მე კიდევ ერთი ანეგდოტი გამახსენდა: კახელმა შვილი გაუშვა ქალაქში სასწავლებლად, დაბრუნდა შვილი და ეკითხება მამა: -რა შეისწავლე შვილო ქალაქში? -რა და , სოფიზმი -ეგ რასა ნიშნავს? -აი,როგორ გითხრა... აეს მოხარშული დედალი შენ ხომ ერთი გგონია,მე დაგიმტკიცებ, რომ ორია -როგორა კაცო, ერთია -არა,ორია და მე შემიძლია ამის დამტკიცება უყურა, უყურა კახელმა შვილს ,ბოლოს აიღო დედალი, დაიდო მთლიანად თეფშზედა უთხრა: -აი, ეხლა მე შევჭამ ამ ერთ დედალსა და შენ რომ დაამტკიცებ, ის მეორე შენა სჭამე-ო