lasha_alo რა კარგი? დაჭერაზე,მკვლელობებზე,აქციების დარბევებზე,სასამართლოს არქონაზე,მაგ ხალხს არასდროს არ ჰქონია პრეტენზია...ჰოდა,თუ თვითონაც გამოსცდიან საკუთარ თავზე,თუ რა არის ''უსუსურობა'',ცუდი არ იქნებოდა. chegesto ფორუმ.გე-დან
მე ძალიან მესიმპატიურება ალასანია,ვფიქრობდი,აი,დალაგებული პოლიტიკოსის შთაბეჭდილებას სტოვებს-მეთქი,უფრო გეგმიურია ვიდრე სააკაშვილი,მაგრამ ცარიელი ფიტულია...(ამ კონფერენციით თუ ვიმსჯელებთ)...
ძალიან სუსტი შთაბეჭდილება დატოვა...არაფერი უთქვამს ახალი,არანაირი გეგმა წარმოუდგენია...ზუსტად იმეორებდა შევარდნაძისა და სააკაშვილის დაპირებებს... ჩვენ ამას ვიზამთ,ჩვენ ამას ვაპირებთ-კი მაგრამ როგორ აპირებ,რანაირად? გეგმა გაქვს? ერთადერთი აფხაზების ''შემორიგებაზე'' გააკეთა აქცენტი,დანარჩენ ''პასუხებში'' პასუხები ვერ ამოვიკითხე. თავში აქვთ ავარდნილი,თავს ვალდებულად არ თვლიან გვიპასუხონ მაინც. ესაა და ეს,მეტი არაფერი.
21 ''გაცემულ'' პასუხიდან,მაქსიმუმ 5-6 იყო დამაკმაყოფილებელი. დანარჩენ შეკითხვებს 2-3 წინადადებით უპასუხა(შეკითხვებს მოჰყვებოდა ასეთი სახის პასუხები: ''დიახ,მეც ასე ვფიქრობ,გეთანხმებით...''... ამას ნებისმიერი რიგითი ''პოლიტიკოსი'' გააკეთებდა. თუ ალასანია თავს თვლის პრეზიდენტობის კანდიდატად,ნამდვილად მეტი დრო უნდა დაუთმოს თუნდაც ასეთი სახის კონფერენციას და შეკითხვებს არ აარიდოს თავი.
ჰო,ვნახოთ... დღეს კი გამიცრუა იმედები ალასანიამ...ძალიან სუსტი შთაბეჭდილება დატოვა... ის უნდა გაითავისოს,რომ ხალხთან საუბარს უნდა დაუთმოს დრო. ხალხია ის ძალა,რომელიც სჭირდება ნებისმიერ პოლიტიკოსს. ჯერ მოსვლა რა იყო და მერე წასვლა საერთოდ...
გამარჯობა ბატონო ირაკლი, მაინტერესებს გაქვთ თუ არა გეგმა,მოხდეს აზერბაიჯანანელებისა და სომხების ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში და როგორ გესახებათ ეს საკმაოდ ძნელი და ამავდროულად სასიცოცხლო საკითხი ქართულ სახელმწიფოსათვის. შეიძლება თუ არა დაიძაბოს სიტუაცია ჯავახეთსა და ქვემო ქართლში,როგორც ვიცით საქართველოს სომხეთსა და აზერბაიჯანთან ჯერ კიდევ აქვს ''სადაო ტერიტორიები'' და საზღვრები აქამდე არ არის დემარკირებული. კეთილი სურვილებით Sakartwelo გერმანიიდან :rolleyes:
მაგ რუკაზე,როგორც ფორუმ.გე-ზე გითხარი,აუცილებლად უნდა დაიტანო ქართული მოსახლეობა ართვინისა და რიზეს პროვინციებში... სარფი და რიზე მთლიანად ლაზურია... ბერძნები აღარ სახლობენ ამხელა რაოდენობით,აფხაზეთში ძალიან ბევრი სომეხი და რუსი ცხოვრობს(ამიტომ სჯობს ის იასამნისფერი გაასომხურო და გაარუსო)... მითხარი რა პროგრამით აკეთებ,მეც დამაინტერესა :rolleyes: