-
პოსტები
16.920 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
34
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Siknadmo
-
30 ლარიანი სურსათის ვაუჩერი და ინფლაცია
Siknadmo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გენმოდიფიცირებული პროდუქტი“ მალე შეიძლება „ქვეყნის ეროვნული საფრთხის“ სინონიმად იქცეს. პრობლემის მასშტაბები გენური ინჟინერიით მიღებული პროდუქტისა და თესლის მოხმარების ზრდის პროპორციულია. გველის, ზვიგენის, თეთრი დათვისა და სხვა ცხოველების გენით მიღებული მიმზიდველი ფერისა და ფორმის პომიდორი, კარტოფილი, სიმინდი, ხორბალი და სხვა პროდუქტი ადამიანებს „გენმოდიფიცირებულ საფრთხეს“ უქმნის. წლების შემდეგ, შესაძლოა, გენმოდიფიცირებული პროდუქტის ხშირი მოხმარების შედეგად, ადამიანებში ცხოველურმა გენებმა იმძლავროს. საქართველოს ხელისუფლება ამ საფრთხეებს „ვერ ხედავს“ და „არ ესმის“. ამ პოლიტიკურ „ტაქტიკას“ კი ასეთ დასკვნამდე მივყავართ: ხელისუფლებისთვის „გენმოდიფიცირებული პროდუქციის ბიზნესი“ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნის მოქალაქეების მომავალი. საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების“ ხელმძღვანელი გიორგი ახვლედიანი გენმოდიფიცირებული პროდუქციის საკითხით ჯერ კიდევ ჟურნალისტობის დროს დაინტერესდა, დღეს კი პრობლემის პოლიტიკურ ასპექტებზეც საუბრობს. გიორგი ახვლედიანი: გენმოდიფიცირებული პროდუქტი 80–იანი წლებიდან გაჩნდა. როცა ამ საკითხზე ვმუშაობდი, შევისწავლე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მეცნიერთა კვლევები. ამ მიმართულებით წლებია მუშაობენ სპეციალისტები და დღემდე ბევრი ინფორმაცია დაგროვდა. ჩატარდა ბევრი ექსპერიმენტი. ჩვენს ქვეყანაში დღეს ეს პრობლემა ორი მიმართულებით დგას: ერთია, ქვეყანაში გენმოდიფიცირებული მზა პროდუქციის და, მეორე, ცოცხალი ორგანიზმების ანუ გენმოდიფიცირებული თესლის შემოტანა. „ქრისტიან–დემოკრატები“ მივიჩნევთ, რომ ორივე მათგანის შემოტანა უნდა აიკრძალოს და საქართველო უნდა გამოცხადდეს გენმოდიფიცირებული მზა პროდუქტისა და ცოცხალი ორგანიზმებისგან თავისუფალ ზონად. ასეა ცალკეულ ცივილიზებულ ქვეყნებში. – რომელმა ქვეყნებმა თქვეს უარი გენმოდიფიცირებულ პროდუქციაზე? – როგორც ვიცი, ასეთი ქვეყნებია: ავსტრია, საფრანგეთი, სკანდინავიის ქვეყნები... ევროსაბჭო უკვე მსჯელობს იმაზე, რომ ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს, გამოაცხადოს თუ არა თავისი ქვეყანა გენმოდიფიცირებული პროდუქციისგან თავისუფალ ზონად. – რა საფრთხეს შეიცავს გენმოდიფიცირებული პროდუქტის მოხმარება? – უამრავი ექსპერიმენტი ჩატარდა თაგვებსა და კურდღლებზე. კატასტროფული შედეგები გამოვლინდა: მუტაცია, გადაგვარება, საშინელი დაავადებები... საკანონმდებლო ინიციატივის სახით საქართველოს პარლამენტმა განიხილა უმრავლესობის წევრის, გიორგი გოგუაძის, ინიციატივა, რომელსაც მხარი ჩვენმა ფრაქციამაც დაუჭირა. ინიციატივის თანახმად, ქვეყანაში შემოტანილ გენმოდიფიცირებულ პროდუქტს უნდა ახლდეს მარკირება, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია პროდუქტის ხარისხზე. დღეს ასეთი ინფორმაციაც არ აქვთ. 2011 წლიდან უკვე ამოქმედდება შესაბამისი ლაბორატორიები და მოსახლეობას ეცოდინება, როდის ყიდულობს გენმოდიფიცირებულ პროდუქტს. ეს წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ არა საკმარისი. ასეთი პროდუქტის ბაზარზე არსებობით მცირეშმოსავლიანი მოსახლეობა დაზარალდება. ჯანმრთელობის ხარჯზე გაკეთებული ეკონომია კი, საბოლოოდ, ათჯერ უფრო ძვირი ჯდება, რადგან გენმოდიფიცირებული პროდუქტით გაუარესებული ჯანმრთელობა ძვირადღირებულ მკურნალობას საჭიროებს. გაცილებით უფრო დიდი საფრთხის შემცველია გენმოდიფიცირებული თესლი. მას აქვს უნიკალური თვისება, დამტვერვის გზით მოსპოს მცენარეთა ტრადიციული, ენედმური ჯიშები. თუ საქართველოში გენმოდიფიცირებული თესლის გამოყენება არ აიკრძალა, 15–20 წელიწადში ქართული ჯიშები საერთოდ განადგურდება. აღარ გვექნება ქართული პომიდორი, ხილი, ბოსტნეული... გენმოდიფიცირებული პროდუქტის მოსაყვანად ჩვენ არც მიწის ფართობები გვაქვს. ამის ფუფუნება მხოლოდ ისეთ დიდ ქვეყნებს შეიძლება ჰქონდეთ, როგორებიცაა: კანადა, ბრაზილია. მათ შეუძლიათ ქვეყნის აღმოსავლეთში გენმოდიფიცირებული პროდუქტი მოიყვანონ, დასავლეთში – ეკოლოგიურად სუფთა. საქართველოს პირობებში კი ეს შეუძლებელია. ჩვენ იმდენად პატარა ტერიტორია გვაქვს, რომ ქვეყნის რომელ ნაწილშიც უნდა დაითესოს გენმოდიფიცირებული პროდუქტი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ის აუცილებლად დააზარალებს. გენმოდიფიცირებული თესლი საფრთხეს უქმნის ნიადაგსაც. კანადასა და მექსიკაში ჩატარებული ექსპერიმენტებით დადასტურდა, რომ მიწის ის ნაკვეთები, რომლებზეც 15–20 წლის განმავლობაში მოჰყავდათ გენმოდიფიცირებული პროდუქტი, ისე გამოიფიტა, რომ დღეს მკვდარი ზონაა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მხოლოდ 25 წლის შემდეგ შეიძლება აღდგეს მათი ნაყოფიერება და ისიც მიწის ხელოვნურად გამდიდრების შედეგად. – როგორ ფიქრობთ, რატომ არ ინტერესდება საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხით? – ხელისუფლების წარმომადგენლები ჯიუტად აცხადებენ, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, გენმოდიფიცირებული თესლის შემოტანა ქვეყანაში პრობლემებს არ შექმნის. სოფლის მეურნეობის მინისტრი მუდმივად გაიძახის, რომ გენმოდიფიცირებულ პროდუქტს მთელი მსოფლიო მოიხმარს და ამით ჯერ არავინ მომკვდარა და ამის გამო არც ორთავიანი ადამიანები დაბადებულან. ასეთი საუბრით თავსაც იტყუებენ და საზოგადოებასაც ატყუებენ. თუ საქართველოში მიწას გავანადგურებთ, მცენარეთა ენდემურ ჯიშებს მოვსპობთ და ადამიანთა ჯანმრთელობას დავაზიანებთ, ამაზე კატასტროფული შედეგი რაღა უნდა იყოს, მით უმეტეს, ისეთი მცირე ერისთვის, როგორიც ქართველი ერია. – როგორც ვიცი, „ქრისტიან–დემოკრატებმა“ ამ საკითხზე სპეციალური დადგენილებაც მოამზადეთ, რომელიც პარლამენტმა ჩააგდო. რატომ არ დაუჭირა უმრავლესობამ მხარი თქვენს პროექტს? – ჩვენი პროექტი გენმოდიფიცირებული პროდუქტისა და თესლის აკრძალვას ითვალისწინებდა. მერე უმრავლესობის პროექტს დავეთანხმეთ, რადგან ხელისუფლების მხრიდან ნების არქონის გამო, ამისთვის მზად არ ვართ და სოფლის მეურნეობის სფეროში რეალური დეფიციტი შეგვექმნება. ჩვენი შეთავაზება ასეთია: მთავრობამ 2012 წლამდე უნდა მოამზადოს პირობები იმისთვის, რომ საქართველო გამოცხადდეს გენმოდიფიცერებული პროდუქციისგან თავისუფალ ზონად. დღეს მსოფლიო ბაზარზე დიდი რაოდენობით გენმოდიფიცირებული პროდუქტია. ბრაზილიამ ნახევარი ამაზონია გაჩეხა იმისთვის, რომ გენმოდიფიცირებული სოიო და კარტოფილი მოიყვანოს და მთელ მსოფლიოში გაავრცელოს საკუთარი პროდუქტი. შესაბამისად, ჩვენ ვერავის გავუწევთ კონკურენციას მსგავსი პროდუქტით. საქართველოს მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით შეუძლია მსოფლიო ბაზარზე გასვლა. როდესაც ჩვენ ამ თემებზე ღიად ვსაუბრობთ, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვაზვიადებთ, გენმოდიფიცირებული პროდუქტი არავის არაფერს ვნებს. – რით შეიძლება აიხსნას ხელისუფლების ამგვარი „წამახალისებელი“ განცხადებები? ეს ხომ არ მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება თავად ლობირებს ამ ბიზნესს? – ნამდვილად იკვეთება ხელისუფლების სერიოზული ფინანსური ინტერესი. თუმცა, გაურკვეველია, კონკრეტულად ვინ არის ჩართული ამ ბიზნესში. რიყეზე დადგმული ე.წ. ტაუერის შესახებ ვერ მოვიპოვეთ ინფორმაცია. თბილისის მერია თვეების განმავლობაში გვწერდა, რომ კონფიდენციალურია. როდესაც ქვეყანაში ატრაქციონების შესახებ ინფორმაცია საიდუმლოა, გენმოდიფიცირებული პროდუქციის შემოტანასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს პირდაპირ საიდუმლო გრიფს დაადებენ. ეს არის ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესი. ამ ბიზნესში მსოფლიოში წელიწადში 50 მილიარდ დოლარამდე ტრიალებს. შემოსავალი ყოველთვიურად მზარდია. გენმოდიფიცირებული თესლის საქართველოში შემოტანა კონკრეტული პირებისთვის სარფიანი საქმეა. ამგვარი თესლით მოყვანილი სიმინდი სათესლე მასალას არ იძლევა, ანუ გლეხმა ის ყოველწლიურად უნდა იყიდოს. ამიტომ ამ ბიზნესს მუდმივად მოაქვს შემოსავალი. ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტის მოყვანა წახალისდეს. ის არის იაფი, უძლებს ქარს, ყინვას, რადგან ისეთ გენებზეა აწყობილი, როგორიც არის, მაგალითად, თეთრი დათვის გენი. ასეთი გენებით აძლიერებენ სიმინდსა და კარტოფილს. ყველას გაუგია კოლორადოს ხოჭო, რომელიც კარტოფილის პირველი მტერია. ატომური აფეთქების შედეგად გამოწვეული რადიაცია, რომელსაც დედამიწაზე ყველაფრის მოსპობა შეუძლია, კოლორადოს ხოჭოს ვერაფერს ვნებს. მაგრამ, როგორც კი შეჭამს კოლორადოს ხოჭო გენმოდიფიცირებულ კარტოფილს, მაშინვე კვდება. ამ ფონზე კიდევ უფრო უცნაურია ჩვენი ხელისუფლების მტკიცება, რომ აქ საშიში არაფერია. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ჩვენი მომავალი თაობების უბედურების ხარჯზე ხელისუფლება დღეს ფულს აკეთებს. ისე გველნაკბენებივით რეაგირებენ ამ თემაზე, რომ აშკარაა, აქ სერიოზული ფული ტრიალებს. – მომხმარებელს თუ შეუძლია, ერთმანეთისგან განასხვავოს გენმოდიფიცირებული და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი? – თუ სპეციალური მინიშნება არ იქნება, ვერაფრით გაარჩევს. ეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია. პროდუქტზე აუცილებლად ქართულ ენაზე უნდა იყოს მინიშნებული, რომ ის გენმოდიფიცირებულია და შეიცავს ამა და ამ გენს. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ბევრმა არ იცის, რას ნიშნავს გენმოდიფიცირებული პროდუქტი. საქართველოში იციან მხოლოდ ის, რომ არსებობს ქართული და თურქული პომიდორი, ქართული და თურქული კარტოფილი... ბაზარში პროდუქტზე რომ იკითხო, გენმოდიფიცირებული ხომ არ არისო, სიხარულით გეტყვიან, დიახ, რა თქმა უნდაო. – თუ არის ცნობილი, რა რაოდენობით მოიხმარენ საქართველოში გენმოდიფიცირებულ თესლს? – ეს ინფორმაცია სრულიად ხელმიუწვდომელია. ძალიან გაგიჭირდებათ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან პასუხის მიღება კითხვებზე: რა ოდენობის გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმი შემოდის საქართველოში და რა ტერიტორიებზე ითესება ის. სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლების განმავლობაში ეხმარება სოფელში მცხოვრებ ადამიანებს, აწვდის სათესლე მასალებს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ პროგრამების ფარგლებში სწორედ გენმოდიფიცირებულ თესლს არიგებენ. ბევრმა გლეხმა კი ამის შესახებ არაფერი იცის. ეს სფერო ძალიან ჩაკეტილი და მონოპოლიზებულია ხელისუფლების მიერ. -
30 ლარიანი სურსათის ვაუჩერი და ინფლაცია
Siknadmo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რას ლაპარაკობ, ძმაკაცი მყავს ბიოლოგი და აგრონომი, გერმანულ და ჰოლანდიურ არასამთავრობო ორგანიზაციებზე მუშაობს, ჰოლანდიელების და გერმანელების თქმით საქართველოში არაის უნიკალური პირობები ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოების და აქ გენმოდიფიცირებული პროდუქტის შემოტანა იქნეაბ ნადმვილი დანაშაული როგორც ბუნების ისევე ხალხის წინააღმდეგ მიმათული, შეიმქნა უკვე რამდენიმე ეკოლოგიურად სუფთა მეურნეობა, საკმაოდ წარმატებული და ეს პროექტები ეხლაც ხორციელდება, თუმცა არასამთავროებს სათანადო რესურსი არ ჰყოფნით საჭიროა სახლემწიფოს დახმარება -
30 ლარიანი სურსათის ვაუჩერი და ინფლაცია
Siknadmo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
-
30 ლარიანი სურსათის ვაუჩერი და ინფლაცია
Siknadmo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გარდა ამისა, უკანასკნელ დროს კატასტროფულად მცირდება ერთ სულზე წარმოებული უმნიშვნელოვანესი სასურსათო პროდუქტების რაოდენობა. ასე მაგალითად, 2005-დან 2007 წლამდე ხორბლის წარმოება ერთ სულზე 44 დან 17 კილოგრამამდე შემცირდა, სიმინდის 98 კგ-დან - 68 კგ-მდე, ბოსტნეულისა - 102-დან - 43-მდე, კარტოფილისა - 101-დან - 52-მდე. აღსანიშნავია, რომ კარტოფილის იმპორტმა 2008 წელს საქართველოში 70% შეადგინა. 1990 წლიდან 2007 წლამდე ნათესი ფართობები 700 ათასიდან 297 ათასამდე შემცირდა. ორჯერადი კლება შეინიშნება მარცვლოვანი კულტურების, მზესუმზირისა და ბაღჩეულის ნათეს ფართობებში. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამგვარი არასახარბიელო ტენდენციის ერთ-ერთი მიზეზი, სხვა მიზეზებთან ერთად, ირიგაციისა და სადრენაჟო სისტემის მწყობრიდან გამოსვლაა. ვინმემ ამიხსნას რა ხდება, ნაცმოს სპეციალურად ანადგურებს ნათესებს თუ რას შვებიან ეგ მართლაც ქართველების მტრები, ჩვენ ვართ უსამქმური ხალხი ხო? თქვენს მოსვლამდე რატომ ვუშვებდით უფრო მეტ პროდუქტეს? -
30 ლარიანი სურსათის ვაუჩერი და ინფლაცია
Siknadmo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რას ლაპრაკობ, რას, სოფლის სამერუნეო წარმოებაში უამრავი ხალხია დასაქმებული და ისინი მოიგებენ, გარდა ამისა ბიუჯეტიც შეივსება და რაც ყველაზე მთავარია, თუკი შენ თავად აწარმოებ პროდუქტს ფასებზე ზემოქმედების მეტი შესაძლებლობა გაქვს -
30 ლარიანი სურსათის ვაუჩერი და ინფლაცია
Siknadmo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მაკა ხარაზიშვილი (08.10.2009) წლეულს ქართულ სოფელს განსაკუთრებით რთული წელიწადი დაუდგა, თითქმის მთელი წლის განმავლობაში არახელსაყრელი ამინდები იყო. იმერეთში ხილი გაზაფხულზევე მოიყინა, შიდა ქართლში ვაშლი უხვად მოვიდა, მაგრამ დაბალი ხარისხის. სამცხე-ჯავახეთში თოვლისა და წვიმების გამო გლეხებს კარტოფილის გარკვეული ნაწილი მიწაშივე ჩაულპათ. კახეთში, რაჭასა და აჭარაში წყალდიდობებმა მოსახლეობის დიდ ნაწილს მოსავალი თითქმის 100%-ით გაუნადგურა. ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წილი ისედაც, ყოველწლიურად მცირდება. ექსპერტი პაატა კოღუაშვილი ამის ძირითად მიზეზად მთავრობის არასწორ აგრარულ პოლიტიკას მიიჩნევს. იმპორტირებული, თანაც უხარისხო და ხშირ შემთხვევაში ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტი, საქართველოში უპრობლემოდ, ყოველგვარი შემოწმების გარეშე შემოდის. შესაბამისად, იგი დაბალი ხარისხის გამო იმდენად იაფია, რომ ქართულ პროდუქციას მასთან კონკურენციის გაწევა არ შეუძლია. ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით თურქეთიდან, ვადაგადაცილებული პროდუქტი შემოაქვთ, რომელზეც სპეციალურად საქართველოსვის ვადების გადასწორება ხდება. ვინაიდან ჩვენთან სურსათს არავინ არ ამოწმებს, ამგვარი პროდუქტის შემოტანა პრობლემას არ წარმოადგენს. ეს კი ისედაც, დაბალი ხარისხის პროდუქტს უფრო აიაფებს. ქართველ გლეხს კი გადამმუშავებელი საწარმოების არაარსებობის გამო, საკუთარი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი ვერ გაუსაღებია. პაატა კოღუაშვილის განცხადებით, შედარებით უკეთესი მდგომარეობაა მეფრინველეობასა და კვერცხის წარმოებაში, ასევე მდგომარეობა გამოსწორდა თაფლის წარმოების მხრივაც. სხვა სასოფლო სამეურნეო პროდუქტების წარმოების მაჩვენებელი კი მცირდება. "ამინდების გარდა, სოფლის მეურნეობის დეგრადაციის უფრო დიდი და მნიშვნელოვანი მიზეზები არსებობს. ქვეყანას აგრარული პოლიტიკა არ გააჩნია. გლეხი არ არის ორიენტირებული, პროდუქციის წარმოებაზე. მას არ აქვს ინფორმაცია ბაზრების შესახებ - რა ფასებია და რომელ პროდუქტებზეა მოთხოვნა. პრაქტიკულად, იგი საშუალოვადიან პერიოდზეც კი ვერ საზღვრავს პროდუქციის ფასს. ამიტომ, ქართული პროდუქტი არაკონკურენტუნარიანი გახდა. ამასობაში სურსათის სფეროში იმპორტი 80%-ს აღწევს. ეს წაროუდგენელი მასშტაბებია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გლეხი არაკონკურანტულია და ყოველთვის წაგებულია. არავითარი სტიმული არ არსებობს იმისა, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. იმპორტირებული პროდუქცია ქვეყანაში ყოველგვარი ბარიერის გარეშე შემოდის, გლეხს კი უამრავი პრობლემა აქვს, ელემენტარულად სარწყავი წყლის საკითხი ვერ მოგვარდა. არც შხამ-ქიმიკატების დროულად ყიდვის საშუალება არსებობს", - ამბობს პაატა კოღუაშივილი. მოურწყველობის გამო უმძიმეს მდგომარეობაშია მეხილეობა. საერთოდ, თუ ხეხილის ბაღი 4-5-ჯერ არ მოირწყა, დიდი რაოდენობის და ხარისხიანი პროდუქციის მიღება შეუძლებელია. "გლეხი ვერ ახერხებს, თავის დროზე მორწყვას, შეწამვლას. სადაც, ყველა სამუშაო დროულად განხორციელდა, მოსავალიც მაღალი იყო. მაგალითად, შიდა ქართლში რუსეთის ომის შედეგად დაზარალებულ სოფლებში მოსახლეობას ხორბალი დაუთესეს, მიწა დაუმუშავეს, ანუ ყველა საჭირო სამუშაო განახორციელეს. იქ ფანტასტიური მოსავალი მოვიდა (1 ჰა-ზე 36 ცენტნერი), რომელიც ძალიან კარგი მაჩვენებელია. ამით იმის თქმა, მინდა, რომ თუ გლეხების მხარდაჭერა მოხდება ბევრ პრობლემას გადავჭრით. მთელი წლის განმავლობაში ვაცხადებდი, რომ კატასტროფულად მშიერი შემოდგომა გვექნებოდა, თუკი ხელისუფლება კონკრეტულ გადაწყვეილებებს არ მიიღებდა. ერთადერთი ქათამისა და კვერცხის წარმოებაა გაუმჯობესებული, დანარჩენში კატასრტროფული სიტუაციაა", - ამბობს პაატა კოღუაშვილი. ისედაც შემცირებული მოსავლიანობა, ცუდმა ამინდება საერთოდ გაანახევრა. წლეულს სამცხე-ჯავახეთის პროდუქტი დედაქალაქისა და საქართველოს სხვა ქალაქების ბაზრებზეც კი ნაკლებად გამოჩნდება. გაზეთ "სამხრეთის კარიბჭესთან" საუბარში გლეხები ამბობენ, რომ წლევანდელი მოსავალი არათუ გასაყიდად, გამოსაზამთრებლადაც არ ეყოფათ. "კარტოფილი რაც დავთესე, ნახევარი დამპალი ამოვიდა. ხალხს მოსავალი ჯერ კიდევ ასაღები აქვს, ამინდები არ უწყობთ ხელს. ტყლაპი დავასხი და არ გაშრა, დაობდა. გავრეცხე და საარაყეში ჩავასხი", - წუხს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ შოლავერში მცხოვრები გიული შუბითიძე. შედარებით ნაკლებია ზარალი ასპინძის რაიონში. თუმცა ასპინძაში თითქმის სულ განადგურდა ხეხილი, განსაკუთრებით დაზარალდა სოფლები ხიზაბავრა და სარო. "კაკალი, რომ კაკალია, ისიც უკვე ჭიანია და აღარ ვარგა. ვაშლი, მსხალი ყველაფრი გააფუჭა. ზაფხული არ ყოფილა საერთოდ და რა მოსავალი გვექნებოდა?" - ამბობენ გლეხები. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ რეგიონისთვის სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერ დადგენილი არ არის. ამ ეტაპზე ზარალი მხოლოდ ადიგენის მუნიციპალიტეტშია დათვლილი, სადაც წლევანდელი მოსავლის 40 პროცენტი დაკარგულია. "განსაკუთრებით დიდი ზარალი განიცადა მარცვლეულმა კულტურებმა. ხორბლისა და საგაზაფხულო ქერის მოსავალი თითქმის განახევრდა. რომ უნდა მიეღოთ ჰექტარზე ოცი ცენტნერი, ახლ,ა ალბათ, მისი ნახევარი მიიღეს, რვა-ათი ცენტნერი", - განმარტავს ადგილობრივი მმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი შალვა კაველიძე. ახალქალაქში მარცვლეულის მოსავალს სექტემბრის შუა რიცხვებში იღებენ. თუმცა წლეულს, ამინდმა გლეხებს ამის საშუალება არ მისცა. ხორბალი და სხვა მარცვლეული გაიყინა. გლეხები ამბობენ, რომ მარცვლეული დასათესადაც აღარ ივარგებს. მეხილეობა კი გორის რაიონში ერთ-ერთი ძირითადი დარგია. ხეხილის ბაღებს 10 600 ჰექტარი უკავია. ნარგავების 70% თესლოვანი ხილის ბაღებითაა დაკავებული. წინა წლებში გლეხები მეტ-ნაკლებად ახერხებდნენ ვაშლის საკუთარი სახსრებით საზღვარგარეთ გატანას და შედარებით მაღალ ფასში გაყიდვას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ბაზარი ქართველებისათვის ჩაიკეტა, ორი წლის წინ მაინც მოხერხდა კურკოვანი და თესლოვანი ხილის უკრაინისა და ყაზახეთის ბაზარზე გატანა. ამ ეტაპზე მდგომარეობა გართულდა. უკრაინის ბაზარი, ფინანსური კრიზისის გამო საექსპორტოდ არახელსაყრელი გახდა. არადა, წლეულს გორში, შედარებით დაბალი ხარისხის, მაგრამ კარგი მოსავალი მოვიდა. შეგახსენებთ, რომ 2008 წელს საქართველოს სურსათისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტმა 942 მილიონ 65 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა ექსპორტი მხოლოდ 250 მილიონ 508 ათასი აშშ დოლარი იყო. გარდა ამისა, უკანასკნელ დროს კატასტროფულად მცირდება ერთ სულზე წარმოებული უმნიშვნელოვანესი სასურსათო პროდუქტების რაოდენობა. ასე მაგალითად, 2005-დან 2007 წლამდე ხორბლის წარმოება ერთ სულზე 44 დან 17 კილოგრამამდე შემცირდა, სიმინდის 98 კგ-დან - 68 კგ-მდე, ბოსტნეულისა - 102-დან - 43-მდე, კარტოფილისა - 101-დან - 52-მდე. აღსანიშნავია, რომ კარტოფილის იმპორტმა 2008 წელს საქართველოში 70% შეადგინა. 1990 წლიდან 2007 წლამდე ნათესი ფართობები 700 ათასიდან 297 ათასამდე შემცირდა. ორჯერადი კლება შეინიშნება მარცვლოვანი კულტურების, მზესუმზირისა და ბაღჩეულის ნათეს ფართობებში. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამგვარი არასახარბიელო ტენდენციის ერთ-ერთი მიზეზი, სხვა მიზეზებთან ერთად, ირიგაციისა და სადრენაჟო სისტემის მწყობრიდან გამოსვლაა. -
30 ლარიანი სურსათის ვაუჩერი და ინფლაცია
Siknadmo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
საქართველო არაფერს არ აწარმოებს, არც შაქარს, არც ხორბალს, არც წიწიბურას, თორემ სურსათზე ფასების მატებით ის ქვეყნები მოიგებენ ვინც ამ პროდუქტის მწარმოებლები არიან, ხო, რატომ არ ვაწარმოებთ? შენ ალბათ იტყვი რომ ქართველი გლეხი ზარმაცია და არაფრის მაქნისი, არადა შევარდნაძის ჩამპალ ეპოქაში სასოფლო სამეურნეო სავარგულები 3 ჯერ მეტად იყო დამუშავებული ვიდრე დღეს, ეხლა მითხარი შევარდნაძის ჩამპალ პერიოდთან შედარებით რატომ შემცირდა საქ. სოფლის სამეურნეო პროდუქტის წარმოება? -
30 ლარიანი სურსათის ვაუჩერი და ინფლაცია
Siknadmo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
იმედსა და რუსთავი 2 ზე სოციალურ რეკლამებსაც გადაიღებენ, თუ როგორ მიდის მოხუცი ქალი მაღაზიაში და როგორ ყიდულობს ამ ვაუჩიერით პროდუქტს გულისამაჩუყებელი იქნება ფრიად, გული რომ დაგეწვას ან პირიქით ძალიან ოპტიმისტურად წარმოსახავენ, მოკლედ გააჩნია რა პიარტექნოლოგები რა რჩევას მისცემენ -
30 ლარიანი სურსათის ვაუჩერი და ინფლაცია
Siknadmo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ე.ი. სპეციალურ მაღაზიებს ხომ არ გახსნიან? არა, ანუ ჩვეულებრივ მაღაზიაში უნდა მიიტანო და იქ მოგცემენ სურსათს, ხოდა ამ ვაუჩერზე მოთხოვნას რომ წარადგნენ მაღაზიების მეპატრონეები თქვენის აზრით გაუნაღდებენ? -
30 ლარიანი სურსათის ვაუჩერი და ინფლაცია
Siknadmo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გადაგვყვებიან კიდევ, ადინ რაზ თოლკა -
30 ლარიანი სურსათის ვაუჩერი და ინფლაცია
Siknadmo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
http://www.youtube.com/watch?v=N0t1aoZQ3iY&feature=related მოინანიეთ ნაციკებო რამეთუ მოახლოებული თქვენი დედების დ..... -
30 ლარიანი სურსათის ვაუჩერი და ინფლაცია
Siknadmo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
http://www.youtube.com/watch?v=uip9snLQqrM ან ამ ბიომასასას დააკვირდით -
30 ლარიანი სურსათის ვაუჩერი და ინფლაცია
Siknadmo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
http://www.youtube.com/watch?v=eJrevZWwmZI შეხედეთ ამ გაბერილ გომბეშოს -
30 ლარიანი სურსათის ვაუჩერი და ინფლაცია
Siknadmo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ეს 30 ლარიანი ვაუჩერი იმის დასტურია რომ ხალხს შია, თამამად შემიძლია ვთქვათ რომ დღეს საქ. მოსახლეობა გაცილებით უფრომ მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში იმყოფება ვიდრე 2003 წესლს, ტანაც ეს იმ ფონზე როდესაც ნაცმოს ელიტა იფუქრჩქნება, ყოველ დღე რესტორნები, კლუბები, უახლოსი ავტომობილები, გასკდებით ღორებო, აი თქვენ ხართ ნაცმოს ელიტა ნამდვილი ღორები -
ეს იმ თემის გაგრძელებაა შენ რომ საუბრობდი და მე რომ სია მოგაწოდე ქალბატონების
-
ხალხი არც კარგია და არც ცუდი, ხალხი ზოგადი მცნებაა ხალხის შედგება ცაკლეული ინდივიდებისგან, რომლებიც შეიძლება იყვნენ ღირსეულნიც და უღირსნიც, გარდა ამისა ეს ინდივიდი გამოავლენს თავის დადებით თუ არყოფით მხარეს ეს დამოკიდებულია იმ გარემოზე რომელიც მის ირგვლივაა შექმნილი, თუკი ხელისუფლება წინასწარ თვლის რომ ის ხალხი ვინც მას ლეგიტიმაცია გადასცა არის ბნელი, უვარგის, გაუნათლებელი, უჭკუოა, კრიმინალი, შესაბამისადაც ექცევა როგორც საქონელს, ანუ ცდილობს მაქსიმალურად მოწველოს და მინიმუმი გააკეთოს მის საკეთილდღეოდ
-
მე ნაღადად ვიცი რომ არ შემეწერება და შენ რომ შეგეწეროს ეგ სიამოვნებას ნაღადად არ მომანიჭებს ხალხი არ ვარგა მაგრამ ხელისუფლება მაგარია, პირდაპირ სულაც არაა აუცილბელი რომ ბოლო ფრაზა თქვა, ეს იგრზნობა
-
შენ ხალხი არ ხარ თუ ნაცმოძრაობის აპოლოგეტები ჰომო საპიენს არ განეკუთვნებით და ცალკე სახოება ხართ ადამიანთა მაგვარის? მანდ სულ სხვა პონტები იქნება, სახელმწიფო ფულს არ გადაურიცხავდა და მერე გაკოჭავდა, ტიპიური ნაცმაცუნური მამაძაღლობა, ადამიანებს აიძულებენ რომ დანაშაული ჩAიდინონ და მერე იჭერენ
-
მაგრამ ჩვენ მათი გვეშინია, ჩVენ გვეშინია ისეთი რაღაცეები რაც საერთოდ საშიში არ არის ან ოდნავ დისკომფორტს შეგვიქმნის ან დისკომფოტსი შექმნის მომავალი პერსპექტივა გვაშინებს, ამას ქვია ერის დაჩიავება, ის რომ ერს არა აქვს ბრძოლის პოტენციალი, სულაც ის რომ რუსების ტანკები აქ დარიხინობდნენ ერთი ლაგატკაც არ გვისვრია, ჩვენი ჯარისკაცები გადამალეს და ასპარეზზეე რუსთავი ორის გენმოდოფიცირებული ქალბატონები გადაეშვნენ რომლებიც ჯარისკაცებ ეჭიდავებოდნენ მოკლედ რას ვამბობ, რევოლუცია შეიძლება დაფინანსდეს უცხოეთიდან, ან საერთოდ არა დაფინანსდეს გარედან, რევოლუციონერები შეიძლება იყვნენ ნაძირლები ან პირიქით, კეთილშობილი რაინდები, მაგრამ ნამდვილ რევოლუციას ყოველთვის სჭირდება ტრა... ბიჭები, სიმამაცის გარეშე არაფერი არ გამოვა, ხოდა როდესაც სიმამაცე გათავდა და აღარ არსებობს, საჭიროა ვაზილინის მომარაგება და სათანადო პოზის შერჩევა რომ ჩინჩვლა ნაკლებად მტკივნეული აღმოჩნდეს
-
ადამიანთა უმრავლესობა როგორც წესი მშიშარაა, ყველას არ შეუძლია იყოს გმირი, ეს ბუნებრივია, როდესაც საზოგადოებას უჭირს ან შიდა ან გარე დამპყრობელი საზიზღრობებს აკეთებს ასეთ დროს საზოგადობაში ჩდნებიან თავზე ხელ აღებული ტიპები რომლებიც ებრძვიან მტერს ისე რომ თავი აქვთ რეალურად გადადებული, მათ არც ციხის ეშინიატ, არც ცემის და ვფიქრობ რომ ცალკეულ შემთხვევაში სიკვდილისაც, ნიკოლოზ ლორთქიფანიძის ნოველა მახსენდება სურამის ციხეზე, როდესაც ქვეყანას შემოივლიან ციხის მშენებლები და ბოლოს იპოვნიან ერთ-პერანგიან, ღატაკ ბიჭს ზურაბს რომელიც იტყვის კი, მე მზად ვარ ჩამაყოლონ ნოველის ბოლოს ასეთი დასკვნაა თუკი ქვყანაში ერთი კაცი მაინც მზადაა რომ თავი ჩაიქოლოს ხალხისთვის ის ქვეყანა უძლეველია და თუკი არაა ასეთი ადამიანი მაშინ? ან რა ჩაქოლვაზეა საუბარი საერთოდ ხალხს მერის არჩევნებზე წასვლა დაეზარა, მეტსაც ვიტყვი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას ძალაინ ღრმად კიდია თავის თანამემამულეები, სიყვარული დაიკარგა, როდესაც არ გიყვარს ის ხალხი სადაც ცხოვრობ იმისთვის არ იბრძოლებ, აი რაა უმთავრესი მიზეზი, ვითომ იმ არაბებს არ ეშინოდათ პოლიციის, ან იქნებ არაბული პოლიცია უფრო ჰუმანურია, ან იქნებ არაბულ ციხეებში უკეთესი პირობებია, მერწმუნეთ რომ ჩვენი ზონდერები მუბარაქის ძაღლებთან შედარებით ნადმვილი ანგლოზები არიან,
-
რა მოტივით, ემიგრანტებს რატომ შიათ თუ ჩვენს განკუთვნილი ბრინჯს რატომ აჭმევთო არანაირი სოციალური დაძაბულობა არ შეინიშნება ევროპის ქვეყნებში, ახლახან მაცნობეს, მეზობელი ჩამოვიდა სამხრეთ ესპანეთიდან ფასები ჩვენზე დაბალი არისო :TAT: ხელფასები ევროებში ქონიათ მაგ ოხრებს და მეტი რად უნდათ
-
ახლადგამომცხვარი ემიგრანტები ბუნტს, მითუმეტეს სერიოზულს არ აწყობენ, ეს გამორიცხულია, ევროპა მითუმეტეს აკონტროლებს თავის საზღვრებს
-
ვახ, შენ რავა ჩემი მეზობელივით ხარ, ადრე რომ უნდოდა დაძინება სანამ ყველას არ გაგვყრიდა სახსში არ ადიოდა :givi10 საატზე უკვე დაიწყებდა წრიალს, ავიდეთ სახში, ავიდეთ რა სახში, არ გეძინებათ?
-
ვაიმეეე, შენ უკვე მზად ხარ და რამე???
-
ეხლა ვუყურე ევრონიუსზე და რასაც ვიძახდი, არაფერი ისეთი არ ხდება, ირანელები არ ითხოვენ ახმედჯანის გადადგომას, ეს იყო ერთგვარი მხარდაჭერა ეგვიპტელების მიმართ, პა ხოდი, დაიწე პაწა ძემოკრაწიუუუუუ , ისლამის კურსს არ გადაუხვევენ და ამერიკის შნუროკები არ გახდებაინ ეგენი არასდროს