რუსების მიერ ოკუპირებულ საჩხერის რაიონის ტერიტორიაზე რუსული პასპორტების გაცემა სექტემბრიდან დაიწყება რუსების მიერ ოკუპირებულ საჩხერის რაიონის ტერიტორიაზე რუსული პასპორტების გაცემა სექტემბრიდან დაიწყება. ამის შესახებ `ინტერპრესნიუსს~ პერევის მოსახლეობამ განუცხადა. როგორც პერევში მცხოვრებლები ამბობენ, მოსახლეობას შესაბამისი ანკეტები უკვე შეავსებინეს. მოსახლეობა აცხადებს, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს, რადგან ამან შეიძლება მათი ყოფა ოკუპირებულ ტერიტორიაზე უფრო დაამძიმოს. საჩხერის მუნიციპალიტეტის ჭალის თემის გამგებლის დიანა ბერიძის თქმით, რუსული პასპორტებით უკვე სარგებლობს სინაგურის, თედელეთის, ჯალაბეთისა და ქარძმანის ნაწილი, სადაც მთლიანად ქართული მოსახლეობა ცხოვრობს. ბერიძის თქმით, შესაბამისად ამ სოფლების მოსახლეობა ქართულ პასპორტებსაც ატარებენ და სარგებლობენ, როგორც ქართული ადმინისტრაციის მომსახურებით, ასევე ოსური. მისივე განცხადებით, ამ სოფლების მცხოვრებლები ყოველგვარი საყოფაცხოვრებო მომსახურებით საჩხერის რაიონში არიან ინტეგრირებული და რუსული ბლოკსაგუშაგოების არსებობის მიუხედავად, მათი გადაადგილება არ იზღუდება. 1991 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ყველა ეს სოფელი საჩხერის რაიონის დაქვემდებარებაში გადავიდა. პერევის მოსახლეობა, დიანა ბერიძის განცხადებით, 265 ოჯახს შეადგენს. რუსების მიერ კონტროლირებად ქართულ სოფელ ქარძმანში მოსახლეობა განახევრებულია უსების მიერ კონტროლირებად ქართულ სოფელ ქარძმანში, მოსახლეობა განახევრებულია, 60 პროცენტამდე შემცირდა ადგილობრივთა რაოდენობა პერევში. ამის შესახებ `ინტერპრესნიუსს~ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ ცერცვაძემ განუცხადა. ცერცვაძის თქმით, ისინი ინფორმაციას არ ფლობენ სინაგურიდან. როგორც გამგებელი აცხადებს, ამის გამომწვევი მიზეზი ის ფსიქოლოგიური ტერორია, რომელსაც რუსები და ოსები ამ ტერიტორიაზე ეწევიან. `ძირითადად სოფლებს ახალგაზრდები ტოვებენ, რადგან ხშირია შეურაცხყოფის ფაქტები. პერევიდან საჩხერეში გადმოვიყვანეთ ორი ოჯახი, რომლებსაც იმის გამო, რომ ამ ოჯახიდან ახალგაზრდები ქართულ ჯარში მსახურობენ, რუსები და ოსები მოსვენებას არ აძლევდნენ. ორივე ოჯახს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უფინანსებს საჩხერეში ცხოვრების ქირის ფულს~, - განაცხადა ცერცვაძემ. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, `ხშირად ისე ხდება, რომ რუსი ჯარისკაცები მდინარეში აბსოლუტურად შიშვლები ბანაობენ, არაფრის მორიდება არ აქვთ, მოსახლეობას აცხობინებენ პურს, დაუკითხავად კლავენ საქონელს, რაც მოსახლეობას სოფლის დატოვებას აიძულებს. საჩხერის გამგებელი პერევში მოსახლეობის შევიწროებაზე საუბრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ცერცვაძე, რუსებისა და ოსების მხრიდან, ოკუპირებული პერევის ტერიტორიაზე მოსახლეობის შევიწროების ფაქტებზე საუბრობს. როგორც ცერცვაძემ `ინტერპრესნიუსთან~ საუბარში განაცხადა, ხშირია შემთხვევები, როცა მთვრალი ბოევიკები ქართულ სოფელში ოსების მიერ კონტროლირებადი, სოფელ სინაგურიდან გადმოდიან და ქართულ მოსახლეობას აწიოკებენ. `აგრესია ოსების მხრიდან მოდის, მაგრამ რუსები ამას ხელს უწყობენ. იყო შემთხვევა, როცა მთელი ღამე სროლა იყო, გამოიყვანეს მოსახლეობა, ქალებს შეურაცხყოფა მიაყენეს და საქონელი გაიტაცეს. დღემდე, პერევისა და ქარძმანის მოსახლეობიდან ათეულობით სული საქონელია დაკარგული~, - აცხადებს ცერცვაძე. თავად პერევის მოსახლეობა საქართველოს ხელისუფლებისგან მეტ ყურადღებას ითხოვს და ამბობენ, რომ მსხვილფეხა საქონლის მასიური ქურდობებისა და საძოვრების ოსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქცევის გამო, ულუკმაპუროდ დარჩენა ემუქრებათ, ისინი დასაქმების პრობლემის გადაწყვეტასაც ითხოვენ. `ჩვენი შემოსავალი ძირითადად მესაქონლეობა და მეფუტკრეობა იყო, გასული წლის ომის შემდეგ საძოვრებს ოსები აკონტროლებენ, რის გამოც იძულებული გავხდით, რაც ქურდობას გადაურჩა ის საქონელი გაგვეყიდა. დავკარგეთ სახნავ-სათესი ნაკვეთებიც. თუ ხელისუფლება არ დაგვეხმარება და დასაქმების პრობლემა არ გადაწყდება, რაიმე ფორმით, სოფელი თავისთავად დაიცლება~,-განაცხადეს `ინტერპრესნიუსთან საუბარში პერეველებმა. საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელის ბესიკ კაპანაძის თქმით, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორში ნებისმიერი ახალი ვაკანსია სწორედ პერეველებით შეივსება. `ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ მონაცემთა ბაზა, სადაც აღრიცხულია ყველა ადამიანი ოკუპირებული სოფლიდან, ვისაც პროფესია გააჩნია და რაიმე ვაკანსიის დაკავება შეუძლია~,-განაცხადა კაპანაძემ. მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში ამ სოფლიდან 4 ადამიანი მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლში დასაქმდება. http://www.interpressnews.ge/ge/ პერევი რატომ დაივწყეს რაღაც აღრავინ ახსენებს .. არადა გაყვანილი ჯარი შარშან უკან შემობრუნდა თუ შემოაბრუნეს.. ესეიგი შესაძლებელია მაგ სოფლების დეოკუპაცია მარა... :vik: როგორც ვატყობ მაგარი კიდიათ ამათ მთავარია არ ჩამოიშალოს მიშა... :help: