კომუნისტების დროს შეძლებულად მცხოვრებთათვის. საშუალო ხელფასი იშვიათად აღემატებოდა 500 მანეთს (ესეც სასწაული ხელფასი იყო) და გამაგებინეთ პატიოსანი შრომით როგორ შეიძლებოდა ყოფილიყავი ან შეძლებული, ანაც კარგად მაცხოვრებელი? რა თვისებებიც დღეს ითვლება კაცობად, ის თვისებები იყო კაიკაცობა მაშინაც.... ეშმაკობა, გაქნილობა, ჩალიჩი, ცეხავიკობა, ლოკვა, კუდის ქიცინი, ფულის შოვნა ნებისმიერი საშუალებით, მოდღნული მორალი, ღიპი, დუდუკი და ღვინო... პაპაჩემი წლების მანძილზე გაზეთის რედაქტორი იყო, უსაზღვრო პერსპექტივებისა და შესაძლებლობების თანამდებობაზე, მაგრამ მთელი ცხოვრება ერთ სახლს აშენებდა რომ როგორმე ბოლომდე მიეყვანა და არასდროს მანქანა არ ჰყოლია, თუმცა მთელი სულითა და გულით კომუნისტი იყო... "კომუნისტების დროს ფული იშოვებოდა" მორალი და შეგნება დღნავს ეხლაც ჩვენს ქვეყანას...