გია ჭანტურიაც კაი გარეკილი იყო. ეგ რომ მოსულიყო ხელისუფლებაში, გგონიათ, ზვიადიზე უკეთესი იქნებოდა? მაშინდელ ეროვნულ მოძრაობაზე გაცილებით ნორმალური და დაბალანსებულები მაშინდელი კომუნისტები იყვნენ. მათ აღარაფერი ჰქონდათ საერთო ძველ ბოლშევიკებთან , ძერჟინსკებთან, სტალინთან და ა.შ. ამიტომ, სსრკ-ს დაშლის შემდეგ , სანამ ახალი ნორმალური ძალა მოვიდოდა, სჯობდა მართლა ეგ ხალხი დარჩენილიყო ხელისუფლებაში, მით უმეტეს , სკამებს არ ებღაუჭებოდნენ . და ყველაფერი უმტკივნეულოდ შეიცვლებოდა. გამსახურდიას ძალიან უყვარდა საქართველო თავიდან , მაგრამ სკამის გემო გაიგო თუ არა, სკამი უფრო მეტად შეუყვარდა სამწუხაროდ.