იმ დროს, როცა ექიმებს ეთიკისა და პასუხისმგებლობის საკითხი აღელვებთ, სასამართლოები პაციენტის უფლებებს ანიჭებენ უპირატესობას. ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ განაცხადა, რომ "პაციენტის უფლება, თვითონ აირჩიოს მკურნალობის მეთოდი, უმთავრესია. . . ექიმს ვერ დაადანაშაულებ, რომ არ შეასრულა თავისი კანონიერი თუ პროფესიული მოვალეობა, თუკი ის პატივს სცემს ქმედობაუნარიანი ზრდასრული პაციენტის უფლებას, უარი თქვას მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდზე". სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა, რომ "მართალია, არ შეიძლება სამედიცინო ეთიკის უგულებელყოფა, მაგრამ მას ადამიანის ზემოხსენებულ ძირითად უფლებებზე წინ ვერ დავაყენებთ. უმთავრესია არა რომელიმე დაწესებულების მოთხოვნა, არამედ ადამიანის მოთხოვნა და სურვილი". იდიოტობაა