Tazo200X კარგი, შევეცდები მოკლედ თავი გამოვილაყე დოკუმენტური ფილმების ყურებით, სადაც ნათლადაა ნაჩვენები ნატოს სტანდარტების მომზადება და ეფექტურობა ერაყსა თუ ავღანეთში. ყველაფერი მართლაც იდეალურადაა, ნაკლები დანაკარგი ცოცხალი ძალის მხრიდან, მტრის ლეტალური განადგურება. იყენებენ ავიაციას, "გონიერ" რაკეტებს, სატელიტიდან მართვად ჭურვებს, ჯიპიეს სისტემას და კიდე რავიცი ათას რაღაცას - ეს ამერიკის არმიისთვის მომგებიანი და ეფექტურია. ამჟამად ავღანეთში ომი არ მიმდინარეობს, იქ მიმდინარეობს დაბყრობილი ქვეყნის მართვა, ომი იყო უკვე და ჰაერიდან მოუდღნეს დედა მოწინააღმდეგეს, მოდღნულ მიწაზე სადაც დაბრკოლების 80% გადალახულია ადვილია ანტიტერორისტული ჯგუფების მოქმედება.. ჩვენთან სხვა ვითარებაა, არ ვართ ასე განვითარებულები, ავიაცია არ გვყავს სათანადო. მე მიმაჩნია, რომ მთავარი დატვირთვა ქართულ არმიაში დივერსიული ქვედანაყოფების შექმნას და ვრთნას უნდა დაეკისროს. უშეღავათო ბრძოლა გველის. ამერიკული ტაქტიკა გამართლებულია სუსტ მოწინააღმდეგესთან, ძლიერთან არ ჭრის. ისეთ თანაფარდობაში როგორც ჩვენ რუსეთთან ვართ, პირიქით ტერორისტული და დივერსსიული ბატალიონები უნდა იქმნებოდეს და არა პირიქით. Tazo200X ჩემზე გაქვს ლაპარაკი?