Jump to content
Planeta.Ge

ვეფხვი

პლანეტელი
  • პოსტები

    1.667
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ვეფხვი

  1. asesino_141 მასე შიმშილიც გრძნობაა... განსხვავებას სექსუალურ ლტოლვასა და სიყვარულს შორის უნდა ხედავდე ალბათ...
  2. შემხვედრ კითხვას დავუსვამ მე ქალთა სქესს: შეგიძლიათ თუ არა მამაკაცთან დაწვეთ ყოველგვარი გრძნობის (უსიყვარულოდ) გარეშე, მარტო სექსუალური ლტოლვის (ორგაზმი) გამო???
  3. ჯობია ცოლი საკმაოდ გამხდარი მოიყვანო თორემ უმეტეს შემთხვევაში რომ თხოვდებიან ისე სუქდებიან რომააა... ამიტომ გამხდარი საცოლე გათხოვების შემდეგ უკვე ნორმალურ ფიგურაზე დგება...
  4. Gagi 67 უკვე თავშივე არასწორი გზა გაქვს არჩეული... აი ზუსტად მაგან დაგვღუპა... რადიკალიზმმა და რეაქციონერიზმმა... ბუშმა მოჯვა და გაიქცა, ჩვენ კიდევ შეგვატოვა ამ ჩვენგან გაღიზიანებულ და გამწარებულ რუსეთს... ასე იცის ოკეანისგაღმელების ჭკუაზე ხტუნვამ!!!
  5. Gagi 67 და ხომ ვერ გვეტყვი რატომ გვემუქრება მაინც და მაინც ჩვენ??? იმიტომ ხომ არა რომ მიშამ თქვა ეგრე ანდაც სულაც მიშას ზედმეტი რადიკალიზმისა და ცანცარის გამო??? ,,ჩვენ'' ამ რუსეთის გინება გინებაში ისე ხომ არ მოგვდის; ქათამმა თხარა-თხარაო და თავის დასაკლავი დანა გამოთხარაო... ბუშის მიერ წაქეზებული რომ იყო მიშიკო და მთლიანად ეს რადიკალური კონფრომტაცია რუსეთთან ეს შენთვის ახალი ამბავია??? ... და რუსეთს რომ ჩვენი ნატოში შესვლა და აქ ნატოს ბაზების განლაგება რომ მწარედ აღიზიანებდა ესეც ახალი ამბავია შენთვის???
  6. გუგლში რა უნდა ვეძებო ისიც არ ვიცი... თვითმფრინავის ვარდნის სქემა??? მანდ მტელი სურათია აღსადგენი...
  7. Saturn ვახ შენ გენც... მაშ მიშას პირადი ბიბლიოთეკარი იქნები შენ ნაღდად... იმათმა ხომ ყველაფერი იციან... ამერიკა გერმანიაზე წინ იყო თურმე ბირთვულ ტექნოლოგიებში... ესეც ალბათ ამერიკისათვის ხოტბის შესასხმელად გამოიგონა ვარდოსანმა მთავრობამ... ) ისე ცნობისათვის: წიგნები სხვასაც აქვს და კითხვა სხვამაც იცის და არა ერთ ენაზე სხვათაშორის... :018: :duel: რა რაკეტებით... რას ლაპარაკობ... სულ სამი მოდელი გააკეთეს და ისიც არასრულყოფილი... ბომბავდნენ თორემ სულ გრადებივით ზალპად მასიურად გასასროლად ჰქონდათ გამზადებული რაკეტები... თუ გაუმართლებდათ და გზაში არ ჩამოაგდებდნენ შეიძლება ჩაეტანათ კიდეც მაგრამ რაკეტით გასროლილი მანც სულ სხვაა მეთანხმები ალბათ...
  8. T_A_T რა არის ოცნება... ეს არის ოცნება??? ოცნება მაშინ იქნებოდა კოდუას რომ დაეჭიპა ვანიჩკა... :018: მერე ნახავდით თქვენ პარადს... დიდ ჭიპლაობას საქართველოში... :duel:
  9. არგუმენტაცია, ფანტაზია და წინასწარმეტყველური პროგნოზები ჩემი საქმე არ არის... მომავალში რა მოხდება კაცმა არ იცის... შენ რომ გისმინოს კაცმა ისლანდიაშიც ვულკანის ამოფრქვევა ,,დასავლეთმა'' სპეციალურად მოაწყო რომ კაჩინსკის დასაფლავებაზე არ ჩასულიყვნენო... :018: ასე რომ აქ შენი შორსმჭვრეტელური ვერსიები და პროგნოზები ხშირად აბსურდამდე მიდის...
  10. asds რა აზრი მაგით??? რა ილუზია რის ილუზია როცა ამას ყველაფერს რეალური შედეგები აქვს... შენ ჩარგე სილაში თავი სირაქლემასავით და იძახე ილუზიააო... ამასობასი კი რუსეთი კონკრეტულ შედეგებს აღწევს... მაინც და მაინც რუსები ობამას კაბინეტში უნდა შეუვარდნენ რომ აღიარო რუსეთის სიძლიერე ილუზია არ არისო??? არ გამოიყვანეს აქ დასავლეთი ზემაგარი და ყოვლისშემძლე??? გამაგიჟებს ეს ხალხი... აუფ... რუსეთის არსებობის მანძილზე ყველა პერიოდში თურმე დასავლეთი აკონტროლებდა რუსეთს და თავის ჭკუაზე დაჰყავდა... რა მაგარია ბიჭოს... და იქნებ პირიქითაა რომ რუსეთი კარნახობს დასავლეთს თავის სურვილებს??? თურმე დასავლეთში ზეადამიანები ცხოვრობენ და რუსეთში არა??? შენ ალბათ მალე სტალინსაც დააბრალებ დასავლეთის მიერ იმართებოდაო... ყველაფერი წინაა... მუდმივი არც ამერიკაა... რუსეთის შიდა ავტონომიებს ყოველთვისაც ჰქონდათ გამოყოფის სურვილი მაგრამ რა მერე? რას მიაღწიეს? რუსეთი მეორე მსოფლიო ომშიც იყო ჩართული მაგრამ დაიშალა? პირიქით გაიზარდა! პირიქით... ეს მალე რუსეთი დაიწყებს ამერიკის მართვას... ევროპას ფაქტიურად უკვე აკონტროლებს... ამერიკაში ეხლა მაგარი კრიზისია და თანაც ორ ომს აწარმოებს აფსოლიტურად არაფრის მომტანს რის გამოც თვითონ ამერიკა ზის დენთის კასრზე... რუეთს კი არც არასოდეს ჰქონია ეს აყვავებული ეკონომიკა და შესაბამისად დასანგრევიც არც არაფერი აქვს... დღეს, კრიზისის პირობებში რუსი ხალხი რა გაჭიტრევებაში ცხოვრობს ისეთ გაჭირვებაში ცხოვრობდა კრიზისამდეც... ასე რომ ეგ დიდად არ შეტყობია ზოგადად რუსეთს... საქმე იმაშია რომ დასავლეთის ეკონომიკა დამყარებულია საბანკო სისტემაზე და საბანკო ეკონომიკაზე, რუსეთისა კი სახელმწიფო საკუთრებაზე და სტრატეგიულ ნედლეულზე... ნუ ამის განხილვა შორს წაგვიყვანს...
  11. Marta1 თუ შეგიძლია მოიძიო ის სქემა სად ჩამოვარდა თვითმფრინავი და საერთოდ იმ მიდამოს გეგმა??? ვინ სად იმყოფებოდა სქემატურად მაგ დროს??? მე იმას ვატყობ რომ რუსეთმა ძალიან სწრაფად დაიწყო საკუთარი პოზიციების გამყარება და ამას ამერიკა ძალიან პასიურად უყურებს... მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ბუშიც ჩუმად გააპარეს ამ ორ უაზრო ომს და ეკონომიკურ კრიზისს... ბუშმა ერთი ომი ავღანეთში წამოიწყო ვითომდა ბინ ლადენის მოსაძებნად და მეორე ომი ერაყში ვითომდა მასიური განადგურების ბიოლოგიურ-ქიმიური იარაღის მოსაძებნას... ვერც ბინ ლადენი ვერ იპოვეს დღემდე და ვერც ბიოლოგიურ-ქიმიური იარაღი... ეკონომიკური კრიზისიც ზუსტადაც რომ ამერიკიდან და ამერიკული ბანკებიდან დაიწყო და შემდეგ მთელს მსოფლიოს მოედო... ამ სამი უდიდესი ჩავარდნის შემდეგ ნორმალურ ერს ეგ ბუში უნდა დაეჭირათ და სახალხოდ დაეხვრიტათ... სწორედაც რომ ხალხის აჯანყებას მოერიდნენ და ისე მოაწყვეს რომ მაქსიმალურად პასიური ადამიანი მოეყვანათ პრეზიდენტად და თანაც ისე რომ ეს ყველაფერი ხალხის არჩევანად და დემოკრატიულად გამოიყურებოდეს... ხოდა აქცენტი ზანგებზე შეაჩერეს რომლებიც ალბათ ამერიკის ნახევარს წარმოადგენენ და მისცეს საშუალება ზანგი აერჩიათ პრეზიდენტად... თანაც მუსულმანებიც კარგად მისცემდნენ ხმას... ხოდა ისე გამოვიდა რომ მართლა ხალხმა აირჩია ეს ობამა...
  12. asds საქმე მემგონი იქეთ მიდის რომ რუსეთი თავისი სიძლიერით და გავლენის მაშტაბებით ისეთ დონეს მიაღწევს რომელიც სსრკ-ს დროსაც არ ჰქონია... თუ ატყობთ რომ ევროპამ ამერიკას ზურგი შეაქცია აშკარად და ნაგლად??? თუ ატყობთ რომ რუსეთი აშკარა მოქმედებებზე გადავიდა და კონკრეტული შედეგებიც აქვს???
  13. ჯერ სადა ხართ... ჯერ რუსეთი დაიშალოს და მერე ნახეთ როგორი მუსულმანური ქვეყნების ალყაშიც აღმოჩნდება საქართველო... ჩრდილოეთ კავკასიასაც ხელში რომ ჩაიგდებს ჩვენი ,,პარტნიორი'' თურქეთი... აი მერე ნახეთ რა დენთის კარსრზეც დავჯდებით... რა ძალისხმევითაც ეხლა რუსეთს ვებრძვით იგივე ძალისხმევით მოგვიწევს თურქეთის წინააღმდეგაც ბრძოლა... და თურქეთში დემოკრატია და ევროპეიზმი მხოლოდ რომ ხუხულოსავით აშენებული ქოხია ესეც კარგად მოგეხსენებათ თქვენ... იმიტომაც ამბობდა ეს ჩვენი მიშიკო მაჭავარიანი ტელევიზიით - ჩემს შვილებს თურქული უნდა ვასწავლო აუცილებლადო... წინასწარ აქვთ დაგეგმილი დიდი თურქობა საქართველოში!!!
  14. machkatela არადა წარმოიდგინე მიშამ რომ დარეკოს და თქვას ამერიკაში ვრჩები და მანდ ვადამდელი არჩევნები ჩაატარეთო... რას დაერევიან ეს ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს და რა ამბავი ატყდება ნაცების შიგნით პარტიაში??? იფ იფ იფ...
  15. Saturn ვახ შენ გენაცვალე... გიტლერის შთამომავალი იქნები პირდაპირ... მე ზუსტადაც რომ ატომური ბომბის გამოგონებაზე მაქვს აქ საუბარი და არა თეორიაზე! ნუ ეს საერთოდ ... :puka: იმიტომაც დავწერე რომ ომი მაინც გაგრძელდებოდა მეთქი... ეს იაპონიამ ჩაისვარა ერთი-ორი ბომბით თორემ სტალინს სულ ფეხებზე ეკიდა ეგ ამბავი იმიტომ რომ მაშინდელი თვიტმფრინავები გერმანიიდან სსრკ-მდე ვერ აღწევდნენ, ასევე გერმანული რაკეტებიც... სსრკ-წინააღმდეგ არც ბომბს და არც რაკეტას აზრი არ ჰქონდა იმიტომ რომ ვერ მიწვდებოდა მასეთ მანძილზე ეგ ტეხნიკა... მაგ რაკეტები სჭირდებოდათ ძირითადად ინგლისის წინააღმდეგ ატომური ქობინის გადასატანად... იმიტომაც დაბომბეს ინგლისელებმა ჰოლანდიის ტერიტორიაზე განლაგებული გერმანელების სარაკეტო ბაზა-ლაბორატორია!!!
  16. newstudio ვისგან ლეგიტიმაცია??? ჯორჯ სოროსისგან თუ მაკკეინისგან???
  17. Saturn სამწუხაროდ ასე დაიმსახურეს ჩვენმა მთავრობებმა და სხვანაირი დამოკიდებულება ვერც გვექნებოდა... რა მთავრობაც გვყავს ისეთი ძლიერი სახელმწიფოც გვაქვს!!!
  18. asds ეეხ... ჩემო კარგო... ურემი რომ გადატრიალდებაო გზა მერე გამოჩნდებაო ხომ გაგიგია... გულთმისანი და წინასწარმეტყველი ჩვენთან არავინ იყო თორემ... და თანაც ხომ იცი რომ ბევრი რამ ჩვენზე, ხალხზე არ იყო მაშინ დამოკიდებული???
  19. asds ჩემთვის არსებობს მცნება სამშობლო რაც გაიგივებულია ქართველ ხალხთან და კულტურა-ტრადიციებთან და არსებობს მცნება სახელმწიფო რაც გაიგივებულია დღევანდელ მთავრობასთან და მის რეჟიმთან... მე ჩემს სახელმწიფოს ანუ მთავრობას მაშინ ვჭირდები და მაშინ ვახსენდები როცა ომში საზარბაზნე ხორცად მაგზავნის და როცა 5 ნომერის შემოხაზვას მთხოვს არჩევნებზე... დანარჩენ შემთხვევებში სულ ფეხებზე ვკიდივარ და სახელმწიფო იდეოლოგიას და ხალხის პატრიოტიზმს ამოფარებულები კი სუქდებიან და მდიდრდებიან როგორც მშვიდობიან ასევე ომის პერიოდშიც კი... ჩემთვის პირველი მტერი ჯერ ჩემი მთავრობაა და მერე პუტინი... ... ჩემს სამშობლსო კიდევ რაც შეეხება სამშობლოს სიყვარული არ ნიშნავს საქართველოში ყოფნას... მე ჩემს სამშობლოს არასოდეს არ დავკარგავ, სადაც ვიქნები იქ იქნება ჩემს შეგნებაში ჩემი სამშობლოც... და ამ სამშობლო საქართველოს ვერც ვერავინ ვერსად ზურგზე ვერ მოიკიდებს და ვერ წაიღებს, ვერც პუტინი და ვერც ობამა... ამაზე უარესად ვყოფილვართ შეტოპილები და დაპყრობილები საბჭოთა კავშირის სახით მაგრამ კი გადავრჩით, მაშინ საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში კი იყო მაგრამ ქართველებს მაშინაც კი ჰქონდათ სამშობლო და ეს სამშობლო, სახელად საქართველო, არსადაც არ გაქცეულა... მაშინაც კი ქართველების სამშობლოდ მაინც საქართველო ითვლებოდა, თვით ოფიციალურადაც კი! ეს ქვეყანა ჩემი სახელმწიფო არაა!!! სამწუხაროდ ამ სახელმწიფომ ვერ დამანახა რომ მე მისი ნაწილი ვარ და მასზე ზრუნვის მიზეზი გამაჩნია! რადგან სახელმწიფოს ცხოვრება მარტო ომებით არ შემოიფარგლება და მას აქვს აგრეთვე მშვიდობიანი პერიოდებიც რომლის დროსაც ეს სახელმწიფო თვითეული ინდივიდისა და მოქალაქეზე ზრუნვით უნდა იყოს დაკავებული... რაც სამწუხაროდ არ ხდება!!! ... ანუ რასაც დასთესავ იმას მოიმკის პრინციპი!!! ეს მიშას მთავრობა ხალხის მტერია იმ შემთხვევაშიც კი თუ რუსეთი თავს არ დაგვესხმება და ამ მთავრობას უნდა ვებრძოლოთ იმისდამიუხედაცად დაგვესხმება თუ არა რუსეთი თავს... რადგან ამ მთავრობის ხელში მე არ ვიბრძოლებ არც რუსეთის, არც თურქეთის, არც სომხეთის და არც თვით უცხოპლანეტელების წინააღმდეგაც კი!!! ამ მთავრობის ხელმძღვანელობით მე მტრის წინააღმდეგ არ ვიბრძოლებ!!! ამ მთავრობის ხელში ნებისმიერი მტრის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება უკვე, წინასწარ წაგებული ომი!!! მიშას სიშლეგისა და პროვოკაციების გამო არავინ არ აპირებს ომში წასვლას... გვეყოფა უკვე ამდენი ექსპერიმენტები! მიშას თუ არ შეუძლია საქართველოს ომი ააცილოს ადგეს და გაგადგეს!!! იტოგში ნაცების ბლატაობას მე ჩემს სიცოცხლეს არ შევწირავ!!! ეგ ქვეყანა ჩემთვის არის ჩემი სამშობლო და არა ჩემი ქვეყანა - სახელმწიფო (მე სამშობლო მქონდა საბჭოთა კავშირის დროსაც და რატომღაც ჩემი სამშობლო მაშინ უფრო მშვიდობიანად და უზრუნველად ცხოვრობდა)... ვინც მაგ მიშას მიერ აწყობილი ქვეყნით სარგებელი ნახა ადგეს და იმან იბრძოლოს ამ თავისი სარგებელის გადასარჩენად... მე ჩემს სამშობლოს როგორმე სხვანაირად მოვუვლი და არა მასიურად ჩემს ხალხს გავწირავ მიშას ხუშტურების გამო... მიშას თუ არ შეუძლია ქვეყანა ომს აარიდოს ადგეს და გადადგეს!!! ისე ამ ნაცების სინაგლეს საზღვარი არა აქვს... ჩვენი ხალხით და ჩვენი ხალხის კისერზე ხომ გამდიდრდნენ, გაზულუქდნენ და ცხოვრება მოიწყვეს და ეხლა ამ ქონების გადასარჩენად უნდათ რომ ისევ ქართველი ხალხი გააგდონ ომში საზარბაზნე ხორცად და ქართველი ხალხის სისხლი დაღვარონ ამ ქონების შესანარჩუნებლად!!! ვაი მაგათ პატრონს უბედურს... ეს სახელმწიფო ვინც არჩევნებს აყალბებს და მაყუთს ღუნავს იმისია, ხოდა მისი დაცვაც მათთვის მიმინდვია! აგვისტოს ომის ფაქტი ის არის რომ სააკაშვილმა თავი დავით აღმაშენებლად წარმოიდგინა, მიზეზი (ვითომდა იმათი ტერიტორიებიდან ჩვენი ტერიტორიები იბომბებოდა) გამოიყენა, ცხინვალში ჯარები შეიყვანა და უნდოდა როკის გვირაბამდე გასვლა... კი მაგრამ, ხომ იცოდა რომ ამით რუსეთს გააქტიურებდა და შედეგად მივიღებდით ომს რუსეთთან (რასაც ნამდვილად ვერ მოვუგებდით) და უფრო უარესს დაძაბულ სიტუაციას რეგიონებში? კი მაგრამ მტრის ტერიტორიაზე საცეცხლე წერტილების ჩაქრობას რად უნდოდა გამყოფი სადემარკაციო ხაზს იქეთ გადასვლა და ცხინვალში შესვლა? ხომ შეიძლებოდა რომ მტრის საცეცხლე წერტილები აქედან არტილერიით და სხვა საშუალებებით გაენადგურებინათ? რუსები და სეპარატისტები შორიდან, თავისი ტერიტორიებიდან გვესროდნენ, ხაზს აქეთ არ გადმოსულან და ასე ვთქვათ ,,შეთანხმება'' არ დაურღვევიათ... ხოლო სააკაშვილმა (ალბათ მაშინ მაკკეინის მხარდაჭერით) ადგა და პირდაპირ ცხინვალს მიაჭრა... მოკლედ მაგრად არადიპლომატიურად და უტვინოდ მოიქცა... თუ იგივენაირად უტვინოდ მოიქცევა ეს მთავრობა რა თქმა უნდა რომ არავინ არ აპირებს ამისთვის სისხლი დაღვრას!
  20. asds ხალხს ნუ უბნევ ტვინს შენის უსაფუძვლო პროპაგანდით თორემ მე რა... მე მაგ საფრთხე უკვე 20 წელია გაცნობიერებული მაქვს და გამოსავალი ჯერ არ მოძებნილა სამწუხაროდ... Saturn ეხლა თავიდან დავიწყოთ დისკუსია??? გადაავლა თვალი წინა ანალოგიურ თემას!!! იქ უკვე სათქმელიც ითქვა და სათქმელზე მეტიც და რა საჭიროა აქ ერთი და იგივე ომის აგიტაციის ღეჭვა???
  21. asds ეეხ... ჩემო კარგო... ეგ საფრთხე გაცნობიერბული გვაქვს აგერ უკვე 20 წელია მაგრამ რაა მერე??? რისი გაკეთება შეგვეძლო და არ გავაკეთეთ???
  22. თქვენ გინდათ თქვათ რომ ქალი არ ეწევა თავისუფალ სექსს იმიტომ რომ მართალია უნდა ქორწინებამდე სექსი მაგრამ მერე მასეთს ცოლად არ მოიყვანენ - თუ იმიტომ არ ეწევა თავისუფალ სექსს რომ მისი, როგორც ქალის ფსიქოლოგიაა ასეთი რომ უსიყვარულოდ სექსი არ შეუძლია???
×
×
  • შექმენი...