Jump to content
Planeta.Ge

Siknadmo

პლანეტელი
  • პოსტები

    16.920
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    34

ყველა პოსტი Siknadmo

  1. არ დაგავიწყდეთ რომ რუსებს სამხრეთ ოსეთში ოფიციალურად ჰყავდათ სამშვიდობო ჯარები, რომლებსაც ჰქონდათ დაკისრებული მშვიდობისმყოფელთა ფუნქცია, ხო, ისიც არ დაგავიწყდეთ რომ რუსეთმა მამაძაღლური გზით, მაგრამ მაინც შეძლო და სამხ. ოსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მისცა რუსეთის პაშპორტი, ასევე რეალურად ქართულმა მხარემ დაარღვია სამშვიდობო შეთანხმება და ცეცხლი გახსნა ცხინვალის მიმართულებით, თანაც ეს განახორციელეს არა ეგ. წოდუებულმა ქართველმა ბოევიკებმა, არამედ ქართულმა არმიის წარმომადგენლებმა, ამიტომაცაა რომ რუსეთს არავინ არ ედავება რატომ შაიჭერი ცხინვალშიო, არა, კონფლიქტის გარე ტერიტორიაზე რა გინდოდაო,
  2. რა სტატუსითაც ჩვენები იმყოფებიან ერაყსა და ავღანეთში
  3. საინტერესოა თუკი სახემელეთო ბრძოლები დაიწყება და გაგრძელდება ხანგრძლივი დროით დასაქმდებიან თუ არა ამ ომში საქართველოს მოქალაქეები?
  4. მხატვრულ ლიტერატურაზე დაყრდნობით რომელიმე ეთნოსზე მსჯელობა რბილად რომ ვთქვათ სუბიექტურია
  5. babuagiorgi ნეო სტუდიოს ან ლაშა ალოს რა შეუძლიათ გააკეთონ, უმჯობესი იქნება თავად გახვიდეთ პოლიტიკურ პარტიებზე და შესთავაზოთ თქვენი წინადადებები,
  6. babuagiorgi გასაგებია მაგრამ პირველ რიგში უნდა აღდგეს ნდობა ოპოზიციური პარტიების მიმართ, ამისთვის კი საჭიროა გაგვარკვიონ რა მოხდა, რატომ ვერაფერს ვერ მიაღწია ოპოზიციამ საპროტესტო აქციებიტ, მართლაც აიღო ფული გრეჩიხამ? ან იქნებ სასამართლო მოაწყონ ბოლო, ბოლო ამის გასარკვევად, ნდობა აღდგება მაშინ თუკი საზოგადოების მიერ დასმულ კითხვებს გაეცემა პასუხი, ოღონდ დამაჯერებელი
  7. მთავარია შEიცვალოს დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ, ხელი შეუწყონ სოფლის მეურნეობის განვითარებას, სასამართლო განთავსიფულდეს ხელისუფლების ზეწოლისგან და მეტ ნაკლებად შეიქმნას ქვეყანაში სამართლებრივი გარემო, მთავარი მაინც სოციალური პრობლემების მოგვარებაა, მართალი გითხრათ ნაკლებად საინტერესოა ვინ გააკეთებს ამას, უბრალოდ იმის იმედი რომ ნაცმო რაიმეს ძირეულად შეცვლის წარმოუდგენელია, პრაქტიკულად ამ ძალამ კიდევ უფრო გაამძაფრა სოციალური დიფერენცირება საზოგადოების წევრებს შორის, უფრო სწორად მმართველ ელიტას და ხალხს შორის
  8. არ მევასება სუსტი და იმედგადაწურული, ხელებჩამოკრილი ხალხი და რატომ უნდა მქონდეს ასეთი მასტებისადმი თანაგრძნობა ან რატომ უნდა ჩავთვალო ჭკვიანად არ მესმის, ფილოსოფოსობანა იწყება მაშინ როდესაც ადამიანს არა აქვს იმის შნო რომ რეალურად გადაწყვიტოს მიწ წინ მდგომი ამოცანა, არადა, განგება ისეა მოწყობილი რომ ადამიანი არასდროს არ დგას გადაულახავი პრობლემების წინაშე, ნუ, თუკი თავად არ ჩაიყენებს თავს ასეთ მდგომარეობაში არასწორი ცხოვრების შEდეგად
  9. ძუკუ ახალი ჩემთვის არაფერი არაა, სამაგიეროდ თურმე მიშა პრინციპში მაგარია, ჯიუტია, მაგრამ მაგარი, არაფერს თმობს, მას ირგვლივ ჰყავს ჭკვიანი, მაგრამ კონფორმისტი ხალხი, სამაგიეროდ ალტრუისტი და ინტელექტუალური ადამიანები ყოფლიან მის გუნდში და რაც მთავარია, ბოლო გზავნილი ის-ანუ წესიერი, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანი თურმე ძალიან პრინციპული და სუფთაა ამიტომაც არანაირ გარეგებაში არ შEვა ბოროტებასთან, იგი მზადაა დაჟე მოკვდეს ოღონდ აქ, ვაჟასებური "ბილწ არ შავეკვრი ზავითა" არაააა, ეგ უფრო უხერხემლო, დეპრესიაში ჩავარდნილი კაცის დაწერილია, რომელსაც ერთი გამოსავალიღა დარჩა, თუკი ვაჟკაცობა ეყოფა თავი დაიბრიდოს
  10. დასასრულია საერთოდ გიჟურად საინტერესო იბზრიალა, იბზრიალა გაცვეთილ ჭეშმარიტებებში და ბოლოს აღარ იცოდა რა ეთქვა, რა გამოსავალი მოეძებნა, ისიც არ უნდოდა რომ სტანდატული ნიჰილიზმი დაეთესა და ამიტომაც მიმართა ასეთ სასწოული გამოსავალს და დაწერა "მე მოვკვდები" მიდი და გაიგე ეხლა რისი თქმა მინდოდაო, გაგიგე ჩემო მოქხევე, გაგიგე, არ გამგების...
  11. წმინდა წყლის დემაგოგიაა, დათმოს, დათმოს და ათAსი წელი ვინ შეახსენებს მაგას რა იყო 2008 წელს და რომც შეახსენოს იმდენი რამე აქს ნაჭამი რომ სულ ცალ ფეხზე არ დაიკიდებს? ამ ფრაზის არაადეკვატურობა იმაში გამოიხატება რომ სმართლიანი არჩევნების არ დათმობის უმთავრესი მოტივი არის ის რომ ძალაუფლებაა ტკბილი და მასთან განშორებაა ძნელი და არა ეგ ზევით გაჟღერებული სიბრძნე Saturn რაღაც მაგდაგვარი დავწე მეც, მასხოვს
  12. რატომ არაა ალასანია შეგზავნილი, იმიტომ რომ შენ ასე ამბობ, თუ იმიტომ რომ შენ ასე გჯერა, ესეც გაუგებარია, ხო, გულუბრყვილო კი ბატონო ჩასვა ეხლა ბრჭყალებში მაგრამ მაინც, გამოდის რომ ალასანია არ არის შEგზავნილი, პატიოსანი კაცია, მაგრამ ვერ ხვდება იმას რასაც მთელი საქართველო ხვდება? რომ მიშა არაფერს არ დათმობს, გამოდის რომ ალასანია არათუ გულუბრყვილო, არამედ უბრალოდ იდიოტია, რა ჯობია, იყო შეგზავნილი თუ იდიოტი ვერ გეტყვით,
  13. ამდენი შაბლონური ჭეშმარიტების ერთად მიღება მართალი გითხრათ გამიჭირდა 1. რატომაა ბაქრაძე ჭკვიანი და განათელბული, სად გამომჟღავნდა თუ ამ სტატიის ავტორი იცნობს ბაქრაძეს და აქედან დაასკვნა, ან თუნდაც რომ იცნობდეს მე რატომ ვენდო მის შეფასებას, 2. ხო, ნუ ბოკერიას შეფასებამ დაგლიჯა, ალტრუისტი ეს ნამეტნავია, არ ვიცი, არ ვიცი, პრინციპში თუკი ჯორჯ სოროსია ალტრუისტი ალბათ ბოკერიაც ალტრუისტია, ალბათ მე თვითონ მაკვირვებს ასეთი მიდგომა საკიტხისადმი და ადამიანების ასეთი უაპელაციო შეფასება, ჭკვიანი, განათლებული, ალტრუისტი, სახეზე შეატყო მათ, თუ მეტყველების მანერაზე, ან სად კონკრეტულად რა სფეროში გამოამაჟღავნა ბაქრაძემ თავისი უზადო განათლება ან სად გვიჩვენა ჭკუის მაგალითი, არ ვიცი, რომელიღაც ჟურნალში ეწერა ბაქრაძE ჭკვიანი არისო და ამანაც ალბათ დაიჯერა, ვერ გეტყვით :TAT:
  14. PEPE. და სულ ცალ ფეხზე არ კიდია? რას კარგავს რომ
  15. -------------------------------------------------------------------------------- http://opinion.ge/?p=3174 ის არაფერს თმობს… და არც არასოდეს დაუთმია არაფერი. ის არ თმობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საარჩევნო გარემოს, დემოკრატიისთვის გარდაუვლად მნიშვნელოვან მედიას, პოლიციის დეპოლიტიზაციას, სასამართლოს… ის არ თმობს არც ბიზნესს და მონოპოლიებს ბიზნესებში… მოკლედ, არაფერს თმობს. მიუხედავად იმისა, რომ მას პირდაპირი და შეფარვითი, ქარაგმული ტექსტებით ჰკარნახობენ, რომ დათმობა, კომპრომისი, კონსენსუსი აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რომ მოკარნახეთა შორის არიან არა მხოლოდ კონსტრუქციულად განწყობილი ოპონენტები თუ მისივე გუნდის წევრები, არამედ, დასავლელი მეგობრებიც, მათ შორის, ძმაკაცი მეგობრებიც… ის მაინც არაფერს თმობს. არ დაუთმია და არც დათმობს. ხვალ, 2011 წლის აპრილსა თუ მაისში 200-300 ათასი ადამიანის რომ მიადგეს თხოვნა-მოთხოვნით, რომ მან დათმოს ყველაზე ელემენტარულიც კი, ის ოდნავ დაფრთხება, ოდნავ მოიღუშება, ვნებების ჩასაცხრობად პაწკუა, პატარა, იმნიშვნელო „დათმობაზე“ წავა, ამ „დათმობას“ ისე გაჰყიდის, თითქოს მესამე მსოფლიო ომი მოეგოს… კრიზისს გადააგორებს, ვნებებს ჩააცხრობს და… და… კვლავ არაფერს დათმობს, კვლავ გაერთპიროვნულდება. მის გარშემო ვინცაა, უმრავლესობას „ესმის“ მისი ეს ჯიქურ-ჯიუტობა…მაგალითად, ეს ესმის დავით ბაქრაძეს – ქვეყნის მეორე პირს, ჭკვიან, განათლებულ, მაგრამ ჩვეულებრივ კონფორმისტ ადამიანს, რომელიც, რეალურად, შემგუებელია არა იმიტომ, რომ მას სიმდიდრე უყვარს, არამედ იმიტომ, რომ მას სხვა გზა არ გააჩნია… ეს უკომპრომისობა ესმის მაგალითად გიგა ბოკერიას – ჭკვიანს, ასევე განათლებულს, დემოკრატადწოდებულს… მედასავლეთეს, ბაქრაძის არ იყოს, ალტრუისტს… ამიტომ, სულაც არაა გასაკვირი, რომ მისი, მმართველის უკომპრომისობის საფუძვლებს ხედავენ ყველაფრის მონოპოლისტი კეზერაშვილი, „საშიში მენეჯერი“ მერაბიშვილი, „საშიში და ჩუმი“ ადეიშვილი… წვრილფეხობაზე აღარაფერს ვიტყვი. ერთპიროვნულობას, სავსებით სამართლიანად, ვერ ეგუებიან მეტწილად ის ადამიანები, რომლებმაც იციან ხელისუფლებაში ყოფნის სიამეები – ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ოქრუაშვილი – თავდაცვის მინისტრი, კიწმარიშვილი – რევოლუციის თანაავტორი, მეოთხე. ესენი, „ყოფილები“ სწორედ იმას ვერ ეგუებიან, რომ „მარადმა“, ჟარგონით რომ ვთქვათ – „ისინი პულკიდან მოტეხა“… ცხადია, ეს, წამოსულები ბაქრაძის მსგავსი კონფორმისტები არ არიან, მაგრამ ეს ოდნავადაც არ ახასიათებს მათ სწორედ ნახსენებ ბაქრაძეზე უკეთესად. ერთპირუვნულ მმართველს სხვებიც ვერ ეგუებიან, მაგალითად, ალასანია – თუმცა, მისი კონსტრუქციული ტონი ამომრჩეველში ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის შეგზავნილია… არაა ალასანია შეგზავნილი, უბრალოდ, ვენდეტის მსურველებთან ერთად დადგომა არ სურს და ჰგონია, რომ ის, ერთპიროვნული მმართველი, რაღაცას მაინც დათმობს, სულ პატარას, პაწკუას… „უმნიშვნელოს“. „გულუბრყვილოა“ ალასანია… არაფერს დათმობს „ის“ არასოდეს… და „ლოგიკა“ ამაშიცაა… მაგალითად, საარჩევნო გარემო რომ დათმოს, დღის წესრიგში უნდა დადგეს ყველა წინა არჩევნების შედეგი… თუ ოპოზიცია მართალია და რეალურად მართლაც მილიონი მეტი ამომრჩეველია სიებში ვიდრე არის, გამოდის, რომ 2008 წელს ორჯერ და 2010 წელს ხელისუფლებას არჩევნები არ მოუგია… სასამართლო რომ დათმოს, გამოდის, რომ უამრავ ადამიანს, რომელსაც ხელისუფლებამ სიცოცხლე გაუმწარა, ექნება სამართლიანი მოთხოვნა აღდგეს სამართლიანობა… ეს კი, გარდა მორალური მარცხისა, ფინანსური დანახარჯების გაწევასაც ნიშნავს. მედია რომ დათმოს, გამოდის, რომ მისი კრიტიკა შეიძლება… ჟურნალისტიც და ოპონენტი პოლიტიკოსიც უფრო ხშირად დასვამენ არასამისო აქცენტებს… მაგალითად იტყვიან, რომ ნამდვილად არ მუშაობს წეროვანში გახსნილი ქარხანა, რომელსაც საპონი უნდა ეწარმოებინა… ან იტყვიან, რომ არმიაზე წასული 4 მილიარდი ლარიდან 1 მილიარდი დაუსაბუთებელია… ავტომატურად მიადგებიან ადამიანებს (არა მხოლოდ ხელისუფლებიდან), რომლებმაც „მიითვისეს“ ეს თანხა და… იქამდეც შეიძლება მივიდნენ, რატომ წააგეთ ომი ასე სწრაფად 2008 -ში… არ დათმობს, წყალი არ გაუვა, არ დათმოს არც მედიას. „გულუბრყვილო“ ალასანია კოლეგა ოპოზიციონერებზე მართალი მაინცაა – თუ რევოლუციების მოსურნეები ქუჩაში გამოვარდებიან, ნახსენები მედია ისე შეფუთავს, რომ „უცებ“ გამოვა – ყველანი რუსეთის აგენტები ვყოფილვართ… მათ შორის ისინიც, ვისაც რუსეთი მასზე მეტად „ეზარება“. მიუტრიალდება ეს ერთპიროვნული მმართველი დასავლეთს და „დაუსაბუთებს“, რომ პრემიერად სწორედ თავად უნდა მოვიდეს, თორემ მოვა ბუა – ალასანიას, ბურჯანაძის, კიწმარიშვილის თუ სანიკიძის სახით და… და დასავლეთი დაკარგავს პარტნიორს კავკასიაში…“ავჩარკას“ რუსეთის წინააღმდეგ. ამდენად აწყობს ამ ერთპიროვნულს ეს „რევოლუცია“ და მაქსიმალურად ბევრის მონაწილეობა ამ „ჩხუბში“… მათ შორის „რვიანის“ წევრებისაც, რომლებსაც ძვალი რაა, ძვალსაც არ უგდებს იმიტომ, რომ „რვიანის“ ცალკეულ წერებს მოთმინების ფიალა აევსოთ და „გრეჩიხას“ გვერდით დადგნენ… სადაა გამოსავალი? პასუხი ამ კითხვაზე ძალზედ რთულია… რევოლუციური პროცესები რომც დაიწყოს, სავარაუდოდ, წარუმატებლად დასრულდება… არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ერთი, ერთპირუვნულად მმართველი მოიგებს, არამედ იმიტომ, რომ, მეზობელ რუსეთს შეექმნება საკმარისი „საფუძელი“ დაამყაროს წესრიგი მეზობელ სახელმწიფოში, ისე, როგორც ამერიკამ დაამყარა ერაყში თუ დაამყარებს ლიბიაში. რუსეთი ფიგურანტია… მისი ფაქტორის გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება… არ შეიძლება მისი იგნორირება და თვალის დახუჭვა იმაზე, რომ ის აქვეა, მართლა 40 კილომეტრში დედაქალაქიდან. თუმცა, შეგუებაც არ შეიძლება… არ შეიძლება კი არა, წარმოუდგენელია შეგუება იმასთან, რომ ნემსის, ასანთის კოლოფის, 2000 ლარის და სიდედრის კაბის ჯიბიდან სიგარეტის მომპარავს 4-ჯერ მეტი სასჯელი აქვს ვიდრე გირგვლიანის აწ უკვე თავისუფალ მკვლელს… სახელმწიფო ხაზინის ქურდს… მოხუცებისა და შვილებისთვის წამლების წამღლეტს… დიახ – ჩვენ ვამბობთ უარს რევოლუციაზე… და ვამბობთ უარს სამოქალაქო დაპირისპირებაზე… ვამბობთ უარს ყოველგვარი „მაგრამ“-ის გარეშე… … მაგრამ!!! თუ ჩემი შვილის მამა, ანუ მე ვერ მივიღებ თანამონაწილეობას ჩემი შვილის სამშობლოს მშენებლობაში, თუ ისეთივე უჟანგბადობა იქნება, როგორიც ახლაა ყველა სფეროში… თუ… … არა, მე ბაქრაძის მსგავსი კონფორმისტი, ან კეზერაშვილის მსგავსი მომხვეჭელი ვერ გავხდები… ვერც კიწმარიშვილივით… ვერც ალასანიასავით „ვიგულუბრყვილებ“… ამიტომ…. (და აქ წესით უნდა დავწერო გამოსავალი…)… ამიტომ… მე მოვკვდები!!!
  16. ვეფხვი ანუ, დამოუკიდებლობის დედაც? კმაყოფილებასაც გაააჩნია, საბჭოთა კავშირის დროს მოხდა ქართველი კაცის დეგრადირება, პროფანაცია ვაჟკაცობის და პატრიოტიზმის, რეალურად კი, როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, აღმოჩნდა რომ არც მამაკაცური თვისებები არ ჰქონდა შერჩენილი ერს და პატრიოტიზმი ხომ საერთოდ
  17. ვეფხვი და რა საჭიროა ლიდერი, მგონი ხარიზმატულმა ლიდერებმა სიკეთე არ მოგვიტანა, ხარიზმატულ ლიდერს აქვს ძალაუფლებისადმი პათოლოგიური ლტოლვა, ეს კი ძალიან ცუდია მოსახლეობისთვის, საბოლოო ჯამში ასეთი ტიპი ემსახურება არა სახელმწიფო ინტერესებს არამედ საკუთარ ამბიციებს, არც ეხლა ალასანიას ნაირი უხერხემლო მასტი ვარგა
  18. ხალხო, გეიგეთ რააა რომ სრული ბედნიერებისთვის მაყუთი არ კმარა, მაყუთზე უფრო ტკბილი არის განუსაზღვრელი ძალაუფლება, ფული კი ამ ძალაუფლების განხორციელების ერთ-ერთი საშუალებააა, ადამიანს გაააჩნია რა, ზოგი მოტეხავს მაყუთს მოხევს სადმე უცხოეთში (მისთვის უცხოეთში) და გრიალებს ტკბება ფუფუნებით, საკუთარი თავით ნუ განვსაზღვრავთ სხვების მოტივს
  19. სხვა ეროვნების კი არა, 91 წლებში სამეგრელოს დარბევა რომ ხდებოდა კარგად მახსოვს რა ტერმინოლოგიით მოიხსენიებდნენ მხედრიონელები მეგრელებს, სხვათა შორის თბილისელი მეგრელებიც კი ხოლო იქ რას სჩადიოდნენ კითხეთ სამეგრელოს მოსახლეობას, ხოდა ოსებს დავინდობდით რააა, კი, ისიც გასაგებია რომ ქართველები არ ვართ სასტიკი ხალხი მაგრამ ხელმრუდობა, გინება და მამენტ კიდევ უფრო უარესიც მოსული პონტია
  20. babuagiorgi რუსების და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის თუ არა დაფიქსირებული ოსებზე ძალადობის ფაქტები არ ვიცი, მაგრამ პირად საუბარში როგორც ოსებს ასევე კონფლიქტთან შეხებაში მყოფ ქართველებს არაერთხელ უამბნიათ ჩემთვის ამის შEსახებ, გარდა ამისა კონფლიქტის გარეთ მყოფი მიტოვებული ოსური სოფლებიც ამის მაჩვენებელია, ოსები ზვიადის ზრდოს აღმოჩნდნე კანონის გარეთ და გინდა ქონებას წაართმევდი გინდა გაბერტყავდი ამაზე პასუხს არავინ მოგთხოვდა
  21. სოფლებს ხომ ვიღEბდით, ტელევიზორში აჩვენეს ესა ავიღეთ ის ავიღეთო, ვმოქმედებდით ძალისმიერი გზით, რა თქმა უნდა 2008 წლის მიზანი არ ყოფილა ოსების განდევნა სამხრეთ ოსეთიდან, კი ბატონო, ხოლო ოსებმა ლიახვის ხეობიდან განდევნეს ქართველები, ანუ მიაღწიეს თავის მიზანს-სეპარატისტებმა, თუმცა ოსების მასობრივი განდევნა მოხდა მანამდე, ვთქვათ ბაკურიანში და სამხრეთ ოსეთის გარეთ იმ ტერიტორიებზე სადაც ოსები ცხოვრობდნენ
  22. არ უნდა ამას არც ვაივიში და არანაირი უსაშველობა არ გვჭირს, ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და ხალხმა აირჩიოს ის კანდიდატი ვინც მოსწონს, სავარაუდოდ მივიღებთ კოალიციურ მთავრობას, პრობლემა იმაში კი არაა რომ ხალხი არასწორ არჩევანს აკეთებს, არამედ ის რომ არჩევანს არ უტოვებენ და ნუ შეე.. ამ ხალხს, მათზე უკეთესი არავინ არ ვართ
  23. და რამდენი ოსური სოფელი გადაწვეს ქართველებმა?
×
×
  • შექმენი...