ილია მურომეცი მიდის გზაზე. შეხვდება ქვა და ზედ წერია: მარჯვნივ წახვალ - მოკვდები, მარცხნივ წახვალ - მოკვდები, პირდაპირ წახვალ გამოღლევდებიო. სიკვდილს ისევ გამოღლევება სჯობიაო - იფიქრა ილია მურომეცმა და წავიდა პირდაპირ. იარა, იარა, 9 მთა გადაიარა ილიამ, მაგრამ გამოღლევების ვერაფერი შეატყო თავს და დამშვიდდა ცოტა. ამასობაში წყალი მოსწყურდა, გაიხედა და დაინახა წყაროს წყალი, იქვე კი გემრიელად მოკალათებული მძინარე გველეშაპი. იშიშვლა ხმალი ილიამ და ეძგერა გველეშაპს. მოაჭრა ერთი თავი, მოაჭრა მეორე, მესამე... მერვე, ბოლოს დარჩენილი გველეშაპის ერთი თავი ეკითხება - რატომ მკლავო? - წყალი მწყურიაო - მიუგო ილია მურომეცმა. - დალიე მერე რამ გამოგაღლევაო....