ეგ მომავლის ხედვა კი არაა, უბრალოდ, თვლი, რომ შენ უკეთ იცი, მე რა დამემართება. აი მომავლის ხედვა რა არის: გეუბნები, რომ დღევანდელ მატჩში მილანის წინააღმდეგ თუ დადებ, წააგებ. ხოდა, რას გამოვა ეხლა? თუ არ დადებ, და მილანი წააგებს, გეტყვი, რომ იმიტომ წააგო მილანმა, შენ რომ არ დადე. თუ არ დადებ, და მილანი მოიგებს, გეტყვი რომ აი, ხომ გეუბნებოდი. თუ დადებ, და წააგებს მილანი, გეტყვი, რომ რადგან მაინც დადე, ღმერთმა შეგიცოდა და არ წაგაგებინა. თუ დადებ, და მოიგებს მილანი, გეტყვი, რომ აი რომ არ დამიჯერე, ხომ ხედავ, სწორი ვიყავი. ყველა შემთხვევაში გამოდის, რომ მე "მომავალი" დავინახე. ელემენტარნო ვატსონ აი, როდესაც გეტყვი, რომ "დადე მილანზე, და მოიგებ", აი ეგაა მომავლის განჭვრეტვა, და არა ის, რომ "არ დადო მილანზე, თორემ წააგებ"