სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების მთავარი წყარო უნდა იყოს საშუალო ფენა და არა სახელმწიფო ქონების გასხვისების შედეგად ბიუჯეტში შესული თანხა, პრივატიზაციას მხოლოდ 2 შემთხვევაში დავუჭერდი მხარს 1. თუკი სახელმწიფო ქონება გადადის საქართველოს მოქალაქეების, განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლოების საკუთრებაში 2. უცხოელების ხელში გადადის მხოლოდ ისეთი საწარმოები თუ მიწები რომლებიც წამგებიანი- არარენტაბელურია და ისეთი ოდენობის ინვესტიციას მოითხოვს, რომლის გაღების უნარი მოსახლეობას არა აქვს და დიდის ალბათობით მომავალშიც არ ექნება, პრივატიზაციის შედეგად მოსახლეობას უნდა ეხეირა და არა მხოლოდ ცალკეულ პიროვნებებს და ამ ყბადაღებულ ბიუჯეტს, კაცო, იმის ნაცვლად რომ გლეხს წაართვა სახნავ სათესი, ან საძოვარი, ან ტყე და მისი გაყიდვის შედეგად ბიუჯეტი შეავსო ადექი შე დალოცვილი და გადაეცი საკუთრებაში ქონება საქ. მოქალაქეებს, ადგილობრივ მაცხოვრებლებს, დაე თვითონ მიხედოს თავიანთ მიწაწყალს