-
პოსტები
16.920 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
34
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Siknadmo
-
გოგო, ქალო, ადამიანო, ჰომოსაპიენს, სიხარულო, მშვენიერებავ, სულიერო არსებავ, რა ვერ გაიგეეე რაააა, გადამრევ ეხლა შენ ორივე ბიბლიის ვერსია მისაღებია ჩვენთვის, უპირატესობა ბუნებრივი ენიჭება საპატრიარქოს მიერ 1989 წეკს გამოცემული ბიბლიას-გასაგები მიზეზები გამო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ აკრძალული გვაქვს ბიბლიის თარმნის ინსტიტუტის მიერ გამოცემული ბიბლია რა ვქნა ეხლა მღვდელი მოგიყვანო თუ ეპისკოპოსი კიდო, თუკი ჩემი არ გჯერა შედი მართლმადიდებლების საიტზე და დაუსვი ეს მარტივი კითხვა, ბიბლიის რომელი ქართული ვერსიით ხელმძღვანელობთქვა, მარტივი ლოგიკაა, თუკი საპატრიარქომ იმდენი იწვალა რომ თარგმნა და გამოსცა ამხელა წიგნი, გაწია ხარჯები, დახარჯა ენერგია, თანაც ილია მეორემ აკურთხა, რაღა ძალისხმევა სჭირდებოდა იმას რომ შენტვის მოეწერათ წერილი სადაც ეწერებოდა ქალბატონო აზრი-საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ოფიციალურად გიცხადებთ რომ ჩვენ ვეყრდნობით 1989 წლის გამოცემას, რომელიც ჩვენვე გამოვეცით ჩვენივე ფულით, რომელიც აკურთხა ჩვენმა პატრიარქმა, გარდა ამისა ჩვენ არ ვუარყოფთ ბიბლიის თარმგნის მიერ ინსტიტუტის მიერ გამოცემული ახალი აღთმის სიზუსტესაც, თუმცა არაა გამორიცხული რომ ცალკეული სასულიერო პირები მხოლოდ და მხოლოდ საპატრიარქოს გამოცემას ეყრდნობოდნენ, ჩვენთან დემოკრატიიაა გეგნაცვალე, მაგრამ ყველა ვთანხმდებით იმაში რომ იაღოვას მოწმეების მიერ გამოცემული ბიბლია ჩვენთვსი მიუღებელია წავალ ეხლა მე და დამესიზმრები შენ წითელი წიგნით სქელი წიგნით:nekro:
-
უკანასკნელი აფხაზი გლეხი უფრო ჯანსაღად აზროვნებს პოლიტიკური თვალსაზრისით ვიდრე ოქსორდ დამთავრებული ქართველი პოლიტიკურ მეცნიერებათა დოხტორი, აი მე ეხლა ასეტ პალასაზე ვარ :nekro:
-
სამაჩაბლოს დაბრუნების იმედებიც კვდება.
Siknadmo replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ვაი დამარცხებულთ -
აზრი საკონსტიტუციო შეთანხმების თანახმად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია არის საჯარო სუბიექტი, მოგწონს თუ არა შენ ესე ეგრეა, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს უფლება დაფინანსდეს სახელმიწფო ბიუჯეტიდან, უზრდლობაში არ ჩAმომართვათ, უბრალოდ მაინტერესებს სადაური ბრძანდებით, უზრდლობაში არ ჩAმომართვათ, უბრალოდ მაინტერესებს სადაური ბრძანდებით,
-
ნუ მე არ ვიცი როგორ გელაპარაკო საპატრიარქომ გამოსცა, ილია მეორემ აკურთხა, ეხლა წერილს ხომ არ გამოგიგზავნიან, აღარ იცი კიდევ როგორი უსუსური არგუმენტი გამოიყენო შენი უსაფუძვლო და სულელური ბრალდების დასამტკიცებლად, მითუმეტეს სახში გქონია ეს წიგნი, გიმეორებ იმიტომ რომ იქნებ ყურს ან გონს გაკლია რომ როგორმე შეგივიდეს შენს ნაცრისფერ ნივთიერებაში
-
ამ პუნქტს მიაქციეთ ყურადღEბა
-
კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის მუხლი 1 1. სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ. 2. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან დადონ შეთანხმებები ერთობლივი ინტერესების სხვადასხვა სფერში, რომელთა განხორციელების მიზნითაც მხარეთა მიერ მიიღება შესაბამისი აქტები. 3. ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, - სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საეკლესიო (კანონიკური) სამართლის ნორმებით, საქართევლოს კონსტიტუციის, ამ შეთანხმებისა და საქართევლოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4. ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ: საეკლესიო კრება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმიდა სინოდი და საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივნის სახით), ხოლო სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამოსილებას ანიჭებს კათოლიკოს-პატრიარქი. 5. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხელშეუვალია. 6. როგორც წესი, დიდი საეკლესიო დღესასწაულები და კვირა დასვენების დღეებად ცხადდება. მუხლი 2 სახელმწიფო მხარს უჭერს აღსარებისა და საეკლესიო საიდუმლოს დაცვას. სასულიერო პირი ვალდებულია არ გასცეს ინფორმაცია, რომელიც მას, როგორც სულიერ მოძღვარს, გაანდეს ან მისთვის, როგორც სასულიერო პირისათვის, გახდა ცნობილი. მუხლი 3 სახელმწიფო აღიარებს ეკლესიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამართლებრივ ურთიერთობებში გამოიყენება ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები. მუხლი 4 1. სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისაგან. 2. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთნხმებით უზრუნველყოფს სამხედრო-საჯარისო ფორმირებებში, საპატიმროებსა და თავისუფელბის აღკვეთის ადგილებში მოძღვრის ინსტიტუტის შექმნას და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებას. 3. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან განახორციელონ მოსახელობის სოციალური დაცვის ერთობლივი პროგრამები. მუხლი 5 1. საგანმანათლებლო დაწესებულებებში მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ საგნის სწავლა ნებაყოფილობითია. სასწავლო პროგრამების დადგენა, შეცვლა, პედაგოგთა დანიშვნა და გათავისუფლება ხდება ეკლესიის წარდგინებით. 2. სახელმწიფო და ეკლესია კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ორმხრივად და გათანაბრებულად აღიარებენ შესაბამისი სასწავლო დაწესებულებების მიერ გაცემულ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს, სამეცნიერო ხარისხებსა და წოდებებს. 3. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან განათლების სისტემაში განახორციელონ ერთობლივი პროგრამები. სახელმწიფო ხელს უწყობს ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებას. მუხლი 6 1. ეკლესიის საკუთრება და სხვა ქონებრივი უფლებები დაცულია კანონით. ეკლესიის საკუთრებაში შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით. 2. ეკლესია თავის არასაღვთისმსახურო ქონების ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას ახორციელებს საეკლესიო სამართლებრივი ნორმებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. 3. ეკლესია უშუალოდ არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას. 4. ეკლესიის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს: ნებაყოფილობითი შემოწირულობანი, სამეწარმეო შემოსავლები, ინვესტიციები, გრანტები, დახმარებები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა შემოსავლები. 5. ეკლესიის მიერ წარმოებული საღვთისმსახურო პროდუქცია - მისი დამზადება, შემოტანა, მიწოდება და შემოწირულობა, ასევე არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონება და მიწა გათავისუფლებულია გადასახადებისაგან. 6. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით იძლევა ნებართვას ან ლიცენზიას ეკლესიის ოფიციალური ტერმინოლოგიისა და სიმბოლიკის გამოყენებაზე, აგრეთვე, საღვთისმსახურო პროდუქციის დამზადებაზე, შემოტანასა და მიწოდებაზე. მუხლი 7 1. სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული. 2. ზემოაღნიშნულ ნაგებობათა დაცვის ზონები, მათი მოვლა-პატრონობისა და სარგებლობის წესები განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობით და ეკლესიასთან შეთანხმებით. მუხლი 8 1. სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს სახელმწიფო დაცვაში (მუზეუმებში, საცავებში) მყოფ საეკლესიო საგანძურს (კერძო საკუთრებაში არსებული ნაწილის გარდა). 2. ზემოაღნიშნული საეკლესიო საგანძური, როგორც საერთო-ეროვნული საგანძურის ნაწილი, არის სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივ მფლობელობაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (წმიდა ნაწილებისა და წმიდა რელიკვიების გარდა). მუხლი 9 1. სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად ზრუნავენ ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ფასეულობების მქონე საეკლესიო ნაგებობებისა და საეკლესიო საგანძურის სათანადო დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის. 2. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამტკიცებს დამატებით წესებს მუზეუმებსა და საცავებში დაცული საეკლესიო საგანძურის სარგებლობის შესახებ, ასევე კულტურულ-ისტორიული ღირებულებების მქონე ტაძრების აღდგენის, რესტავრაცია-კონსერვაციის ან მოხატვის პროექტებს. მუხლი 10 სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, აწარმოოს მოლაპარაკება შესაბამის სახელმწიფოებთან მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, მათი ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, აგრეთვე, საეკლესიო ნივთების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და საკუთრების თაობაზე. მუხლი 11 1. სახელმწიფო ადასტურებს XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-90 წლებში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში, ეკლესიისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს. როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის ფაქტიური ფლობელი, იღებს ვალდებულებას მატერიალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე (საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება №183; 12.04.90). 2. აღნიშნული საკითხის შესწავლის, კომპენსაციის ფორმების, რაოდენობის, ვადების, ქონების ან მიწის გადაცემისა და სხვა დეტალების დასადგენად პარიტეტულ საწყისებზე იქმნება კომისია (ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში), რომელიც მოამზადებს შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს. მუხლი 12 1. შეთანხმება შედგება წინამდებარე ტექსტისა და ტერმინთა განმარტებისაგან. 2. შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ორივე მხარის ხელმოწერითა და პარლამენტისა და წმიდა სინოდის დამტკიცებით. 3. შეთანხმებას ხელს აწერენ საქართველოს პრეზიდენტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. 4. შეთანხმება ძალაში შედის პარლამენტისა და წმიდა სინოდის მიერ დამტკიცებისთანავე.
-
კონკორდატის საფუძველზე რომელიც გაფორმდა საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის, რითაც განისაზღვრა ჩვენი ეკლესიის განსაკუთრებული როლი საქართველოს ისტორიასა და ქართველი ერის ჩAმოყალიბებაში, თუკი არ მოგწონთ გააპროტესტეთ ეს ფაქტი, სახელმწიფოს ბიუჯეტს აქვს კანონის ძალა, თუკი ეს კანონი არღვევს თქვენს კონსტიტუციურ უფლებას მიმართეთ სასამართლოს
-
XVII საუკუნის 60-70-იან წლებიდან საქართველოში ბიბლიის შესწავლის საქმეში ახალი ეტაპი იწყება. სწორედ ამ დროიდან ეყრება საფუძველი ქართული ბიბლიის წიგნების შეკრების, შესწავლის, აღდგენისა და გამოცემის ისტორიას. ამ საქმიანობის წამომწყებად და ინიციატორად სულხან-საბა ორბელიანის მამა - მდივანბედი ორბელ ორბელიშვილი გვევლინება. ვახტანგ VI, სულხან-საბა, არჩილი, ბაქარ და ვახუშტი ბატონიშვილები კი ამ წამოწყებისა და ინიციატივის გამგრძელებლები და დამაგვირგვინებელნი არიან. მდივანბეგ ორბელ ორბელიშვილის დაკვეთით გადაწერილმა ბიბლიის სამმა ხელნაწერმა მოაღწია ჩვენამდე, რომელთა გადამწერები იესე და ნათანაელ ბედისმწერლიშვილები არიან. ერთ-ერთ ხელნაწერთაგანს კი სულხან-საბას რედაქტორული და ფილოლოგიური მუშაობის კვალი ამჩნევია. ახალი აღთქმაც, თუ არ ჩავთვლით „იოვანეს გამოცხადებას“, IV-V სს-ში უნდა იყოს თარგმნილი. ქართულ ენაზე ძველი ხელნაწერებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ ოთხთავის ხელნაწერებია შემონახული. მათ სიმრავლეს ყველა დროში და ძველადაც მათი პრაქტიკული საჭიროება განაპირობებდა. ოღონდ ეს ხელნაწერები X ს-ზე ადრინდელი არ არის, თუ არ ჩავთვლით ადიშის ოთხთავს, რომელიც 897 წელსაა გადაწერილი. V-დან X საუკუნემდე მათ არარსებობასაც იგივე მიზეზი აქვს, რაც ძველი აღთქმის კრებულების არარსებობას ჰქონდა. ხელნაწერთა უმეტესობა თავისი მაღალმხატვრული გაფორმებით უნიკალურია და მსოფლიო ხელოვნების შედევრს წარმოადგენს. ამგვარი გაფორმება ამ ხელნაწერებისა, პირველ რიგში, იმ მოწიწება-მოკრძალების ნიშანი უნდა იყოს, რომელსაც ისტორიულად სახარებათა ტექსტები იწვევდა მართლმორწმუნე ერში. ჯრუჭის I ოთხთავი (936 წ.) ჩვენამდე მოღწეულ ამ უნიკალურ ხელნაწერთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია რამდენიმე მათგანი: ადიშის ოთხთავი, რომელიც დღესაც სვანეთში, მესტიის მუზეუმშია დაცული; ოპიზის 913 წლის ხელნაწერი, რომელიც ოპიზიდან ათონზე გადაუტანიათ და ახლაც იქაა დავანებული; ჯრუჭის ოთხთავი, რომელიც 936 წლით თარიღდება; პარხალის მრავალთავის გადამწერის, გაბრიელ პატარაიას მიერ გადაწერილი პარხლის ხელნაწერი; პარხლის ხელნაწერი, 976 წელს შატბერდის კრებულის გადამწერის, იოანე ბერის მიერ გადაწერილი; ქსნის ოთხთავი, რომელაც IX საუკუნითაც ათარიღებენ; ურბნისის ოთხთავი აგრეთვე X ს-ისა და სხვ. ფერისცვალების მინიატურა ჯრუჭის II ოთხთავიდან (XII ს.) გასაკვირი არ არის, რომ ქართველ მწიგნობართა მიერ გადაწერილი ოთხთავების რიცხვი საგრძნობლად გაზრდილია XII საუკუნეში, რომლებიც განსაკუთრებული მხატვრულობითაცაა გამორჩეული. მათგან აღსანიშნავია გელათისა და ჯრუჭის (ჯრუჭი II) ოთხთავები. პირველი ნატიფად შესრულებული სამასამდე მინიატურითაა დამშვენებული, მეორეს კი ოთხასამდე ასეთივე მინიატურა ამშვენებს. გამორჩეულია ჯვარცმისა და ვედრების უნიკალური სცენებით შემკული ალავერდის, წყაროსთავისა და ბერთის ოთხთავები, რომელთაგან წყაროსთავის ხელნაწერის ვერცხლის ყდა ბექა ოპიზარს მოუჭედავს, ხოლო ბერთის ოთხთავი - ბეშქენ ოპიზარს დაუმშვენებია. ამავე ეპოქისაა თამარ მეფისადმი მიძღვნილი ვანის ცნობილი ოთხთავი, რომელიც კონსტანტინეპოლში საგანგებოდ თამარისათვის გადაიწერა და ასევე საგანგებოდ მოიხატა ბერძენი მხატვრის, მიქაელ კორესელის მიერ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია აფხაზეთში გადაწერილი ბიჭვინთისა და მოქვის ოთხთავები, რომლებიც უძვირფასესი მინიატურებითაა შემკული - პირველის ბუდე მოჭედილია სოლომონ შერვაშიძისა და მისი შვილის არზაყანის მიერ, მეორე კი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ თან ერთვის ხელნაწერის დამკვეთის, მთავარეპისკოპოს დანიელის განსაკუთრებით ლამაზი მინიატურა. ჩვენი საუკუნე განდგომის ჟამია. ურწმუნოების და უსჯულოების გამრავლებამ და გავრცელებამ არნახულ მასშტაბს მიაღწია. თანამედროვე ადამიანის მეტყველება დაშორდა იმ ენას, რომელზედაც თარგმნიდნენ ჩვენი წინაპრები. ამიტომ დღეს აქტუალური გახდა ამ ენობრივი ბარიერის დაძლევა, რის გარეშეც ძნელია ახალი თაობებისათვის ღვთის სიტყვის აღქმა, გაგება და უფალთან მიახლოება. ეს პრობლემა რუსეთის ეკლესიამ XIX სუკუნეში გადაწყვიტა ოთხი სასულიერო აკადემიის ძალისხმევით. ჩვენს ეკლესიაში ეს საკითხი XX საუკუნის 70-იანი წლების დამლევს დაისვა. უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით დაწყებული მთარგმნელობითი მუშაობა დასრულდა 1989 წელს საპატრიარქოს მიერ ბიბლიის გამოცემით. პარალელურად, ეკლესიისგან დამოუკიდებლად, იგივე საქმიანობა წამოიწყო სტოკჰოლმის ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტმა. დღეს უკვე არსებობს ბიბლიის ორი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე. თუმცა ორივე თარგმანისათვის დამახასიათებელია საუკუნეების მანძილზე არსებული წმიდა წერილის თარგმნის პრინციპების გაუთვალისწინებლობა. ამ ხარვეზის გამოსასწორებლად 1990 წელს თბილისის სასულიერო აკადემიის ბაზაზე საქართველოს საპატრიარქოსთან შეიქმნა წმიდა წერილის მთარგმნელთა ჯგუფი ა.ხარანაულის ხელმძღვანელობით. ჯგუფის შემადგენლობაში არიან: ა.არჯევანიძე, მ.გოგილაშვილი, ქ.მათიაშვილი, შ.ნაჭყებია, მ.ოვაშვილი, მ.ჭანტურია, ლ.ჭელიძე. ჯგუფის წევრების ძველი და ახალი ქართულის გარდა ფლობენ ბერძნულს, ებრაულს, არაბულს, სლავურს, რუსულს და თანამედროვე ევროპულ ენებს. მთარგმნელობითი მუშაობა კოლექტიურად მიმდინარეობს, რათა ერთობლივად დაიძლიოს მოსალოდნელი ადამიანური სუბიექტურობა და ტენდენციურობა. ამჟამად თანამედროვე ქართულ ენაზე მათ მიერ ნათარგმნია წმიდა სახარების მათეს და მარკოზის წიგნები და ძველი აღთქმის წიგნებიდან - დაბადება და გამოსვლა. ბოლო პერიოდში - 1984-2004 წლებში - უწმინდესის და უნეტარესის კურთხევით, ქართველ ერს კიდევ ერთი სულიერი საგანძური შეემატა - ქართული მინიატურებით შემკობილი ხელნაწერი უნიკალური სახარება.
-
ჩვენამდე ძველი აღთქმის წიგნების შემცველმა 30-ზე მეტმა ხელნაწერმა და ფრაგმენტმა მოაღწია. მათზე დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ ბიბლიის ძველი აღთქმის წიგნების ქართულ ენაზე თარგმნის ისტორიაში სამი ძირითადი ეტაპი უნდა გამოიყოს: 1. უძველესი, IV-V საუკუნეებისა: ამ დროს შესრულებული თარგმანები თავმოყრილია ქართული ბიბლიის ყველაზე ძველ კრებულში - ოშკის ბიბლიაში; 2. XII ს-ში ბერძნული სეპტუაგინტის მიხედვით ნათარგმნი და ნასწორები ტექსტები (პირველი რვაწიგნებული და დიდი და მცირე წინასწარმეტყველები ესიადან მოკიდებული დანიელის გარდა) დაცულია გელათის ბიბლიის კრებულებსა და ხელნაწერში; 3. XVIII ს-ის დამდეგს სლავურიდან თარგმნილი 22 წიგნი შესულია ბიბლიის მოსკოვურ გამოცემაში - ბაქარის ბიბლიაში. ყველა დანარჩენ ხელნაწერში (მათ შორის ყველა ფრაგმენტშიც) წარმოდგენილი ტექსტი ბიბლიისა არის არა ახალი, არამედ საუკუნეების მანძილზე ჩასწორებული და გადამუშავებული სწორედ ის უძველესი თარგმანი, რომელსაც IV-V საუკუნეებით ვათარიღებთ და რომელმაც, საბედნიეროდ (ძირითადად ოშკის ბიბლიის წყალობით), ჩვენამდე სრული სახით მოაღწია. შესაბამისად, ქართველი და უცხოელი მეცნიერები ქართული ბიბლიის წარმომავლობის საკითხს სამ ძირითად წყაროს უკავშირებენ: ბერძნულს (ამ აზრს იზიარებენ მ.ბროსე, ალ.ცაგარელი, ალ.ხახანაშვილი, ფ.ალტერი), აღმოსავლურს ანუ სირიულ-ებრაულს (ა.შანიძე, პ.ინგოროყვა, კ.კეკელიძე, ფ.კონიბერი) და სომხურს (დ.ბაქრაძე, ნ.მარი, რ.ბლეიკი, დ.გუსენი, მოლითორი, მესროპ ტერ-მოვსესიანი). როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენამდე მოღწეულია ძველი აღთქმის ორი უძველესი კრებული - ოშკისა და მცხეთის ბიბლიები. ოშკის ანუ ათონის ბიბლია ათონის ივერთა მონასტერშია დაცული და გადაწერილია X საუკუნეში, 978 წელს, ათონის ცნობილი მოღვაწის, იოანე თორნიკეს დაკვეთით. ჩვენამდე მოღწეულია ათონის ბიბლიის სამი გადამწერის სახელი - მიქაელი, სტეფანე და გიორგი. ე.წ. მცხეთის ბიბლია კი, რომელსაც სხვაგვარად საბას ბიბლიას უწოდებენ, XVII-XVIII სს-ით თარიღდება და მისი შემდგენელი დიდი სულხან-საბა ორბელიანია. მიუხედავად იმისა, რომ ოშკის ბიბლიიდან მცხეთის ბიბლიამდე საკმაოდ დიდი პერიოდი, შვიდი საუკუნეა გავლილი, ამ შუალედში ბიბლიის სხვა კრებული არ ჩანს, სამაგიეროდ ჩვენამდე მოაღწია სწორედ ამ შუალედში გადაწერილმა ცამეტმა ხელნაწერმა, რომლებიც ძველი აღთქმის ამა თუ იმ წიგნს შეიცავენ და რომლებმაც მოუმზადეს კიდეც ნიადაგი მცხეთის ბიბლიისა და შემდგომი კრებულების მომზადებას საქართველოში. ჩვენამდე მოაღწია ამ შუალედში შექმნილმა ე.წ. გელათურმა ბიბლიამ, რომელიც XI ს-ის ბოლო წლებით თარიღდება. ქართველ მეცნიერებში გელათურ ბიბლიასთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრება არსებობს. მიუხედავად ამისა, მეცნიერები თანხმდებიან ერთ საკითხში - იგი ენობრივად გელათის სკოლის პროდუქტია. კ.კეკელიძის აზრით, მისი მთარგმნელი შეიძლება იოანე პეტრიწი იყოს, თ.ცქიტიშვილი იოანე პეტრიწს ამ ბიბლიის მხოლოდ რედაქტორად მიიჩნევს, თვლის რა, რომ გელათური ბიბლია არის უძველესი თარგმანის საფუძვლიანი გადამუშავების შედეგად მიღებული ახალი რედაქცია, დ.მელიქიშვილის მოსაზრებით, ენობრივ-სტილისტური მონაცემების მიხედვით, გელათური ბიბლიის რედაქტორ-მთარგმნელი არსენ იყალთოელი ან მისი ჯგუფიდან გამოსული რომელიმე დიდოსტატი უნდა იყოს. ც.ქურციკიძე კი მას ბერძნულიდან შესრულებულ ახალ თარგმანად მიიჩნევს, რომელშიც უძველესი თარგმანი მხოლოდ საკონტროლოდაა გამოყენებული.
-
აზრი ნუ, მე არ მითხოვია, შენ თავად გსურს რომ მე მოვახდინო საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პროპაგანდირება, მადლობთ სხვათა შორის ისეტი მცირერიცხოვანი და მრავლტანული ერისთვის როგორიც ჩვენ ვართ ქართველები ბიბლიის თარმგნის უდიდესი გამოცდილება გვაქვს, მაშინ როდესაც ჩვენზე მრავალრიცხოვან ქრისტიან ერებს არ გააჩნდათ საუკუნეების მანძილზე ბიბლიის მშობლიერ ენაზე კითხვის შესაძლებლობა, ჩამავწერო?
-
gruzian_ka საქართველოს დღეს არ მართავს მეფე და საქართველო არის სეკულარული სახელმწიფო, მეჩეთის აგება არ აგების საკითხი უნდა გამომდინარეობდეს საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან, მე პირადად მირჩევნია რომ საქართველოში იყოს ტრადიციული ისლამი ვიდრე ეგრეთ წოდებული ვაჰაბიზმი, თუკი ტრადიციული ისლამი შესუსტდება გაიმარჯვებს ისლამის ტერორისტული ფრთა რაც საფრთხეს შEუქმნის ქართულ სახელმწიფოებრიობას
-
gruzian_ka მოდი ჯერ ამაზე გიპასუხებ, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს თავისი ქონება, ხოლო ის ტერიტორია რომელზეც შენ საუბრობ ეკუთვნის მუნიციპალიტეტს ან კერძო საკუთრებაშია, ჩვენი კანონმდებლობიდან გამომდინარე მათ ასეთი სახის ნაგებობის აშენების უფლება აქვთ, მართლმადიდებლური ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსგან, აქვს თავისი კომპეტენცია რაც დაფიქსირებულია კონკორდატში, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ პროტესტის გამოხატვის უფლება, თუკი ფიქრობ რომ ასეთი ნაგებობა არ უნდა იყოს გაააპროტესტე, პირადად ჩემს რელიგიურ გრძნობებს ეს ნაგებობა არანაირად არ ლახავს
-
აზრი ოფიციალური თარგმანი არაა, მაგრამ მრევლს არ უკრძალავენ თარგმნის ამ ვერსიით სარგებლობას, მე პირადად ზემოაღნიშნული წიგნი მაჩუქა სასულიერო პირმა, ხოლო წინასიტყვაობაში ეგრე წერია რომ თარმგანი სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით შეასრულეს პროფესორმა ზ. კიკნაძემ და მ. სონღულაშვილმა, გუშინ ვიქექებოდი გუგლში და არსად არ წერია რომ ბიბლიის ეს თარგმანი არაა რეკომენდირებული მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის, ხოლო მართ. ოფიცაილურ ვებგვერდზე ეწერა რომ დღესდღეობით არსებობს სახარების ორი თარმგანი ქართული ენაზე ერთი ზემოაღნიშნული და მეორე საპატრიარქოსი, საპატრირქოს მიერ მხოლოდ "ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ს მიერ გამოცემული ბიბლია ითვლება მიუღებლად, ასე რომ პროფესორ ზ. კიკნაძეს არას ვერჩით ჩემი დაწერილი არაა, ბმულში წერია
-
ეხლა ეს რომ წაიკითხონ ჩვენმა ლიბერასტებმა მოითხოვენ 37 მანეთიან ბილეთებს და წარმომიდგენია ბარგად რას წაიღებენ :nekro:
-
ხომ არის გასადები წიხლქვეშ ეს იდიოტი, ტიპიური უპრინციპო, უსამშობლო ლიბერასტი მე ეშვი მეპარება რომ შვედებს საქმე შეეთითხნოთ, ამერიკელები რომ ყოფილიყვნენ კიდევ ხო, მაგრამ შვდებს მეტი საქმე არა აქვთ ასეთი რამ გააკეთონ, ვინ აიძულებს
-
ამ სტატიაში ყველაზე მეტად რამაც დამაინტერესა არის ეს და ეს
-
და რატომ არ უნდა დეეჭირათ ვერ გევიგე მეეე, გრიფით საიდუმლო მონაცემები გამოაქვეყნა, ხოდა აბა რა უნდა ექნათ, დემოკრატიასა და ბარდაკს შორის დიდი სხვაობაა
-
ტერორისტული აქტები გალელებს მოუწყვიათ
Siknadmo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სტალინის მერეც კარგად მუშაობდნენ ეგ. წოდებულ პეროსტორიკამდეც გაქაჩეს, ამჟამადაც კარგი სკოლა აქვთ, სკოლა არსებობს და დროებითი სირთულეების მიუხედავად მაინც ეფექტური საშუალებააა კადრების გამოჭედისთვის -
ტერორისტული აქტები გალელებს მოუწყვიათ
Siknadmo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Marta1 მე პირადად რუსების სპეცსამსახურების სიდებილეში ეჭვი მეპარება, რუსეთის კეგებეს და გერეუს საუკეთესო დაზვერვის სკოლა და დივერსანტებიც პროფესიონალები ჰყავდათ, სპეცრაზმებიც საკმაოდ ძლიერი