გააჩნია რომელი პოზიციიდან შეხედავ მოწინააღმდეგეს. მტერი შეიძლება იყოს პიროვნება,საზოგადოების ნაწილი ან უმრავლესობა, გადამთიელი და უგუნური მოყვარეც. საქვეყნო პოლიტიკაში კი სხვა ფაქტორებიც მოქმედებს ---ტერიტორიული საზღვარი, პოლიტიკური წყობა, ინტერესთა თანხვედრა, ნეიტრალობა,სამხედრო და ტერიტორიული ამბიციები,მოკავშირეობა,ეკონომიკური ინტერესები და სხვანი. ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც გეგმავს, ანხორციელებს შენი ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიური სუვერენიტეტის,დამოუკიდებლობის,ტერიტორიის მიმართ ღია თუ ფარულ ანექსია-ოკუპაციას ---შეგიძლია განიხილო მტრადაც და მოწინააღმდეგედაც. რუსეთს რაც შეეხება: იგი არის მეზობელი სახელმწიფო და მთელი თავისი ,,სამზარეულოთი" იმპერიალისტურია. დიპლომატია კი არის ურთიერთობის ხელოვნება და სადაც დიპლომატია წყდება ---იწყება ომი. ომმა კი იცის მხოლოდ გამარჯვებული და დამარცხებული. ტერიტორიით და მცირერიცხოვნობით ,,შებორკილი" ქვეყანა კი მხოლოდ აბორიგენი მოსახლეობის ურთიერთ მოყვასური სიყვარულით ერთ მუშტად შეკრული თუ გასწევს ღირსეულ წინააღმდეგობას გამარჯვებით. სხვაა ასეთი სიყვარულით ბრძოლა და სხვაა სიძულვილით ბრძოლა. ერთის უკან მთელი ქვეყანა დგას სიყვარულით დასაცავი. მეორის უკან კი მმართველთა ამბიციები და ხშირად ღალატიც დგას საქვეყნოზე პირადულის სასარგებლოდ. მოკავშირეც ამის მიხედვით გეყოლება....... და მტერიც.