ძუკუ სხვათაშორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა აშშ-ს სპეცსამსახურები შვედეთის პროკურატურას სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ იყენებს. მაგ. 90-იანებში ბორან 'ესტონიას' ჩაძირვის მერე, სადაც, ერთ-ერთი ვერსიით, რუსული და აშშ-ს სპეცსამსახურები იყვნენ გარეულნი, სტოკჰოლმმა გამოსცა ორდერი იმ ჟურნალისტის დაკავებაზე, ვინც ეს ვერსია შეიმუშავა თავის ჟურნალისტურ გამოძიებაში. შვედებმა ჟურნალისტის დაკავება ნეიტრალურ წ####ბში სცადეს, სადაც მისი ჯგუფი ცდილობდა ჩაძირულ ბორანზე მტკიცებულებები შეეგროვებინა და მხოლოდ მაშინ თქვეს უარი იდეაზე, რაც იოშკა ფიშერი, საგამოძიებო ჯგუფის დასაცავად, გერმანული სპეცნაზის გაგზავნით დაემუქრა. ამ გამოძიებაზეა გადაღებული ამერიკული ფილმი 'ბალტიური შტორმი' (თუმცა შვედეთთან ინციდენტი ამ ფილმის გადაღების მერე მოხდა, როცა ჟურნალისტი გამოძიებას აგრძელებდა). ჟურნალისტის სახელია იუტა რაბე. წყარო - თავად ეს ჟურნალისტი.