საერთოდ კავკასიური სახლის იდეა, იმ შემთხვევაში თუ საქართველო სხვა არსებული რესპუბლიკების პროტექტორი, ხოლო სახელმწიფოთა შორის წინამძღოლი იქნება, ცუდი ნამდვილად არ არის, თუნდაც ამ ყველაფერმა თანამეგობრობის ფორმა მიიღოს ისეთივე როგორ დსთ-ა, მაგრამ იმ შემთხვევაში რომ ცალკეულ რესპუბლიკებთან და ხალხებთან ერთად ერთობლივი კონფედერაცია შეიქმნება არის სრული აბსურდი, რადგან შინა ომები, დაძაბულობა და ხელიფულებისათვის და ხალხებს შორის პირველობისათვის ბრძოალა შეჭამს ამ ე.წ. "კოალიციას". ასე რომ თანამეგობრობი იდეა მართლაც იდეალურია. სხვა საკითხია ევროპა და ევროპული ლიბერალიზმი. პირადად მე ევროპული ლიბერალიზმი სულაც არ მომწონს, მაგრამ დემოკრატიის ის ფორმები რომელიც ცალკეულ ქვეყნებში, მაგალითად ამერიკაში და სხვაგან, არსებობს ნამდვილად მისაღები და შესაქებია, იმის ფონზეც რომ ასეთი წყობა სწორედ ჩვენი ისტორიული წარსულის უმთავრესი წყობა გახლდათ, ოღონდ, რა თქმა უნდა, პატრიოტული და ეროვნული თვითგამორკვევის იდეებით განმსჭვალული. თანამედროვე დემოკრატიიაში კი ამ ფორმებმა სახე იცვალა და მხოლოდ რამდენიმე ზესახელმწიფოში თუღა შემორჩა. ამას თავისი მიზეზები აქვს. ასე რომ როცა ვსაუბრობთ ასეთ ფართო თემაზე, უნდა ვთქვათ რომ მისი უკიდურესი რადიკალიზაცია და ასე ერთი ხელის მოსმაში გადაჭრა არ შეიძლება.