verusi მართლმადიდებლები ვთვლით რომ ცოდვის ჩამდენი, პირველ რიგში საკუთარ თავს აზიანებს, ბერძნულად ცოდვა ნიშნავს აცდენას ადამიანი თუკი მრუშობს, იპარავს, კლავს, იტყუება, უფალს გმობს და ას. შ. ის პირველ რიგში აზიანებს საკუთარ სულს, ოღონდ ჩვეულებრივ ადამიანი ამას ვერ გრძნობს თუკი ის ქრისტიანულად არ ცხოვრობს, ხოლო მორწმუნე ადამიანს სულ სხვანაირი განცდა აქვს ცოდვის, მონანიების შედეგად, თუკი ის მართალი მონანიებაა ადამიანი თავისუფლდება ცოდვისგან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მუდმივად, რა თქმა უნდა ადამიანი უნდა ეცადოს მუდმივად განთავისუფლდეს მისგან, ამისკენ უნდა მიისწარფვოდეს, მაგრამ ადამიანის ბუნება იმდენადაა დაზიანებული რომ ამის მიღწევა, ანუ ცოდვებისგან სრულად განთავისუფლება შეუძლებელია, რაღაც მაინც რჩება არასწორი, ცოდვა ისაა რაც არასწორია ადამიანში და დაზიანებული ბუნების შედეგია, ის არაბუნებრივი რამაა