საყოველთაოდ ცნობილი აზრია, რომ სამართლიანი და კანონიერი არცევნები დემოკრატიის პირველი ნიშანიაო... ჰოდა მაინტერესებს თუ რათა, რათა, რათა...? ვთქვათ ჩატარდა 100% სამართლიანი არჩევნები დარღვევებისა და მაიმუნობების გარეშე. მონაწილეობა მიიღო ამომრცეველთა 100%-მა, ხოლო ასარცევი იყო სოციალისტთა და ვთქვათ ნაციონალთა პარტიები. გაიმარჯვეს სოციალისტებმა 60% ვს 40% და წამოვიდა წვიმად შედეგად მსუყე სოციალური პროგრამები... უმუშევრბის დაფინანსება, უფასო განათლება, მედიცინა, სპორტი და ა.შ. მოკლედ ნაღდი სოციალიზმი ჰყვავის. პირობითად ჩვთვალოთ, რომ ქვეყანაში კანონდარღვევა არ ხდება, უკიდურესად კანონმორჩილია როგორ სოციალისტთა, ისე ნაციონალთა ამომრჩეველი და ასევე არჩეულებიც. ჰოოდაა... დამარცხებულ ნაციონალისტთა 40% ამომრჩეველი უკიდურესად უკმაყოფილოა მიმდინარე პოლიტიკით. არ გააჩია ამ ხალხს ის განსხვავებული სოლიდარობის გრძნობა, როგორც სოცებს. არ სურთ და ფაქტიურად საკუთარი ნების გარეშე მათ მიერ გადახდილი გადასახადები მიდის სოციალურ პროექტებში. კანონი არ ირღვევა... მოსახლეობის 40% უკმაყოფილო და გაბრაზებულია. მათი არჩევანი ფეხქვეშაა გადებული და მთლიანად უგულებელყოფილია. ამომრჩეველთა 40% ნება არ სრულდება დემოკრატიული არცევნების შედეგად. რაფრანაირი დემოკრატიაა იქნებ ამიხსნათ?