-
პოსტები
8.140 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
26
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Anima Libera
-
ჰაეროპორტი,ავტობანი,შადრევნები და ეხლა ბულვარიც.
Anima Libera replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მე მკითხე, ივლისში ვიყავი ბათუმში Saturn მერე? -
თემამ ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები და გადავედით Fეშენში. დასკვნა - მგლები არა ვართ. ცლოზედ.
-
გილოცავ სულით და გულით. სულ-ხორცის ჯანმრთელობას გისურვებ და დიდხანს სიცოცხლეს.
-
ძირს დაძაბულობა დაძა დაძა ბულობა! ცლოზედ.
-
მაინც ვიტყვი, რომ უყურადღებოდ და არასრულყოფილადაა გაკეთებული. რეესტრის მაინც კმაყოფილი ვარ ყველა შემთხვევაში. ცლოზედ.
-
საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს პასპორტების მიღებაზე განცხადების შევსება ონლაინ-რეჟიმში შეეძლებათ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს პასპორტების მიღებაზე განცხადების შევსება ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ. ამის შესახებ განცხადება იუსტიციის სამინისტროში იუსტიციის მოადგილემ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ გააკეთა. ,,ამ დრომდე უცხოეთში მყოფ მოქაალაქეებს პასპორტის მისაღებად საკონსულო დაწესებულებისთვის უნდა მიემართათ და ადგილზე ჩასულიყვნენ. ონლაინ-რეჟიმში განცხადების შევსებით მოქალაქე მნიშვნელოვნად დაზოგავს დროსა და ხარჯებს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. მსურველებმა უნდა იხილონ ვებგვერდი: www.passport.gov.ge და ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდეს სამოქალაქო რეესტრის ოპერატორს. სექტემბრიდან აღნიშნული სერვისი კიდევ უფრო გამარტივდება და საზღვარგარეთ მყოფ პირს პასპორტს,სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ფოსტის მეშვეობით გაუგზავნის. http://epn.ge/?p=22044 http://www.passport.gov.ge/ არ მუშაობს საიტი
-
babuagiorgi ააშენეს და ეგაა. შურს, ზიზღს, მლიქვნელობასა და ამპარტავნებას მიაქვს საქართველო... წალეკეს უკვე. აქეთ რომ გაუყალბო მიშას არჩევნები, მაინც ვერ მოუგებ.
-
გიორგი68 ხომ დავიწყე მე, თანაც ლექსადა!
-
ნაგავი და ტერიტორიები 23.08.2010 ავტორი მალხაზ ხარბედია დღეს ნაგავზე ვისაუბრებ, ოღონდ არა ლიტერატურულ ნაგავზე, არამედ მართლა ნაგავზე. რამდენიმე დღის წინ ჩემი ერთი ფეისბუკელი მეგობარი, გეგა არდაზიშვილი წერდა იმ უმძიმეს შთაბეჭდილებაზე, რომელიც გრემი-ნეკრესის გზაზე დაყრილმა ნაგავმა მოახდინა მასზე. ამ ადგილებში 1 თვის წინ მეც ვიყავი და ნამდვილად შემიძლია დავემოწმო, რომ მთელს გზაზე, განსაკუთრებით კი გრემის გარშემო, საშინელება ხდებოდა. გრემს გვერდით პატარა მდინარე ჩამოუდის, სახელად ბოლია, იქ უნდა გენახათ რა ხდებოდა, თან სულ ნარჩევ-ნარჩევი პლასტმასის ბოთლები და სხვა უხრწნელი ნივთები იყო მიმობნეული. ასეა სხვა მდინარეების ხევებშიც, გზებზე, გზის პირებზე, მაყვლიანებში, მოკლედ, ყველგან. გრემი მეგობრის შენიშვნის გამო ვახსენე, თორემ ხომ ისედაც ყველამ ვიცით, რომ ამგვარი რამ ყველგან ხდება, კახეთშიც, ქართლშიც და სხვა დანარჩენ საქართველოშიც. სხვა დანარჩენ საქართველოზე კი აი რა მინდა გითხრათ, და ამჯერადაც ჩემს ვირტუალურ ფორუმელ მეგობარს დავიმოწმებ: ეს კაცი ნიკა მახარაძეა, იგი თბილისში არ ცხოვრობს, ამიტომ ჩვენი შეხვედრა მხოლოდ ერთხელ შედგა რამდენიმე საათით. ვისხედით ერთ რესტორანში, ვსაუბრობდით ყველაფერზე, რაზეც კი ვასწრებდით საუბარს, ხშირად ვაწყვეტინებდით ხოლმე ერთმანეთს... ვცდილობდი უფრო მე მეცლია საუბარი, იმიტომ, რომ ჩემზე უფრო საინტერესო რაღაცეებს ამბობდა. და ერთ-ერთი ასეთი აზრი (რომელიც მისი ვრცელი თეორიის ნაწილია), ძალიან მდაბიურად რომ მოვთარგმნო, ასე ჟღერდა: აფხაზეთი და ოსეთი უნდა დავიმსახუროთ, სხვანაირად ვერ დავიბრუნებთ, მხოლოდ მემკვიდრეობითობა არ გვაძლევს უფლებას, რაღაცა ჩვენად მივიჩნიოთ. აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიები კი არა, არც ის მიწაა შენი, სადაც ნაგავს ყრი და გარემოს აბინძურებ. ამის გამო, ჩვენ უკვე მთელი საქართველო გვაქვს დაკარგული კარგა ხანია. რა თქმა უნდა, როცა ცელოფნის პარკს ან პლასტმასის ბოთლს ქუჩაში აგდებს, ის ადამიანი არ ფიქრობს თავის ქვეყანაზე, თუნდაც “ტერიტორიებზე”, სამაგიეროდ რაღაც აბსტრაქტულ ცნებებზე, საფრთხე-აჩრდილებზე და ფიქციებზე მწვავედ რეაგირებს. საერთოდაც, ჩვენი მთავარი პრობლემა “ტერიტორიებია”, იმიტომ კი არა, რომ ეს “ტერიტორიები” დავკარგეთ, არამედ იმიტომ, რომ “ტერიტორიებს” ვუწოდებთ მას. ტერიტორია კი ყოველთვის სხვისია, რაც არ უნდა შენად მიიჩნიო იგი! თემას გავცდი, არადა ნაგავში ვიქექებოდი, ქართულ ნაგავში... ახლა ზაფხულია და ყველა მხრიდან გაიგონებთ სასწაულ ამბებს პლაჟის ნაგვებზე. ივლის-აგვისტოში ზღვაზე ვერ ჩავედი, თუმცა ჯერ კიდევ ივნისში ვნახე ურეკში ეს სასწაულები. წარმომიდგენია, ახლა რა ხდება. უარესი ამბებია ტრასებზე და გზებზე, რომლებიც მოფენილია ავტობუსებიდან, ჯიპებიდან და გადაადგილების სხვა საშუალებებიდან ხელის ნატიფი მოძრაობით ან მოქნევით ნასროლი რაგინდარათი. ისვრიან თბილისშიც, ფეხით მოსიარულენიც კი. იყიდიან სიგარეტს, გახსნიან და ქარს ატანენ ჯერ გარე ცელოფანს, შემდეგ კი შიდა ფოლგას. ეს ბევრს რიტუალად ექცა, ამის გარეშე ვერ ძლებენ, ალბათ ეს მათთვის გარანტიაა, რომ პირველ ღერს გემრიელად მოწევენ. რამდენიმე წლის წინ, მახსოვს, იყო საუბარი ფულად ჯარიმებზეც ასეთ დანაგვიანებაზე. რაღაც პერიოდი აჯარიმებდნენ კიდეც, მაგრამ მერე, როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ სრულად აღმოფხვრეს ეს პრობლემა და დაანებეს თავი, ალბათ სხვა, უფრო დიდ ჯარიმებზე გადავიდნენ, უფრო დიდი დარღვევევის გამო დაწესებულ ჯარიმებზე. ჩვენ ისევ 90-იანებში ვცხოვრობთ, მერე რა რომ თანამედროვე ნაგვის მანქანებს ნაგავი გააქვთ! მერე რა, რომ ქუჩებსაც გვიან! ხალხი ისევ იქ არის, ისევ ვიღაცის ჰგონია ეს ქვეყანა. 90-იანი წლების ბოლოს გამოქვეყნდა ზურა მესხის გროტესკული სიმწვავით სავსე მოთხრობა, “სპაზმები”, ჩემი აზრით, ამ გაწელილი და უმძიმესი პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთხრობა, მოთხრობა-დიაგნოზი, გნებავთ ქართულ ნაგავში ქექვის საუკეთესო ნიმუში. მოთხრობაში თითქმის სულ ნაგავია, თანამედროვე ნაგავი. აი ერთი ფრაგმენტი: “თექვსმეტსართულიან სახლში ვცხოვრობთ, მეხუთე სართულზე. მთელი თერთმეტი სართულის ნაგავი ჰაერში მოფრინავს, ჩვენს ფანჯრებს ჩაუქროლებს, ძირს, ქვემოთ, ბრაგვანს მოადენს, ვირთხებს გულს დაუხეთქავს, მერე აღტაცებაში მოჰყავს. თუ ფანჯრიდან თავი გაქვს გაყოფილი, ზედ დაგასკდება... თორმეტი წლის რომ ვიყავი, თავი მქონდა გაყოფილი ფანჯრიდან, გადაყუდებული ვიყავი და უცებ კეფაზე დამასკდა. ჯერ ვერ მივხვდი, რა დამემართა, თვალთ დამიბნელდა, მერე ვიხრჩობოდი, ჯერ მეგონა, რომ ჩემს ნარწყევში, თვალები და პირი მქონდა ამოლესილი რაღაც მძაღეთი და აყროლებულით. ქაღალდის პარკი ჩემს კეფა-კისერზე გადამსკდარიყო, და შევიცანი: ამძაღებული აჯაფსანდალი, შიგ არეული დამპალი სოუზი, თავისი ხორცებით, ძვლებით, ქალის თმებით და ა.შ.” მთხრობელს ამ უბედური შემთხვევის შემდეგ სპაზმები დასჩემდება და მთელი მოთხრობაც ხან ამ სპაზმებს უტრიალებს, ხანაც ნაგავს, ძირითადად, რა თქმა უნდა, ნაგავს. აი კიდევ ერთი, წინასწარმეტყველური ციტატა: “ვინც ნაგავში ზის, იმან უნდა დაიყვიროს და მენაგვე გახდეს. როცა ნაგავში მღერის, ცეკვავს, უკრავს და ლექსებს წერს – ხდება მომღერალი, მოცეკვავე, მოშაირე, დამკვრელი, დამკვრელური ნაგავი!.. არა მარტო თვითონ სხედან ამ ნაგავში, სხვებსაც იწვევენ, უცხოელებს და ერთად მართავენ ფეკალურ ფესტივალებს, სცენებზე, მოედნებზე, რიყეზე, ბლიყვეზე, ხელებს ერთმანეთისკენ იშვერენ, თვალებს ერთმანეთს აპყრობენ და მღერიან: აააააა! დარდუბალა!” არადა მოთხრობა 90-იან წლებშია დაწერილი. ხომ გითხარით, არაფერი იცვლება მეთქი. 2007 წელს დედაჩემი ონკოლოგიურში დავაწვინეთ, უკვე მძიმედ იყო. ერთხელაც შენობიდან გარეთ გამოვედი, ცოტა ჰაერს ჩავყლაპავ მეთქი. მთის კიდეზე მივედი, სულ ბოლო კორპუსთან, იქ, სადაც დაქანებულზე უბადრუკი ბაღებია გაშენებული, უბადრუკი ხეებით: უბადრუკი ალუბლები, ჭერმები, ვაშლები... ივნისის დასაწყისი იყო, მაგრამ ხეები მაინც ყვაოდა, ყველა ხეზე აცმული იყო ქარის მიერ ქალაქიდან ამოტანილი “ყვავილები”, ვარდისფერი, ცისფერი, ყვითელი, თეთრი და შავი, შავი ცელოფნის პარკები. ხეები დახუნძლული იყო. ჰაერის ჩასაყლაპად და ტვინის გასანიავებლად გამოსულს საშინელება დამხვდა. ვიდექი და ვფიქრობდი ყველა იმ ადამიანზე, რომელმაც ეს პარკი დააგდო ქუჩაში, აივნიდან მოიფრიალა, მანქანიდან ხელგაყოფილმა გაუშვა. და აი ასე, ნელ-ნელა გაავსეს ქალაქი უხრწნელი, უკვდავი, მაგრამ მომკვლელი ნაგვით, რომელიც გარწმუნებს, რომ ნაგავი უკვდავია საქართველოში. მერე კი თბილისის ქარებმა ეს პარკები სიკვდილის საუფლოში ამოაფრიალეს, ონკოლოგიურში, იქ, სადაც კვდებიან, ამოაფრიალეს როგორც დაცინვა, როგორც ნიშანი ნაგვის უკვდავობისა ჩვენს ქვეყანაში და ადამიანთა მოკვდავობისა. თქვენ, ვინც ასე უმოწყალოდ ყრით ამ ცელოფნის პარკებს, გახსოვდეთ, რომ ამ მფრინავი, დაუნდობელი ნაგვის შემხედვარე, ყველაზე დამწუხრებულიც კი საშინელი რისხვით ივსება, ყველაზე სიცოცხლით სავსეც კი ბოღმით იმუხტება და ხელისგულზე მუშტს ირტყამს. თქვენ, ვინც ქუჩაში და ქვეყანაში აი ასე, ნაგავს აფრქვევთ, სამშობლოს, ქვეყნის ნაცვლად ტერიტორიების შვილები ხართ! ტერიტორია კი ყოველთვის სხვისია, არ დაგავიწყდეთ! http://www.radiotavisupleba.ge/content/blog/2134701.html
-
სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი, სად მამა-პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი, სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ, - ჩემი სამშობლო ის არი. არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა, არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!.. მე მირჩევნია შავი კლდე, თოვლიან-ყინულიანი, ორბი რომ ბუდობს, ჩაჩქარით გადმოჰქუხს ბროლიწყლიანი, ჯიხვი და არჩვი მეყოფა, ხორცი აქვს მარილიანი... არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა, არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..
-
ქარი ჰქრის ვითარცა გაგი...
-
დაშინება, ნაცმსაჯული და ა.შ. სხვა საკითხია, მაგრამ მსაჯულების ვარგისიანობას პრაქტიკის გარდა ვერაფერი დაამტკიცებს (ან უარყოფს).
-
სომხეთი - სამხრეთის ქვეყანა მგლებს რაც შეეხება, ერთი კარგი გამოხმაურება ვნახე "იქით" - მგელი კი არა თუ გინდა ცეცხლმტყორცნი გერქვას, მთავარია ვინ ხარ, რა საქმეს აკეთებ და როგორო... ბერი, ბერია - ბასკურად ახალს ნიშნავს ბარემ აქვე ვიტყვი და ქართული სახელი ელიზბარი ბასკურად ეკლესიის კარიბჭეს ნიშნავს. ელიზა - ეკლესია; ბარი, ბარია - კარიბჭე, შესასვლელი.
-
GeoStream Saturn ორივეს ვორნი +20% 1. არ არის საჭირო დამამცირებელი მითითება აზროვნების ფორმებზე, მიტუმეტეს თანაფორუმელებზე ვამბობთ ამას და პლუს მათგან პატივისცემას მოვითხოვთ. 2. არც უხეში და გაგრია პასუხებია მოსაწონი... მოკლედ, ნუ ძიძგილაობთ. ან ესაუბრეთ ერთმანეთს ზრდილობის ფარგლებში, ან დააიგნორეთ ერთმანეთი.
-
კოსმოსური ლიფტი კოსმოსური ნაგვის წინააღმდეგ
Anima Libera replied to arcivi9's თემა in შემეცნებითი ფორუმი
Saturn აბა ორთაჭალიდანო? -
Saturn შედგენილი არა დადგენილი. კომპოზიტური სჯობია. კომპოზიცია ხომ იხმარება ქართულში...
-
სად წაიღო ეხლაეს თემა, ტქვენ მირჩიეთ.
-
მხარს დაუჭერთ ლიმიტირებულ ფასებს?
Anima Libera replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
პურის თუ ხორბლის მრეწველობის (თუ რაც ჰქვია) სუბსიდირებისთვის სახელმწიფოს კანონისმიერი ვალდებულება არ უნდა სჭირდებოდეს. სისულელეა ზღვრული ფასები, რომ არ დააიფინანსოს კონკრეტულმა უწყებამ სად მიდიან მერე, წაგებაზე იმუშავებს მეწარმე? :018: -
მოვესწარით! - ქართული ბაყაყი ევროკავშირის ”წევრი გახდა”
Anima Libera replied to alex's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რა თემაა ეს? ცლოზედ. -
ჯერ ერთი - გვალვაზე და წვიმაზე დამოკიდებული სოფლის მეურნეობა არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არაა. რაღა ჩვენი სოფლის მეურნეობის სამინისტრო და რაღა ჩემი სოფლის კანტორა (დანგრეული)... მეორე - სეტყვის ღრუბლის დასაშლელი "მიწა-ჰაერი" ტიპის რაკეტები აღარ არსებობს?
-
რომელ ფაკულტეტებზე იყო ყველაზე დიდი კონკურსი?
Anima Libera replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მე კი ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტში მოსახვედრად და დაფინანსების მისაღებად საკმარისი უნდა იყოს უნარებისა და 1 სპეციალობის გამოცდა თთოეული ფაკულტეტისათვის. ხოლო სწავლა და შიდა გამოცდები უნდა იყოს მაქსიმალურად ძნელი...ასე უფრო კარგად და სამართლიანად გაიცხრილებიან. არა, სისტემა მესმის რომ გაცილებით რთულია, მაგრამ... -
ღმერთი როცა მიწებს არიგებდა, ჩვენ თურმე დავიგვიანეთ.
Anima Libera replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
babuagiorgi სუფრა კი არ მიმაჩნია ვაზელინის წასმად, არამედ სადღეგრძელოებში მოხსენიების სანაცვლოდ სამოთხის კუთვნებას მივიჩნევ ერთგვარ ქრთამად. -
საპატრიარქო გეი აღლუმის წინააღმდეგ
Anima Libera replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მე დოსტოევსკის ეგ ნათქვამი ასე მესმის, რომ რუსი რელიგიისა და ღმერთის გარეშე, რომლისაც ეშინია - ღორიაო...