეს ერთი, კანონით რელიგიური სიმბოლიკის ქონა არაა აკრძალული სკოლებში, და თუკი ადამიანს სურს ილოცოს ეს მისი საქმეა, ხატი მორწმუნე ადამიანებისთვის არის მნიშვნელოვანი რამ, ისეთი ფასეულობააა რომლის გაგებაც მხოლოდ მორწმუნესთვისაა შესაძლებელი და თუკი ის არამორწმუნეებს ხელს არ უშლის, რატომ არ უნდა იყოს, ეხლა მე რომ დავწერო რა დადებითი გავლენა მოაქვს ხატს არ დამიჯერებ და რა აზრი აქვს ამის წერას, ამიტომ აქცენტს ვაკეთებ იმაზე რომ ხელს არამორწმუნეებს არ უშლის და არავის უფლებებს არ ლახავს, მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურ გრძნობებს იწვევს მორწმუნეებში
  11. ამჯერად საუბარია ხატზე, ხოდა თუკი ხატის დანახვა ნერვებს გიშლის და ვერ იტან მაშინ სადაა თუნდაც ლიბერალური შემწყნარებლობა, მაშინ გავეჯიბროთ იმაში ვინ რას ვერ იტანს
  12. გესაუბრო იმაზე თუ რამდენი დანიშნულება აქვს ხატს? კარგი, მაშინ კონტრკითხვას დაგისვავ, ხატი სწავლის პროცესს ხელს უშლის? მაგალითად ვიღაცას თავს ატკივბს, ან აკადემიურ მოსწრებას ამუხრუჭებს? ან მისი იქ ყოფნით რაიმე კანონი ირღვევა?
  13. არა მგონია ქართული მოსახლეობის მართლმადიდებლური ნაწილი ამ ფაქტს გულგრილად შეხვდეს, ეს არის ხატმებრძოლეობის ერთ-ერთი გამოვლინება, რომელსაც ადგილი საქართველოში მხოლოდ ბოლშევიკების დროს ქონდა
  14. მშობლების თანხმობით ეს შესაძლებელია, სასკოლო საათებში კანონის მიხედვით აკრძალულია ჩატარდეს მართლმადიდებლური სწავლება, მაგრამ არა რიტუალი, გარდა ამისა ამ ვიდეო რგოლში არ ჩანს ეს საჯარო სკოლაა თუ კერძო სასწავლებელი
  15. ამერიკის გადაწყვას ერთ ორი მიშმაკაკას თვი გაუტეხო არ ჯობია? :nekro: :nekro:
  16. მე მაინტერესებს ფულს მისცემენ ამერიკელები მიშას? დანარჩენი ბლა-ბლა, ბლა თვითოეული ცენტი, რა საქმეზეც არ უნდა გადმორიცხონ ამერიკელებმა ხმარდება ნაცმოძრაობის გაძლიერებას
  17. მართალი გითხრა არ ვიცოდი თუკი ამოქმედებული იყო, მადლობთ
  18. 2005 წლის კანონი, რომელიც სახელმწიფო სკოლებსა და რელიგიურ სწავლებას ერთმანეთისგან ჰყოფს, ჩარჩოში აქცევს მთავრობასა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონკორდატის პუნქტს მართლმადიდებლობის სწავლების შესახებ. ამ კანონის მიხედვით, მართლმადიდებლობას სასკოლო პროგრამაში არჩევითი საგნის სტატუსი ენიჭება. კანონში აღნიშნულია, რომ მართლმადიდებლობის სწავლება შეიძლება მხოლოდ სასკოლო საათების შემდეგ და რომ სწავლებას არ შეიძლება ხელმძღვანელობდეს სკოლა ან მასწავლებელი. გარედან მოსულ ინსტრუქტორებს, სამღვდელოების ჩათვლით, არ შეუძლიათ რეგულარულად ესწრებოდნენ ან წარმართავდნენ მოსწავლეთა კლასგარეშე საქმიანობას. მართლმადიდებლობის სწავლება უმეტესად ხორციელდება საერო თეოლოგებისა და არა სასულიერო პირების მიერ. კანონის თანახმად, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სასწავლო პროგრამების შედგენისას აქვს კონსულტანტის როლი, მაგრამ არ აქვს ვეტოს უფლება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რეგულარულად განიხილავს სკოლებში გამოყენებულ რელიგიურ და სხვა სახის სახელმძღვანელოებს მართლმადიდებლური მოძღვრების ჭრილში. ამგვარი განხილვა არ იმართება სამთავრობო სტრუქტურებში. რელიგიური და სხვა სახის სახელმძღვანელოების განხილვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელთმსახურო მოღვაწეობის ნაწილია. შედეგად, სკოლებში სასულიერო პირების აქტიურობა ისეთი აღარაა, როგორის ადრე იყო. http://georgia.usembassy.gov/official-statements-20010/international-religious-freedom-report-2009-georgian-translation.html ესეც საინტერესოა
  19. ამას გულისხმობ? http://www.orthodoxy.ge/samartali/konstitutsiuri_shetankhmeba.htm კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის მუხლი 1 1. სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ. 2. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან დადონ შეთანხმებები ერთობლივი ინტერესების სხვადასხვა სფერში, რომელთა განხორციელების მიზნითაც მხარეთა მიერ მიიღება შესაბამისი აქტები. 3. ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, - სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საეკლესიო (კანონიკური) სამართლის ნორმებით, საქართევლოს კონსტიტუციის, ამ შეთანხმებისა და საქართევლოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4. ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ: საეკლესიო კრება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმიდა სინოდი და საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივნის სახით), ხოლო სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამოსილებას ანიჭებს კათოლიკოს-პატრიარქი. 5. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხელშეუვალია. 6. როგორც წესი, დიდი საეკლესიო დღესასწაულები და კვირა დასვენების დღეებად ცხადდება. მუხლი 2 სახელმწიფო მხარს უჭერს აღსარებისა და საეკლესიო საიდუმლოს დაცვას. სასულიერო პირი ვალდებულია არ გასცეს ინფორმაცია, რომელიც მას, როგორც სულიერ მოძღვარს, გაანდეს ან მისთვის, როგორც სასულიერო პირისათვის, გახდა ცნობილი. მუხლი 3 სახელმწიფო აღიარებს ეკლესიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამართლებრივ ურთიერთობებში გამოიყენება ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები. მუხლი 4 1. სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისაგან. 2. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთნხმებით უზრუნველყოფს სამხედრო-საჯარისო ფორმირებებში, საპატიმროებსა და თავისუფელბის აღკვეთის ადგილებში მოძღვრის ინსტიტუტის შექმნას და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებას. 3. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან განახორციელონ მოსახელობის სოციალური დაცვის ერთობლივი პროგრამები. მუხლი 5 1. საგანმანათლებლო დაწესებულებებში მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ საგნის სწავლა ნებაყოფილობითია. სასწავლო პროგრამების დადგენა, შეცვლა, პედაგოგთა დანიშვნა და გათავისუფლება ხდება ეკლესიის წარდგინებით. 2. სახელმწიფო და ეკლესია კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ორმხრივად და გათანაბრებულად აღიარებენ შესაბამისი სასწავლო დაწესებულებების მიერ გაცემულ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს, სამეცნიერო ხარისხებსა და წოდებებს. 3. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან განათლების სისტემაში განახორციელონ ერთობლივი პროგრამები. სახელმწიფო ხელს უწყობს ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებას. მუხლი 6 1. ეკლესიის საკუთრება და სხვა ქონებრივი უფლებები დაცულია კანონით. ეკლესიის საკუთრებაში შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით. 2. ეკლესია თავის არასაღვთისმსახურო ქონების ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას ახორციელებს საეკლესიო სამართლებრივი ნორმებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. 3. ეკლესია უშუალოდ არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას. 4. ეკლესიის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს: ნებაყოფილობითი შემოწირულობანი, სამეწარმეო შემოსავლები, ინვესტიციები, გრანტები, დახმარებები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა შემოსავლები. 5. ეკლესიის მიერ წარმოებული საღვთისმსახურო პროდუქცია - მისი დამზადება, შემოტანა, მიწოდება და შემოწირულობა, ასევე არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონება და მიწა გათავისუფლებულია გადასახადებისაგან. 6. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით იძლევა ნებართვას ან ლიცენზიას ეკლესიის ოფიციალური ტერმინოლოგიისა და სიმბოლიკის გამოყენებაზე, აგრეთვე, საღვთისმსახურო პროდუქციის დამზადებაზე, შემოტანასა და მიწოდებაზე. მუხლი 7 1. სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული. 2. ზემოაღნიშნულ ნაგებობათა დაცვის ზონები, მათი მოვლა-პატრონობისა და სარგებლობის წესები განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობით და ეკლესიასთან შეთანხმებით. მუხლი 8 1. სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს სახელმწიფო დაცვაში (მუზეუმებში, საცავებში) მყოფ საეკლესიო საგანძურს (კერძო საკუთრებაში არსებული ნაწილის გარდა). 2. ზემოაღნიშნული საეკლესიო საგანძური, როგორც საერთო-ეროვნული საგანძურის ნაწილი, არის სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივ მფლობელობაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (წმიდა ნაწილებისა და წმიდა რელიკვიების გარდა). მუხლი 9 1. სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად ზრუნავენ ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ფასეულობების მქონე საეკლესიო ნაგებობებისა და საეკლესიო საგანძურის სათანადო დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის. 2. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამტკიცებს დამატებით წესებს მუზეუმებსა და საცავებში დაცული საეკლესიო საგანძურის სარგებლობის შესახებ, ასევე კულტურულ-ისტორიული ღირებულებების მქონე ტაძრების აღდგენის, რესტავრაცია-კონსერვაციის ან მოხატვის პროექტებს. მუხლი 10 სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, აწარმოოს მოლაპარაკება შესაბამის სახელმწიფოებთან მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, მათი ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, აგრეთვე, საეკლესიო ნივთების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და საკუთრების თაობაზე. მუხლი 11 1. სახელმწიფო ადასტურებს XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-90 წლებში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში, ეკლესიისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს. როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის ფაქტიური ფლობელი, იღებს ვალდებულებას მატერიალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე (საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება №183; 12.04.90). 2. აღნიშნული საკითხის შესწავლის, კომპენსაციის ფორმების, რაოდენობის, ვადების, ქონების ან მიწის გადაცემისა და სხვა დეტალების დასადგენად პარიტეტულ საწყისებზე იქმნება კომისია (ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში), რომელიც მოამზადებს შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს. მუხლი 12 1. შეთანხმება შედგება წინამდებარე ტექსტისა და ტერმინთა განმარტებისაგან. 2. შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ორივე მხარის ხელმოწერითა და პარლამენტისა და წმიდა სინოდის დამტკიცებით. 3. შეთანხმებას ხელს აწერენ საქართველოს პრეზიდენტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. 4. შეთანხმება ძალაში შედის პარლამენტისა და წმიდა სინოდის მიერ დამტკიცებისთანავე.
  20. Achiko1972 გეთანხმები, მხოლოდ ერთი დათქმით, მართლმადიებელს ადამიანების მიმართ უნდა გააჩნდეს პატივისცემა, არამართლმადიდებლებსაც აქვთ თავიანთი უფლებები-გონივრულ ფარგლებში ასეთ უფლებებს ანგარიში უნდა გავუწიოთ, დავით აღმაშენებლის ეპოქა გავიხსენოთ, ქრისტიანისთვის მიუღებელი უნდა იყოს სხვისი რელიგიური გრძნობების აბუჩად აგდება, მაშინაც კი, თუკი ღრმადაა დარწმუნებული ამა თუ იმ მოძღვრების სიმცდარეში, ჩვენ ვერ ვუგულვებელჰყოფთ არამართლმადიდებლების არსებობას რავა, საით მაგზავნიი, ვორნი, თანაც სამართლიანი და ნამეტნავი ხანგრძლივი გინდა ევიკიდო თუუუუ :nekro:
  21. არა, კანონში არსად არ წერია ეს, იმიტომ რომ კონკორდატი ჯერ არ დადებულა, სკოლაშებში რელიგიური შინაარსის მქონე გაკვეთილები არ ტარდება, კარგია თუ არა ეს-სადისკუსიო თემაა,
  22. ხატის დანიშნულებაა მშვიდობა, სიყვარული, რწმენა, ანუ ყველაფერი პოზიტიური, თუკი აზერბაიჯანელებში ხატი საპირისპირო გრძნობებს გამოიწვევს და სკოლა ძირითადად ასეთი კატეგორიის მოსწავლებლებისგან შედგება, არ იქნება მიზანშეწონილი რომ ასეთ სკოლაში იყოს ხატი, თუმცა, მე ვფიქრობ ბატონი შაშკინის ეს ინიციატივა სულაც არ ისახავს მიზანდა რომ არაქართველი მოსახლეობის ინტერესები დაიცვას, ეს არის უპატივცემულობის გამოხატვა საქ. მართლმადიდებლური მოსახლეობის მიმართ
  23. შობადობის ჩვევა- აზერბაიჯანული მოსახლეობა გყავს მხედველობაში? საქ. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაახლოებით 80% მართლმადიდებლური წესითაა მონათლული, იმისდა მიუხადავად ეს ხალხი ეკლესიურია თუ არა, ხატების მიმართ მტრულად არაა განწყობილი, მე ყოველ შემთხვევაში ხატმებრძოლული იდეით შეპყრობილი ხალხი არ მინახავს, სომხები გრეგორიანები არიან და მათთვის ხატი ისეთივე დატვირთვის მატარებელია როგორც მართლმადიდებლებისთვის, იგივე შეიძლება ვთქვათ კათოლიკებზე, ვინღა რჩება, დაკონკრეტებაა საჭირო
×
×
  • შექმენი...