-
პოსტები
1.667 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ვეფხვი
-
Saturn საბჭოთა კავშირის დანგრევამ რაც გამოიწვია საქართველოში და მერე რაც დარჩა საქართველოში ეს ორმაგი ყაყაა... ეს არის საწყენი!!! ერთი-ორი კომუნისტების დროინდელი მარგინალი (ვერც კომუნისტებს რომ ვერ შეეწყვნენ და ვერც ეროვნულ მოძრაობაში რომ ვერ მოიდგეს ფეხი) რას დაწერს აქ მაგი დიდად ვერ შეცლის საერთო ისტორიულ სურათს!
-
უცხო_პლანეტელი შენ ქართველი ხარ??? ქართველი ხალხი როგორც ხალხი ბრძენია მაგრამ თავისი პოტენციალის გამოვლენაში გეოპოლიტიკური მდებარეობა არ უწყობს ხელს ამ ეტაპზე სამწუხაროდ... დავით აღმაშენებლისა და თამარის დროსაც ,,განავლით სავსე'' ვიყავით??? მაშინ რაღაც სხვა შედეგები გვქონდა ასე მახსოვს მე ისტორიიდან...
-
prologic გაიხსენე 26 მაისი და ერთი სტადიონი ხალხი ანუ 70 000 კაცი ... და თვითეულის უკან მდგარი კიდევ მინიმუმ 4 კაცი... ანუ 70 000 გამრავლებული 4-ზე... ყველანი მაგენი 20 ლარით მოსყიდულები იყვნენ თუ იმიტომ მოვიდნენ იქ რომ მართლა ჰქონდათ ამ მთავრობის შეცვლის იმედი და სურვილი?
-
Nukriko და რაც რუსეთში ხდება და პუტინი რომ არის პრემიერად და მედვედევი პრეზიდენტად ეგ მთვარეზეა დაგეგმილი? ... თუ რომელი უცხოეთი უგეგმავს მაგას რუსეთს???
-
ვახ თქვენ გენაცვალეთ... ნაცები და ალიანსისტები გამოიძახეთ ფორუმზე სასწრაფოდ ხმის მისაცემად??? ეხლა მაინც ვერ ხედავთ რომ ალასანია იგივე სააკაშვილია მხოლოდ კნინობით ფორმაში???
-
ხომ გაგიგია ცხვარი ცხვარიაო და თუ გაცხარდა ... მერე ყველაფერზეც წამსვლელია... ცხოვრებას სწავლობს ხალხი და განსაკუთრებით სოროსის ,,დარმავოი'' ფულებზე ცხოვრებას... საქმეში მყავს მაგ კაცი ნანახი და ვიცი რასაც ვწერ!!! წყალწაღებული და ხელაღებული სოროსისტია მაგი და ,,თავისუფლების ინსტიტუტელი'' ... მაგენი არიან საქართველოს პირველი მტრები!!! ქართველი კაცი რომ იტყვის: ,,ჩემი შვილი რომ დაიბადება არ უნდა მოვნათლოო... დაე რომ გაიზრდება თვითონ აირჩიოს სარწმუნოებაო...'' ჩემი ყურით მაქვს ეს მოსმენილი!!! ასეთი კაცი საერთოდ მისაშვებია ქართულ პოლიტიკაში??? საერთოდ შეიძლება კი მასთან და მის შვილებთან ქართველობაზე და ქართულ კულტურა-ტრადიციებზე საუბარი? უსუფაშვილი სოროსისტია, ხიდაშელი კიდევ ავანტურისტი და შესანიშნავი ტანდემიც შექმნეს... არადა როგორც ვიცი ხიდაშელის წინაპრები ხვთისმსახურები იყვნენ...
-
35 ... მახსოვრობა ჯერ კიდევ შემრჩენია და სკლეროზსა და ამნეზიას არ ვუჩივი... და თანაც საბჭოთა კავშირი მარტო გორბაჩოვის 5 წლიანი პერიოდი არ იყო...
-
irene პოლიტიკურად იმ მხრივ რომ ჩვენ კი არ გვდღნავდა ვინმე არამედ ჩვენ ვდღნავდით იქით ყველას, ნუ რა თქმა უნდა სსრკ-ს ძალით... ნუ ეს რა თქმა უნდა მოკლე ნათქვამია... გრძლად ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს... ეკონომიკურად ის რომ ქარხნები მაქსიმალურად მუშაობდა, სამუშაო იყო, დაჟე მილიცია დაგსდევდა იმისათვის რომ არ მუშაობდი, სამუშაო საათებში რომ ვინმე რესტორანში დაეჭირათ მისი საქმე წასული იყო... სამყოფი ხელფასები იყო, სამყოფი პენსიები იყო, არავის არ შიოდა და ჩაუცმელი არავინ დადიოდა ლოთების და ბრადიაგების გარდა, სამედიცინო დახმარებაც და წამლებიც ფინანსურად მისაწვდომი და სათანადო დონეზე იყო ... ქართული კინო, თეატრი და ზოგადად ხელოვნება ჰყვაოდა... და კიდევ ბევრი სხვა რამ რისი ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანდა... ქართველების ცხოვრების დონე გაცილებით მაღალ დონეზე იყო ვიდრე ეხლა გვაქვს!!!
-
irene ეგ ერთი და იგივეა ოღონდ სხვადასხვა სიტყვებით ნათქვამი... კავშირი არსებობდა!!! აუცილებელი, იძულებითი თუ ნებაყოფლობითი ეს სხვა საქმეა!!!... და ეს კავშირი ეფექტურად და შედეგიანად მუშაობდა რასაც ვერ ვიტყვი დღევანდელ სიტუაციასთან შედარებით!!! შენ მართალი ხარ... არც მე არ მეგონა რომ ოდესმე საქართველოს შედარება მომიწევდა იმასთან რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდი... სამწუხაროდ მასეთი დღეც დაგვდგა!!!
-
იგივეს ვიტყოდი მე თუ როგორ ,,одурачил'' მაშინდელმა რეიგანმა და მერე ბუშმა გორბაჩოვი და როგორ დააშლევინა სსრკ... რითაც მხოლოდ ნატოს ალიანსმა მოიგო!!! ეხლა ელცინი აბაროტს უღებს დასავლეთის ალიანსს...
-
ნაცების არა... სოროსის, ,,თავისუფლების ინსტიტუტის'' და ზოგადად იმპერიალისტური ამერიკის საქმეს აკეთებს თანაც რაც შეიძლება გულუბრყვილო და მიამიტი სახით... :018: პირადად კარგად ვიცნობ ამ კაცს და მის ცოლს ჯერ კიდევ 1995 წლიდან... კარგად ვიცი ვინ რა ავანტიურისტიც არის და ვინ რაზე წამსვლელიც არის...
-
newstudio ეგ მხოლოდ ალიანსის მხარდამჭერების პოზიციაა საქართველოში... ანუ ისევ დასავლეთის მიერ დადგენილი წესებით ცეკვას ვაპირებთ??? როდის უნდა გადაწყვიტოს ხალხმა თავისი გადასაწყვეტი დამოუკიდებლად? ჩვენ ხომ დამოუკიდებლობისათვის ვიბრძვით!!! შენ ისე ამბობ თითქოს 30 მაისს ტარდებოდეს პირველად არჩევნები საქართველოს ისტორიაში... ჭკუის სასწავლებლად წარსული წლები არ გეყო? რამდენჯერ უნდა სცადო??? გიორგი68 ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ სრული ბოიკოტია და ამომრჩევლების მასიურად ქუჩებში გამოსვლა!!!
-
ეგრეა და... :018:
-
irene არა... მაშინ იმ დროის შესაბამისად სწორად მოვიქეცით მაგრამ სამწუხაროდ დრევანდელი გადასახედიდან ჯობდა რომ ვინც წასასვლელი იყო ის წასულიყო და ვინც დარჩებოდა შემადგენლობაში მათ შორის არ გაწყვეტილიყო ის ეკონომიკურ-პოლიტიკური ურთიერთობები და კავშირი რაც სსრკ-ს დროს არსებობდა... რა თქმა უნდა კომუნისტური იდეოლოგია და პარტია ძველი სახით ვეღარ იარსებებდა მაგრამ თვითონ გეოგრაფიულ-პოლიტიკური კავშირი დარჩებოდა... სსრკ უბრალოდ სტიქიურად დავანგრიეთ, ეს არის სამწუხარო!
-
irene მე არ ვამბობ რომ მარტო ქართველებმა დაშალეს მეთქი... მაგრამ 15 რესპუბლიკიდან რატომღაც მარტო ბალტიისპირეთის ქვეყნები აღმოჩნდნენ პრივილეგირებულ სიტუაციაში... რატომ? იმიტომ რომ ევროპასთან ახლოს იყვნენ და და თანაც ევროპას უსიშროების საზღვრების იქით გადაწევისათვის სჭირდებოდა ეგ ბალტიისპირეთი!!! დემოკრატიის განვოთარება და ზოგადად მარტო ბალტიისპირეთში სჭირდებოდათ...
-
არ ვიცი შენ რამდენი წლის ხარ მაგრამ მე პირადად შევესწარი მაგ სსრკ-ს დაშლის მომენტს... მაშინ 1991 წლის 20 აგვისტოში ხალხი რომ არ გამოსულიყო და გორბაჩოვს, ელცინსა და შევარდნაძეს გვერდში არ დადგომოდნენ ნახავდი გე-კა-ჩე-პე რასაც იზავდა და როგორ დაიშლებოდა სსრკ... კი იქნებოდი ეხლაც მოდერნიზებულ ტოტალური იმპერიის შემადგენლობაში... აქ ლაპარაკია ხალხის როლზე მიმდინარე პროცესებსა და ისტორიაში...
-
აგვისტოს ომის ფაქტი ის არის რომ სააკაშვილმა თავი დავით აღმაშენებლად წარმოიდგინა, მიზეზი (ვითომდა იმათი ტერიტორიებიდან ჩვენი ტერიტორიები იბომბებოდა) გამოიყენა, ცხინვალში ჯარები შეიყვანა და უნდოდა როკის გვირაბამდე გასვლა... კი მაგრამ, ხომ იცოდა რომ ამით რუსეთს გააქტიურებდა და შედეგად მივიღებდით ომს რუსეთთან (რასაც ნამდვილად ვერ მოვუგებდით) და უფრო უარესს დაძაბულ სიტუაციას რეგიონებში? კი მაგრამ მტრის ტერიტორიაზე საცეცხლე წერტილების ჩაქრობას რად უნდოდა გამყოფი სადემარკაციო ხაზს იქეთ გადასვლა და ცხინვალში შესვლა? ხომ შეიძლებოდა რომ მტრის საცეცხლე წერტილები აქედან არტილერიით და სხვა საშუალებებით გაენადგურებინათ? რუსები და სეპარატისტები შორიდან, თავისი ტერიტორიებიდან გვესროდნენ, ხაზს აქეთ არ გადმოსულან და ასე ვთქვათ ,,შეთანხმება'' არ დაურღვევიათ... ხოლო სააკაშვილმა (ალბათ მაშინ მაკკეინის მხარდაჭერით) ადგა და პირდაპირ ცხინვალს მიაჭრა... მოკლედ მაგრად არადიპლომატიურად და უტვინოდ მოიქცა... თუ იგივენაირად უტვინოდ მოიქცევა ეს მთავრობა რა თქმა უნდა რომ არავინ არ აპირებს ამისთვის ბრძოლას და სისხლი დაღვაროს!
-
Saturn და შენ რა იცი თურქების და გერმანელების მენტალიტეტის ამბავი??? ერთს იცნობ ახლოდა თუ მეორეს??? ... თუ რუსეთავი 2 როგორც გადმოსცემს ისეთი წარმოდგენა გექმნება ამ ხალხზე??? :018: ეკაიფე მიშას ნავახშმევს... :eshmak: ... და თუ არ კაიფობ გინდა თქვა რომ ის ხალხი, 9 აპრილის ღამეს თავის ჯიბისთვის იდგა იქ??? სინდისიც კაი ძროხააო ხომ გაგიგია... ხოდა სინდისი მიშას დაუტოვე კაბინეტში??? :ravic: irene რატომ... ამის აქ ეხლა ჩამოთვლა მეზარება... დიდ დროს წაიღებს.. ყოველ შემთხვევაში არა იმიტომ რომ თურმე ხალხი თავის ჯიბისთვის იბრძოდა... ყოველ შემთხვევაში არა იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დაშლას ვებრძოდით და თავისუფლებისათვის ვიბრძოდით... თუმცა შემდგომში, კონკრეტულად საქართველოსთვის საბჭოთა კავშირის დაშლა წამგებიანი აღმოჩნდა... არ ქონია თურმე საქართველოს დამოუკიდებლად ცხოვრების თავი და საშუალება... ძირითადად თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო!!! სამწუხაროდ აღმოჩნდა რომ საბჭოთა კავშირს მადლობა უნდა ვუთხრათ რომ 70 წელი მაინც შეგვინახეს და უფრო უარესს მდგომარეობაში არ ავღმოვჩნდით... თორემ საქართველოს დამოუკიდებლობის მერე 91 წელში და გინდაც 21 წელში ხომ სულ ბრძოლებსა და ეკონომიკურ გაჭირვებაში ვიყავით? ისენი რომ არა დღეს საქართველოში თურქები იჯდებოდნენ, იმიტომ რომ მუდმივი ომები და შიდა განხეთქილებები დაასუსტებდა საქართველოს და ბოლოს გაანადგურებდა...
-
Achiko1972 დამპალი არ ვიცი მაგრამ ახალი მერსედესებით რომ მართლა მხოლოდ გერმანელების შეძლებული ფენა დასრიალებს ამას მე აქ პირადად ვხედავ... საშუალო ფენა მაგის უფლებას თავის თავს ვერ აძლევს და მხოლოდ ნახმარი, ამ კაპიტალისტების მიერ გამონაცვალი ,,მერსედესებით'' დაფახფახებს... გერმანიაში ვისაც ახალი მერსედესი გამოჰყავს უმრავლესობა მხოლოდ პოსლეზე, კრედიტების ხარჯზე რომელსაც ან გადაიხდის და ან ვერა... არ არის ყველაფერი ისე როგორც რუსთავი 2 აჩვენებს... ზანგებს რაც შეეხებათ კიდევ მართლა ეგეთ დაჩაგრულ მდგომარეობასი არიან მაგრამ მხოლოდ არაოფიციალურად, რადგან მაგას ოფიციალურად არც არავინ არ იტყვის... ეხლა გერმანიაში საშუალო ხელფასი 1200 ევროა... თუმცა იმ 120 მანეთს სსრკ-ში უფრო მაღალი მყიდველუნარიანობა ჰქონდა ვიდრე ამ 1200 ევროს ეხლა გერმანიაში!!! 1800-2000 ევრო მაღალ ხელფასად ითვლება რაც ძალიან იშვიათობაა... ზუსტად ეგ 1200 ევროიანი საშუალო ფენა ვერ აძლევს თავის თავს ახალი მერსედესის ყიდვის უფლებას... პირადად ახლოს ვიცნობ მაგ სიტუაციას... მაშინ ვინც მუშაობდა ყველას შეეძლო ახალი მანქანის ყიდვა რასაც ვერ ვიტყვი გერმანიის საშუალო მოსახლეობაზე!!!
-
Saturn ვახ შენ გენაცვალე... კალენდრის ცნობაც გცოდნია... ისე კი პრინციპებია აქ მთავარი და არა კალენდარი... :eshmak:
-
გაჩეჩილაძე თბილისის მერობისთვის არ იბრძოლებს 17.04.10 11:38 ლევან გაჩეჩილაძე თბილისის მერობისთვის არ იბრძოლებს. `დაიცავი საქართველოს` ლიდერმა განცხადბეა რადიო `უცნობში` გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. იგი მერის არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს და ეს მისი `საბოლოო გადაწყვეტილებაა`. მისივე განმარტებით, რადგან ერთიანი კანდიდატი არ არსებობს, ასეთ შემთხვევაში ბრძოლას აზრი არ აქვს. რაც შეეხება კითხვას, თუ რომელ ოპოზიციონერ კანდიდატს დაუჭერს იგი მხარს, გაჩეჩილაზე აცხადებს, რომ მას გადაწყვეტილება მიღებული არა აქვს. `მე მთელი ჩემი ენერგია ჩავდე გაერთიანებისა და ერთობის საქმეში, მაგრამ არ გამოვიდა. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ დავაყენო კანდიდატურა თბილისის მერის არჩევნებზე,` - განაცხადა გაჩეჩილაძემ. Lo Janko უბედურებაც მაგაშია რომ ერთი ჭკუისანი არიან... ალასანია არის სააკაშვილი-2... ალასანია საკმაოდ უსუსური პოლიტიკოსია... თანაც საკმაოდ პრესტიჟშელახული ალიანსი აქვს შექმნილი... კაცი რომ რესპებთან და ახლებთან ალიანსს შექმნი ნამდვილად არ იმსახურებ ხალხის მხარდაჭერას!!!
-
newstudio უბედურებაც მაგაშია რომ ბევრი მიშისტი მზადაა მაგას ხმა მისცეს... ნაგავი ერთი ნაგვის ყუთიდან მეორე ნაგვის ყუთში გადაინაცვლებს...
-
ნორჩი მიშისტის შეგონებებიდან... ... 20. ოპოზიცია ქვეყნის მტერია. 21. არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო, ის უნდა გაეყალბებინათ (აბა მტრებს ხომ არ შევუშვებდით პარლამენტში?) ანუ ის რისი გაკეთებასაც ეხლა უკრაინაში აპირებდნენ!!! 22. ვინც არ გეთანხმება და ბედავს ხელისუფლების კრიტიკას, რუსეთის აგენტი ან სულ მცირე რუსეთუმეა. 23. ბატონი პრეზიდენტის მიერ მოწყობილი გადატრიალება - ,,ვარდების რევოლუცია'' სახალხო აჯანყებად ითვლება, ხოლო მართლა სახალხო უკმაყოფილება და სახალხო აჯანყება რუსეთის მიერ მოწყობილ სამხედრო-კრიმინალურ გადატრიალებად! ხალხმა თუ უკმაყოფილება გამოთქვა და ქუჩებში გამოვიდა მას აუცილებლად რუსეთი მართავს! ...
-
Saturn პლაგიატს კი არ ვეწევი შრომა-გასწორებით პრევენციას ვეწევი ძნელად აღსაზრდელებისათვის!!! :mad: ხოდა ის აგვისტოს ომიც ,,იმ ეპოქაში'' იყო ანუ გუშინ, წარსულში იყო და დავივიწყოთ ეხლა ეგ წყენა და გავაგრძელოთ ცხოვრება... რა პრობლემაა??? :mad: თურქეთს არ უღიარებია ჩვენი ოკუპაცია და რჩება ჩვენს ტერიტორიებზე მაგრამ რატომღაც ჩვენ პარტნიორებს ვეძახით... რა მერე??? დავუძახოთ ეხლა რუსებსაც პარტნიორები... :lol: გერმანელების Edelweiß-ი კი კარგად დაცუხცუხებდა კავკასიის ქართულ ტერიტორიაზე და კი ხოცავდა ქართველებს... უშუალოდ ქართულმა სამთო ბატალიონმა კი გაანადგურა ეგ ნაწილი და სხვა რა გითხრა ეხლა??? ისე კი გერმანელი გერმანელია და თურქი თურქია გინდა ფაშისტი ყოფილა და გინდა ოსმალო... პირადი გამოცდილებით გეუბნები ამას მე... და შენ რა იცი ვინ რისი გულისთვის იბრძოდა??? იქ იყავი მაგ დროს??? თუ მიშამ დაგავალა ეგრე თქვიო??? შენ ეხლა თუ ხვდები რომ შენ მაგით შეურაწყოფას აყენებ მაშინდელ ეროვნულ მოძრაობას??? :uh: ... და დღეს მიშას მთავრობაშიც ეგრე არ ხდება? მთელი მთავრობა და ხელისუფლება ყველა თავის ჯიბისთვის არ იბრძვის??? ნორჩი მიშისტის შეგონებანი... ... 17. საქართველოს ისტორია 2003 წლიდან იწყება! (მანამდე ყველაფი იყო ფარსი და საეჭვო) ... და ეხლა არ დამაგინებინო რომ ,,უმრავლესობა'' თურმე თავის ჯიბისთვის იბრძოდა!!! ისე რამდენი წლის ხარ ჩემო კარგო??? გინდა მსოფლიოს ენა იყოს და გინდაც ტრანსგალაქტიკური სივრცის ენა... რა მერე ქართველებს??? და თანაც ეს ეხლა არის მთელი მსოფლიოს სალაპარაკო ენა თორემ იყო დრო როცა მხოლოდ ნახევარი მსოფლიო ლაპარაკობდა ინგლისურად, მეორე ნახევრისთვის კი რუსული იყო სავალდებულო ენა... უფრო ადრე კი გერმანული იყო სავალდებულო სასწავლებელი... მეფის რუსეტის დროს კი ფრანგული ენა იყო პრესტიჟული... ანუ დრონი მეფობენო და არა მეფენო ხომ გაგიგია... მასე მოუწევს ინგლისურსაც!!! irene ვიბრძოდით იმ საშუალებებით რა საშუალებებიც მაშინ ქართველ ერს გააჩნდა და ვებრძოდით საბჭოთა კავსირის იმპერიულ მანქანას... ახალი ამბავია ეს შენთვის??? თუ აქამდე გეგონა მაშინ ეროვნული მოძრაობა უცხოპლანეტელებს ებრძოდა მშვილდისრებითა და ჯაყვა დანებით???
-
saturn ეხლა ცოტა რამ ჩემს შესახებ როგორც ერთი უბრალო მოქალაქის ამბავი... სკოლა იმ წელს (მაშინ 16 წლის ვიყავი) დავამთავრე როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა, თუმცა ეროვნული მოძრაობა უკვე კარგა ხნის დაწყებული იყო, 9 აპრილი უკვე მომხდარი იყო (წესით იმ ღამეს მეც იქ უნდა ვყოფილიყავი მაგრამ...) და მეც როგორც ერთი ეროვნულად განწყობილი ქართველი თვალდახუჭული აქტიურად ვუჭერდი მხარს საბჭოთა კავშირის დანგრევას და მჯეროდა რომ ამით საქართველოსთვის დაიწყებოდა აყვავების ხანა და იმაზე უკეთესად ვიცხოვრებდით ვიდრე სსრკ-ს პერიოდში ვიყავით... დაუღალავად ვიბრძოდით, მთელი საქართველო იბრძოდა ნათელი მომავლისთვის მაგრამ რა შეგვრჩა ხელში??? ჩვენ არ გვიბრძოლია იმისთვის რომ ინგლისურ ენას ჩაენაცვლებინა რუსუსლი ენა... ჩვენ არ გვიბრძოლია იმისათვის რომ ლათინურ შრიფტს ცაენაცვლებინა ქართული შრიფტი... ჩვენ არ გვიბრძოლია იმისათვის რომ ამერიკის ჯარს ჩაენაცვლებინა რუსეთის ჯარი... ჩვენ არ გვიბრძოლია იმისათვის რომ რამიშვილებს, თუთბერიძეებს და მისთანებს მისცემოდათ საშუალება რომ ქართული ეკლესია ეგინებინათ... ჩვენ არ გვიბრძოლია იმისათვის რომ საქართველო ამერიკისა და რუსეთის საჯიჯგნ პოლიგონად გამხდარიყო... ჩვენ არ გვიბრძოლია იმისათვის რომ ვინმესთან (ამერიკასთან) მეგობრობის გამო კიდევ უფრო დაგვეკარგა მიწები და ტერიტორიები... (სააკაშვილმა ამერიკასთან ვითომდა მეგობრობის გამო რუსეთთან რადიკალურად გააფუჭა ურთიერთობა... რა მივიღეთ შედეგად?) ჩვენ არ გვიბრძოლია იმისათვის რომ ამერიკისა და ნატოს კრედიტებით მთავრობები გამდიდრებულიყვნენ და მოსახლეობა კიდევ სირზე დარჩენილიყო... და კიდევ ბევრი ასეთი სიმახინჯეები... ... და მოდით ამ ყველაფერ სიმახინჯეებს ნუ ვაბრალით მარტო რუსეთს და მის პოლიტიკას...