-
პოსტები
16.920 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
34
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Siknadmo
-
ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ, შენ ჩვენო ნიჭო, სრბოლავ და ფრენავ, შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო, შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო, შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა, შენ ერთი შემრჩი სამარის პირთან. ნათესავს ათასს მეგობარს ათასს, მრუდსა და მართალს, მტერთა და ძმათა დავშორდი, მორჩა, ყველა მოთავდა, მშვიდობა ვუთხარ ყველა მოკვდავთა, მხოლოდ შენ უკვდავს, მხოლოდ შენ მარადს, შენ - ერთს, შენ ვერ გთმობ სამარის კარად. თუ რამ მზე მწამდა, თუ რამ მზე მწვავდა, უტკბილეს დღეთა უტკბილეს წამთა, უტკბესი შენ ხარ, ენას დედაო, შენ, მწარე ლხინო, ტკბილო სევდაო, შენ, ყოველის მთქმელო, ყოველის არ მთქმელო, შენ, გმირთა გმირო, ბრძენო ქართველო, წარსული ძეგლო, წინ გამხედავო. ქვესკნელში მძრომო, ცაში მჭვრეტელო. ხან - ფუნჯო ჩემო, ხან – საჭრეთელო, შენ, აკვნის ჰიმნო, ცრემლო სამარის… იბერის ენავ, ენავ თამარის… შენ, ნიჭო ჩემო, სრბოლავ და ფრენავ, დედაო ენავ, დედაო ენავ! დაეცეს, იქნებ სიმაგრე ყველა, მოისრას, იქნებ, ყველა ყმა ველად, დაედოს მტვერი ყველა დიდ ხსოვნას, დააკვდეს აზრი ნაპოვნის პოვნას. ყოველ ნერგს, იქნებ, დაატყდეს მეხი, ყოველ ძეგლს, იქნებ, დაედგას ფეხი, მხოლოდ შენ უჭკნობს, შენ ხატად ქცეულს, რა დრო, რა დასცემს შენს უკვდავ სხეულს? ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ, შენ, ჩემო ნიჭო, სრბოლავ და ფრენავ, შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო, შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო, შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა, შენ ერთს, შენ ვერ გთმობ სამარის პირთან. ი. აბაშიძე
-
დღეს ვუსმინე პატრიარქის გამოსვლას სადაც ქართული ენის შესახებ ისაუბრა, ასეთი შეგრძნება მაქვს რომ ის არის უკანასკნელი მაჰიკანივით დარჩენილი, ვისაც საქართველო უყვარს, მოწიწებით ვუსმენ მის სიტყვებს, მაშინაც კი თუკი არ ვეთანხმები, პატრიარქი ცდებაა? ეშლება? კარგით რა, ეს ადამიანი განიცდის და გრძნობს იმ ტრაგედიას რომლიწ წინაშეც ვდაგვართ და გამოსავალი არ ჩანს, რა შეიძლება მისმა სიტყვებმა შეცვალოს, ან ვისზე შეიძლება მისმა სიტყვებმა იმოქმედოს, მხოლოდ მათ გულებზე ვისთვისაც სამშობლო მართლაც სამშობლოა და რომლის სიყვარულს ღრმა ბავშვობაში იძენს ადამიანი, ამ გრძნობის აღმოფხვრა, მიუხედავად ყველანაირი ქართეხილების და იმედგაცურების შეუძლებელია
-
დღეს მეზობელი მესაუბრა მაგ თემაზე დილლადრიან ძალიან გული მწყდება საქართველოზე, გულსაკლავია ეს ყველაფერი და ეს რომ განხორციელდეს რა, თქვენ გგონიათ ვინმე ხმას ამოიღებს? იტყვიან მაკაკები რომ თქვენ ქართველებმა არ იცით მიწის დამუშავებაო
-
პროტესტანები და კათოლიკებიც ქრისტიანებად ითვლებიან
-
ოსური დელეგაცია ჟენევაში გაემგზავრა
Siknadmo replied to planetanews's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
-
ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ გაზიარება გადმოწერა იოანე ზოსიმე დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა[1] საწამებლად, რაჲთა[2] ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა. და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან! და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართაჲ, და მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს. და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაჲწარმეტყუელმან, რამეთუ \" წელი ათასი - ვითარცა ერთი დღჱ\"[3], და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათჱსსა წილი ზის, რომელ ასოჲ არს და იტყჳს ყოვლად ოთხ - ათასსა მარაგსა, და ესე არს ოთხი დღჱ [4], და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მისთანავე დაფლული სიკვდილითა ნათლის - ღებისა მისისაჲთა [5]. და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაიჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა, და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც - და -ათოთხმეტი [6] წელი უმეტჱს სხუათა ენათა ქრისტჱს მოსვლითგან დღესამომდე. და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ [7], ესე წილი ანბანისაჲ. იოანე-ზოსიმე — X საუკუნის ქართველი სასულიერო მწერალი, ჰიმნოგრაფი. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც სინის მთის ქართული ხელნაწერების ანდერძ-მინაწერებიდან ჩანს, მოღვაწეობდა პალესტინაში, ჯერ საბაწმინდის ლავრაში, ხოლო X საუკუნის 70-იანი წლებიდან - სინის მთაზე[2]. იოანე-ზოსიმეს ეკუთვნის ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომი "საგალობელნი იადგარნი" (Sin-34), რომელიც სხვადასხვა ლიტურგიკული ძეგლიდან გამოკრებილ თხზულებათა კრებულია. ორიგინალური თხზულებათაგან აღსანიშნავია პატრიოტული საგალობლები "ქებაჲ ქართულისა ენისაჲ" და "ქართულისა ენისათჳს" (გამოაქვეყნა პავლე ინგოროყვამ 1924, ჟურნალი "კავკასიონი", №1-2)[2]. იოანე-ზოსიმეს წვლილი მიუძღვის ხელნაწერთა დამზადება-გამრავლებაშიც. იგი ცნობილია როგორც ხელნაწერთა "განმაცხოველებელი", "შემმოსელი", "მომგებელი" და ტექსტის "მჩხრეკალი"[2]. http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94-%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94
-
ახალი , შემზარავი მასალები გირგვლიანის მკლელობაზე
Siknadmo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მომხრე ხარ სისხლიანი რევოლუციის? -
ახალი , შემზარავი მასალები გირგვლიანის მკლელობაზე
Siknadmo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მსჯავრდებულები ციხიდან გამოუშვიათ 2008 წლის 14 აგვისტოს ეს ვერ დაინახე ხო? -
ახალი , შემზარავი მასალები გირგვლიანის მკლელობაზე
Siknadmo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ვინ იცის, გვირგვლიანის მკვლელობაზე საზოგადოების ასეთმა რეაქციამ რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ყველა იმ ადამიანს დიდი მადლობა ვინც გულთან ახლოს მიიტანა ეს უბედურება, სხვათა შორის გოგა ხაინდრავა მინისტრი იყო იმ დროს და მაინც იღებდა საპროტესტო აქციებში მონაწილეობას -
:ravic:
-
ზრდასრული ადამიანი თავად აგებს პასუხს თავის ქმედებაზე ნაცმოძრაობის სტატეგიული მიზანია პოლიტიკის მარგინალიზაცია უბრალო, გაუნათლებელი, უპაუხისმგებლო და ბნელი ხალხის თვალში, რასაც აღწევს წარმატებით
-
babuagiorgi georgekh13 ჩემს აზრს გამოვთქვამ, ოქრუაშვილის და ბურჯანაძის წასვლა ნაცმოძრაობიდან გამომდინარეობდა ფინანსური ინტერესებიდან და პირადი ამბიციებიდან, სოზარის დაპირისპირება ნაცმოძრაობასთან პოლიტიკური ხასიათის იყოს, ანუ, სოზარი-პრინციპების გამო დაპირისპრება ბურჯანაძე-ოქრუაშივლი-ნაგაიდელი-მერკანტილური ინტერესები
-
სუბარი ნაცმოს წინააღმდეგ რომ არ წასულიყო იქნებოდა ტკბილად,
-
მეშახტეებს სხვანაირი ფსიქოლოგია აქვთ
-
გილოცავ დიტო
-
სისუფთავე კი და + პოლიტიკური ალღოც არ აწყენდა
-
ეს კონკრეტული ბანაკი, პირადად ჩემთვის მიუღებელია, ოქრუაშვილი არანაკლები ბანდიტი და პეზპრედელშჩიკია როგორც ნაცმოძრაობის სხვა წევრები, გრეჩიხა კიდევ 300 ათასიანი მიტინგების დაშლის დიდოსტატია კინწმარიშვილი კიდო კინწმარიშვილია, ამით ყველაფერია ნათქვამი :nekro:
-
სუბარის გარდა მანდ არცერთი არ იწვევს ჩემში ნდობას, მითუმეტეს ბოლოში რომ წერია რაღაც საოცრება და გაუგებრობა მასტი
-
ერთი მომენტია მანდ, თუკი ადამიანს, მითუმეტეს მოზარდობის ასაკში შიში აეკიდა, მისი გადალახვა საკმაოდ რთულია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს რომ მისგან განთავისუფლდეს ადამიანი, დიდის ალბათობით ასეთი ადამიანი ასეთი დაღდასმული რჩება და ექსტრემალურ ვითარებაში ისევ ავლენს თავის სუსტ ხასიათს, შიში პრაქტიკულად ყველას აქვთ და მთელი დილიხორი შიშის გადალახვაშია, მერე კი, თუკი ასეთი გამოცდილება გროვდება, იბადება ის რასაც სიმამაცე ქვია, რუსებს აქვთ ასეთი გამონათქვამი Храбрость – это привычка поступать смело, не потакая страхам
-
ჩემის აზრით დამჩმორებელს ნაკლები ძალისხმევა სჭირდება იმისთვის რომ შეიცვალოს, მას არ დასჭირდება მიზნის მიღწევისთვის ისეთი ურაყოფითი გრძნობის გადალახვა რასაც "შიში" ქვია, უბრალოდ მან საკუთარ თავში უნდა აამუშავოს სინდისი, ყველა შემთხვევაში დამჩმორებელი გაცილებით ძლიერი პიროვნებაა ვიდრე დაჩმორებული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ადამიანს რაიმე ნაკლის გამოსწორება არ ძალუძს
-
მე გამორჩევა ვიცი თანაც იმ ბოვშვებს ბედნიერება ვუსრვე და წარმატებები, ოღონდ ჩვენგან შორს
-
მე მხოლოდ გემოვნებაზე გავამახვილე ყურადღება, რომელიც ადრეულ ასაკში ყალიბდება და გამომდინარეობას გენეტიკიდან, ოჯახიდან და ინტელექტიდან, ოჯახს და გენეტიკას ვერ შეიცვლის ადამიანი, ხოლო რაც შეეხება ინტელექტს ის შეიძლება განვითარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი არსებობს
-
კარგი ბოვშვები ჰყავთ, ხელი მომართვოდეთ, ოღონდ სადმე წესიერ ქვეყანაში, ჰოლანდიაშია მაგალითად
-
არის კიდევ ასეთი რამ, რასაც გემოვნება ქვია :nekro:
-
ვინ უფრო საზიზღარია, ის ვინც აჩმორებს სხვას თუ ის ვინც აჩმორებინებს თავს?