ყველაფერი ლოგიკურია. 26 მაისის ამბების მერე, როდესაც 2 თუ 3 დღის მერე, საპროტესტო აქცია რომ მოაწყვეს, და ვამბობდი, რომ ეგ აქცია ისევ ნაციონალების სასიკეთოდ კეთდება-მეთქი, არ ჯეროდათ აქციაზე მყოფებს. აგერ ბოკერიას ინტერვიუს ფრაგმენტი კომერსანტთან: "უნდა აღვნიშნო, რომ ორი დღის შემდეგ თბილისში ახალი დემონსტრაცია გვქონდა, იმაზე გრანდიოზული, ვიდრე 26 მაისს იყო, ეს ადამიანები აპროტესტებდნენ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას. მაგრამ იქ არაფერი მოხდა, რადგან დემონსტრაცია მშვიდობიანი იყო. მე ამ დემონსტრაციის ლოზუნგებს არ ვეთანხმები, მაგრამ ისინი რუსთაველის გამზირზე მოძრაობდნენ, მათთვის გზებიც კი გადაკეტეს, – მსგავსი ფაქტები საქართველოში ძალიან ხშირად ხდება. ჩვენთან დემონსტრაციას ნების დართვა არ სჭირდება – დაუწყებაც საკმარისია." ყველა უაზრო, შეუიარაღებელი მიტინგი, ქაღალდებისა და დროშების ფრიალი, "კონსტიტუციურ ჩარჩოებში", "მშვიდობიანი", არის და იქნება ნაციონალების სასარგებლოდ. ან დაარბევენ და თანაც დაიჭერენ, ან ასეთ ინტერვიუებს მიცემენ. როდის უნდა შეიგნოს ეს ამ ხალხმა, ვეღარ გავიგე რა