Jump to content
Planeta.Ge

Siknadmo

პლანეტელი
  • პოსტები

    16.920
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    34

ყველა პოსტი Siknadmo

  1. მოიცადე, შენ ალბათ იმასაც მეტყვი რომ დედამიწა მრგვალია და ბრუნავს?
  2. გამოგიტყდები და არ გავცნობილვარ ფარდობითობის თეორიას და არც მამა გაბრიელის საფლავიდან მომდინარე მირონი არ მინახავს, ასე რომ ვერაფერს გეტყვი
  3. ქრისტიანობა არაა ადვილი გასააზრებელი, ადამიანებს საკმაოდ მონოტონურად ეჩვენებათ ეკლესიური ცხოვრება და არ სურთ გაეცნონ წმინდა მამების ნაშრომებს, მათ ცხოვებას,დაიცვან მცნებები და იცხოვრონ ქრისტიანულად, ურჩევნიათ უფრო დაიჯერონ რაღაც ზღAპრული ამბები სადაც ჰოლივუდის ფილმის მაგვარი ექშენებია, მორწმუნე ადამიანს არ სჭირდება ასეთი სახის მძაფრი ემოციები,
  4. ვის რწმენას? ღმერთმა ნათელში ამყოფოს მამა გაბრიელის სული, მაგრამ რაც აქ წერია არის ცრურწმენა და ფანტაზია, ეკლესია არ ცდილობს იყოს უხეში და კატეგორიული, გული დაწყვიტოს გაბრიელის მიმდევრებს, გაუვლით
  5. ხალხი შედგება ინდივიდესბისგან, ხოლო როდესაც ერთა მყოფი ინდივიდები კარგავენ საკუთარ სახეს, ნებელობას და უკონტროლოდ ემორჩილებიან ვინმეს ნებას, ან რაიმე ემოციას ასეთ შემთხვევაში ხალხი გადაიქცევა ბრბოდ, მაგრამ საინტერესოა შEიძლება თუ არა ბრბოდ მივიჩნითო სტადიონზე მყოფი ხალხი რომლებიც ერთ გუნდს საკმაოდ ემოციურად გულშემატკივრობენ, ოღონდ ყოველგვარი აგრესიული ქმედებების გარეშე
  6. მასობრივი თავშეყრის ადგილებში ზოგჯერ ძალიან კულტურული და არააგესიული ადამიანებიც კი იქცევიან არაადეკვატურად, ასეთი სახის მოვლენას, ანუ ხალხის გაბრბოებას ყველგან შეიძლება ჰქონდეს ადგილი, თუმცა გარკვეული პირეობები უნდა არსებობდეს, ხალხი ყოველთვის ბრბო არ არის, ხალხი ძირითადად რაიმე გამონაკლისი, უჩვეულო მდგომარეობის დროს შEიძლება გადაიქცეს ბრბოდ, რაიმე ერთი-ნეგატიური მუხტით გაერთიანებულ მასად, რომლის მიზანიც იმ მომენტში ერთ რამეზე კონცენტრირდება
  7. შენ კონკრეტულად ვინ მიგაჩნია ბრიგადნიკად?
  8. და რაში ჭირდებათ კავკასიის კონტროლი?
  9. PEPE. ანუ, არ გვაინტერესებს რა სურს რუსეთს, უბრალოდ ვაძაგებთ მის ანტიქართულ პოლიტიკას ისე რომ ამის მიზეზი არ გვაინტერესებს, გასაგებია
  10. ერთი კითხვა მაქვს ვინც ხალხს ბრბოდ მოიხსენეიბთ თავად თქვენ არ ხალხთ ხალხი?
  11. იმის ტვინი აქვთ რომ ვიღაც ვიღაცეები დაააგოიმონ
  12. PEPE. რა სურს რუსეთს საქართველოში
  13. ხალხი ბრბოა-ძალიან გამარტივებული მიდგომაა, ჩვენც ხალხი ვართ, ყველანი ვინც ძალაუფლების ბერკეტებს არ ვფლობთ
  14. ოსებს თავიანთი ინტერესები აქვთ, ერტიანი ოსეთის შექმნა და სანამ რუსეთი იარსებებს მათ კმაყოფაზე ყოფნა, საქართველოს ინტერესე დამანახე
  15. ყველა მამაკაცი გულის სიღმრეში მურთაზოიდია, უბრალოდ დასავლეთში ამის გამო ძირში აჭრიან
  16. რაში გამოიხატება რუსეთის იმპერიული ზრახვები? რუსეთს რა მიზნებიცა აქვს ეს უნდა ვიცოდეთ სათანადო ინფორმაციის საფუძველზე და არა მხოლოდ მიღებული შედეგით, ჩვენს წინაშეა კატასტროფული შედეგი, ჩვენ ვხედავთ ამ შედეგს და მოვლენას ვარქმევთ თავის სახელს, ოკუპაციას, მაგრამ ეს არაა საკმარისი რომ მივიღოთ ნამდვილი სურათი, თუკი გვინდა თავიდან ავიცილოთ ოკუპაცია, უნდა ვიცოდეთ რა სურთ და რაც მთავარია რუსეთი არაა ერთი პიროვნება
  17. ქვეყნის მოსახლოება შეიძლება დავყოთ ორ ნაწილად ელიტად-ვის ხელშიცაა ძალაუფლება და ხალხი, ვინც უშუალოდ მონაწილეობას არ ღებულობს სახელმწიფოს მართვაში, რაც უფრო მაღალია ხალხის სოციალური შეგნება, მით მეტ აგნარიშს უწევს მმართველი ელიტა ხალხს
  18. ჩემი კითხვა ძალიან მარტივია-რატომ, რატომაა განწყობილი ჩვენს წინააღმდეგ, ოკუპირებული რომ აქვს ჩვენი ტერიტორიები და მტრულად რომაა განწყობილი გასაგებია, ეგ ვიცი
  19. ='lasha_alo' ვიოცნებოთ? მე კითხვას ვსვამ, რად გვინდა ნატო ასეთ მიდგომაშია დიდი შეცდომა, ჩვენ დამოუკიდებლობა რუსეთისგან დამოუკიდებლობად წარმოგვიდგენია, არადა საქართველოს სუვერენიტეტი შესაძლოა სულ სხვა ქვეყანამ დაარღვიოს, მაგრამ არა, ჩვენ მხოლოდ რუსეთზე გვაქვს გართულება და რუსეთისგან დისტანცირება გგვგონია დამოუკიდებლობა
  20. რას ნიშნავს რუსეთი არა კარგი ტიპი, რუსეთი აქვეა, ძალიან ახლოს, აქვს ჩვენზე 100 ჯერ მეტი სამხედრო შესაძლებლები, აქვს ჩვენი პროდუქტისთვის გასაღების ბაზარი, აქვს ენერგო მატარებლები, იქ ცხოვრობს 300 000 მდე ჩვენი თანამემამულე რომელიც საქართველოში აგზავნის ფულს, როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს რუსეთთან?
  21. და შეიძლება მათთან კამათი და რაიმის მტკიცება? ანუ შედეგი ექნება მათთან დისკუსიას, თუკი იციან სხვებმაც რატომ კლავენ თავიანთ ძვირფას დროს მათთან დისკუსიაში, გონიათ რომ რამეს დაუმტკიცებენ?
  22. ამ ტერმინს, იმ კონტექსტში რასაც ვგულისხმობ რამდენიმე წლის წინ წავაწყდი ერთ-ერთ ფორუმზე, სადაც, სიცილ ხვივინის ფონზე ტიპები თავიანთი ბრიგადნიკობის შესახებ საუბრობდნენ სალაღობო სტილში, მათზე დაკვირვების შედეგად მივედი იმ აზრამდე, რომ ბრიგადნიკები არიან ფულადი ანაზღაურების ან სხვა მერკანტულური ინტერესების მქონე პირები, რომლებიც მხარს უჭერენ რომელიმე პოლიტიკურ მოძრაობას, კლასიკური ტიპის ბრიგადა საქართველოში იყო ორგანიზაცია კმარა, სადაც ახალგაზრდები გადიოდნენ სათანადო ტრენინგებს, ღებულობდნენ მოქმედების ინსტრუქტაჟებს, ჰყავდათ თAვიანთი ხელმძღვანელი, მათგან, ყველაზე აქტიურებმა ვარდების რევოლუციის შემდეგ გადაინაცვლეს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში და ბუნებრივია დღEს აღარ არიან ეგ. წოდებული ბრიგანდნიკობით დაკავებულები, ნაკლებად წარმატებული ანუ ლუზერი ბრიგადნიკები დღეს-დღეობით უფრო მეტად ინტერნეტ სივრცეში მოღვაწეობენ, თუმცა უმეტესობა დღეს საჯარო დაწესებულებაში მუშაობს ან ხელისუფლების მიერ კონტროლირებად კერძო სტუქტურაში, ისინი მაინც განაგრძნობენ ეგ. წოდებულ ბრიგადნიკობას, ვინაიდან ისინი იმ ადგილზე რომელიც უკავიათ არიან პროფესიულად შეუთავსებლები, ამიტომ ხელმძღვანელობის დავალებით და ვინ იცის საკუთარი ინიციატივითაც ისინი ხელისუფლებას იცავენ ინტერნეტ სივრცეში, ბრიგადნიკობა ნიშნავს პოლიტიკური ოპონენტების მაქსიმალურ დამცირებას, მათი სუსტი წერტილების აფიშირებას, საერთო სტრატეგიის შემუშავებას მოწინააღმდეგების წინააღმდეგ ბრძოლაში, მეტსახელების შერქმევას, გარკვეული ტერმინების დამკვიდრებას, ხელისუფლების ყველანაირი ქმედების გამართლებას, ხო, ბრიგადნიკი არაა აუცილებელი რომ კმარელი იყოს, არსებობს ბრიგადნიკის სხვადსხვა კატეგორია, 1. აგრესიული 2. ხუმარა 3. ინტელექტუალი 4. პირფერი ბრიგადნიკობის ასები ახერხებენ ამ 4 ივე თვისების შეთავსებას, ბრიგადნიკი შეიძლება მოგვევლინოს ოპოზიციონერადაც კი და გარკვეული ხანი შEქმნას ოპოს იმიჯი, მოკლედ ძალიან ვრცელი თემაა ასე რომ თქვენც დაამატეთ და ჩაასწორეთ, ჩემზე მეტი გამოცდილება მათთან უერთიერთობაში აქ მყოფებს გექნებათ და რეალშიც გეყოლებათ ნანახი
  23. აქ საუბარი იყო მაშინდელი ქართველი მებრძოლის ფსიქოლოგიაზე და არა იმ გაიძვერებზე ვინც აფხაზეთში შევარდნა დაგეგმა და განახორციელა
  24. რა შუაშია ძმა და ძმის გული კიდო, გეოსტრატეგია კიდო სიტყაა და მეტი არაფერი, კერძოდ რა გეოსტრატეგია აქვს მას და რაც ყველაზე მთავარია ჩვენ რა გვინდა საერთოდ, მე ამ 20 წლის მანძილზე ვერ დავინახე ქართული ინტრესები, გარდა დეკლარირებისა რომ გვინდა დამოუკიდებლობა, გვინდა ნატო, მაგრამ რად გვინდა ნატო ან დამოუკიდებლობა-ეს გაააზრებული გვაქვს, ან ის თუ გვაქვს გააზრებული რა კავშირშია ნატო და დამოუკდებლობა ერთმანეთთან
×
×
  • შექმენი...