asds მექსიკის ყურეში ჩაღვრილი ნავთობის ლაქამ ფლორიდის სანაპიროს მიაღწია ამ ინფორმაციაზე რაღა უნდა ითქვას.. აშშ-ის ისტორიაში უმსხვილესი ეკოლოგიური კატასტროფაა, რომელმაც მექსიკის ყურისა და აშშ-ის რამდენიმე შტატის ეკო სისტემას გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. დღეის მონაცემებით მექსიკის ყურეში 200 000 ტონაზე მეტი ნავთობი ჩაიღვარა და როდის შეძლებს ნავთობკომანია BP ჭაბურღილიდან ნავთობის გაჟონვის შეჩერებას უცნობია.. მოკლედ თუ ასე გაგრძელდა აღნიშნულმა ინცინდეტმა პლანეტარული მაშტაბის კატასტროფის მასშტაბი შეიძლება მიიღოს, რადგან თუ ნავთობის ლაქა მექსიკის ყურედან გამოვიდა, მას გოლფსტრიმის დინება აიტაცებს და ატლანტის ოკეანის დაბინძურება გარდაუვალი გახდება..