Jump to content
Planeta.Ge

Tazo200X

პლანეტელი
  • პოსტები

    213
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Tazo200X

  1. ახლა რა ხდება ჩემს სამყაროში...პრინციპში დიდი არაფერი ეს მე გახლავართ, თაზო, იგივე ბულდოგა, იგივე თამაზ გელას ძე დემეტრაშვილი. http://img134.imageshack.us/img134/238/recoveredjpegdigitalcamaz.jpg
  2. Private Nodari თან არ დაგავიწყდეს, რომ სადაც საუბარია ჯარზე, იქვე ახლო-მახლო პოლიტიკა ტრიალებს და თავის მყრალ სუნს აყენებს..გაიხსენე, როგორ უმტკიცებდა, რომ აშშ-ს არმია ქართულ ქვედანაყოფს უშუალოდ ავღანეთისთვის (და არა სხვა რამისთვის) ამზადებს
  3. Private Nodari შენი ნათქვამი არ იყო რომ ჩვენი ბიჭები იქ "სამუშაოდ" და ნაცმოს მხარდასაჭერად მიდიან
  4. Private Nodari თალიბებს სუსტ მოწინააღმდეგებად ამერიკელები ნამდვილად არ თვლიან.. აბა როგორ გეკადრება :sorry: მივხვდი, რასაც ამბობ.. რამდენიმე კვირის წინ ვკითხულობდი ამერიკელი სამხედრო ექსპერტის ანალიზს, სადაც ის ამბობს, რომ ამერიკა ისე შეეჩვია კონტრპატრიზანულ მოქმედებებს, რომ სრულიად დაივიწყა ე.წ conventional warfare...მარტივად რომ ვთქვათ, იმ ტაქტიკით, რა ტაქტიკითაც ხელმძღვანელობს აშშ-ს ჯარი, რუსების წინააღმდეგ ვერაფერს გახდებიან. ამერიკელმა სამხედროებმა ყურთ იგდეს ეს შენიშვნა და დაიწყეს ცვლილებების შეტანა თავის სტრატეგიებში. მაგრამ, რა სტრატეგიაც არ უნდა იყოს გამოყენებული, მცირე ზომის ქვედანაყოფების მოქმედება ყოველთვის, ყოველთვის იქნება გადამწყვეტი. ავიაციამ შეიძლება ააცილოს მიზანს, იგივე შეიძლება გააკეთოს არტილერიამ. საბოლოო წერტილი ყველა ვარიანტში ქვეითებმა უნდა დასვან. ზუსტად ამას აკეთებს ამერიკის მხარე..ახლა, წვრთნების შინაარსს აქ ვერ მოგიწყევბი Private Nodari მეხუმრები? წაიკითხე სულ პირველი გვერდი და მიხვდები..ღმერთმანი..
  5. ჭანო თქვენ ორში ერთი შეერია, რომლის კომენტარმა სასტიკად მომშალა ნერვებზე. ბოდიშს ვიხდი საწყენად თუ მიიღე. აწი პირდაპირ შევაგინებ იმ საცოდავს.
  6. Private Nodari მოდი ჯერ შენ დამისაბუთე, თუ რატომ? მართლა მაინტერესებს, რატომ ფიქრობ მასე..
  7. shamili როდესაც მას ჰქონდა საშუალება, ხალხის წინაშე გამოსულიყო და თავი გამოეჩინა როგორც პროგრესულად მოაზროვნე პოლიტიკოსად, ის გამოვიდა და თავი გამოიჩინა როგორც მასხარამ...სამწუხაროდ..ადრე მესიმპათიურებოდა თავისი ქარიზმატულობით და "არაგურჯული" მიდგომით საქმისადმი..მაგრამ შეეყარა ჭირს და მაგასაც გადაედო..
  8. Private Nodari მითხარი, სად უნდა გაშალო შენ ფრონტი ფართო მასშტაბით? გინდ აფხაზეთში და გინდ ცხინვალის რეგიონში? ეტაპობრივად გადავდივართ სხვადასხვა დონის ოპერაციებზე, თანდათანობით..ათეულის, ოცეულის, ასეულის, ბატალიონის...როდესაც ამ დონეებს ბოლომდე ავითვისებთ, შემდეგ შეიძლება ბრიგადების დონეზე მოქმედების განხორციელება.. ყველაფერი ერთბაშად რომ არ მოხდება, ხომ გესმის ახლა შენ
  9. Private Nodari ბატალიონის დონეს რას ერჩი? კატეგორიულად არ გეთანხბები, კატეგორიულად. მართალია, ოფიციალურად ამერიკული წვრთნის პროგრამა ანტიტერორისტულ ელემენტებს შეიცავს, მასში ბევრი ისეთი საკითხი შედის, რომელიც გამოგვადგება კი არა, გადამწყვეტი იქნება ნებისმიერი სახის ბრძოლაში.
  10. Private Nodari არ არსებობს ჯარი, სადაც არ არსებობს პრობლემები. ერთი წამით წარმოიდგინე, რომ ჯარი არის ბავშვი. ის ჯერ იბადება, შემდეგ პირველ ხმას იღებს, შემდეგ კბილი ამოსდის, შემდეგ პირველ ნაბიჯებს დგამს, სწავლობს ხელში კოვზის დაჭერას და ა.შ ჯარი არის ზუსტად იგივე. მის ჩამოყალიბებას სჭირდება დრო, გენერლების გაზრდას წლები უნდა. სტანდარტების ჩამოყალიბებას და ა.შ სჭირდება უზარმაზარი შრომა და მოთმინება. გადაავლე თვალი ისტორიას, ყოველ 5 წელიწადში საქართველო ომში ემბევა. ჯერ 90-იანი წლები,შემდეგ გალი 1998 წლებში, ცხინვალი 2004 წელს და ახლა ბოლოს ომი რუსეთთან. ვინ გვაძლევს დროს, რომ ჩამოვყალიბდეთ? Private Nodari რით ედრები, რიცხოვნობით?ეგ ფიზიკურად შეუძლებელია. რაც არ უნდა ტექნიკა შეიძინო და კადრები მოამზადო, რიცხოვნობით ვერც კი მიუახლოვდები რუსეთს.
  11. Private Nodari ავატარის მიხედვით სამხედრო საქმეში ასე თუ ისე ჩახედული უნდა იყო. ომი "წავაგეთ"..წავაგეთ რა, ფეხბურთის მატჩი იყო? ზუსტად არტილერია იყო, რომ ასობით ღორი ოკუპანტი მიაბარა საიქიოს, არტილერია იყო, რომელიც ცეცხლით დაფარვას ახორციელებდა დაჭრილების გამოყვანისას. ჭანო გავიცინებ, ჩავივლი თუ რას ვიზამ, ეგ ჩემი საქმეა. ფორუმზე რას დავპოსტავ, არავის არ ეხება. ისე, რატომ მიიღე შენს თავზე?
  12. როგორ მეცინება ხოლმე, როდესაც ჯარის საკითხებზე ექსპერტების დონეზე მსჯელობენ დილეტანდები
  13. Sakartwelo მებრძოლი მებრძოლია, მისი ავ-კარგიანობა როგორ იზომება შენი აზრით? სომხების ნაბრძოლი გაიხსენე, იგივე აზერების.. ჩვენ კიდე ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ომში ვართ..
  14. olegi მშვენიერი მებრძოლები ვართ, სანამ პოლიტიკა არ შეყოფს ცხივს იქ, სადაც საჭირო არ არის
  15. კოდორში რომ ბრძოლები ვიყო, მე პირადად დანამდვილებით ვიცი..და იქაური ბრძოლების მონაწილეებსაც ვიცნობ. თუ რატომ არ ხმაურდება დეტალები, ბევრ კითხვას ბადებს თავისთავად..იყო ბრძოლები, მაგრამ დიდხანს იქ ვერ გავქაჩავდით, მომარაგების გზა გადაკეტილი იყო.
  16. Temuri Yakobashvili აქვე გავიმეორებ წინა გვერდზე დასმულ შეკითხვას (იმედია ახლაც არ ჩამითვლით დემაგოგიაში ) როდესაც სამხედრო პირი დამოუკიდებლად იღებს ასეთ გადაწყვეტილებას, იმსახურებს თუ არა სასჯელს?შეგახსენებთ, ის ამჟამად საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე იმყოფება შეიარაღებულ ძალებში..
  17. Temuri Yakobashvili არანაირად არ ვარ ნაწყენი, რას ბრძანებთ უბრალოდ პირველად მეუბნებიან რომ დემაგოგი ვარ უკეთ უნდა დავაკვირდე საკუთარ თავს ალბათ
  18. Temuri Yakobashvili ჯანჯღავას იმდენი აქვს გამოვლილი ამ გადასვლა-გადმოსვლაში, უკვე შეეჩვია ჯარის საკითხებზე საუბარი ახლა უადგილოა ნამდვილად... მინდა დავუბრუნდე გენერალ ყურაშვილის საკითხს..აქაც პირადად თქვენი აზრი მაინტერესებს, ვიცი რომ არ ხართ კომპეტენტური, მაგრამ აზრი ხომ შეიძლება რომ გამოთქვათ.. მისმა განცხადებამ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენასთან დაკავშირებით, დამეთანხმებით, საკმაოდ გაგირთულათ საქმე დიპლომატიურ ფრონტზე..საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მან განაცხადა, რომ იყო კონტოზირებული და ამიტომ "წამოსცდა". როგორ ფიქრობთ, ეს წინადადება კონკრეტულად მას ეკუთვნოდა თუ ის ხელისუფლების მხრიდან იყო ნათქვამი და ყურაშვილმა ის მხოლოდ გაახმოვანა?
  19. Temuri Yakobashvili არ გაუშვიათ, "დააწინაურეს" და მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს.. თქვენთვის ჭკუის სწავლებას არ ვაპირებ, უბრალოდ გეტყვით, როდესაც სამხედრო მოსამსახურეს ფორმას ხდიან და კოსტიუმს აცმევენ, ეს არ არის დაწინაურება..კაცი მოაშორეს სამხედრო საქმეს და დასვეს მინისტრის მოადგილედ..ამასობაში გაერთიანებულ შტაბს ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელსაც არ აქვს დამთავრებული გენერალური შტაბის აკადემია. გენერალ ჭანკოტაძის წინააღმდეგ არაფერი მაქვს, უძლიერესი არტილერისტია და ომის დროს რა ზიანიც მიადგა მტერს, 80% (მეტი თუ არა)მისი დამსახურებაა, მაგრამ გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა ცოტა სხვა საკითხია..
  20. Temuri Yakobashvili ღმერთმანი, რა პატივია ჩემი ბლოგის კონკრეტულად რომელი ჩანაწერი მოგეჩვენათ დემაგოგიად? საერთოდ, მწვავე შეკითხვებზე პასუხის გაცემისგან თავის ასარიდებლად სიტყვა "დემაგოგია" ძალიან ეფექტურია :D
  21. Temuri Yakobashvili გენერალი ყურაშვილი, თქვენი აზრით, არ იმსახურებდა სასჯელს?როგორც მინიმუმ დაქვეითებას?
  22. Temuri Yakobashvili რა თქმა უნდა, გვაქვს. მაგრამ თუ ბანდიტი მისაღებ ოთახშია გამაგრებული, მაპატიეთ და სამზარეულოს არ შევუტევ
  23. ბატონმა თემურ იაკობაშვილმა მე მომცა რჩევა, დემაგოგია თურმე ძველი მეთოდია ძალიან საინტერესოა :D მოკლედ, მე შემდეგი დასკვნა გამოვიტანე მისი პასუხებიდან: 1-ბევრ კითხვაზე იძულებით არ გასცა გულწრფელი პასუხი. მიზეზი მარტივია და არ დავასახელებ..როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ სააკაშვილს 7 აგვისტოს შეცდომა არ დაუშვია, ის არ უნდა იყოს მთლად დალაგებული..გულწრფელად მინდა მჯეროდეს, რომ ბატონი მინისტრი სხვაგვარად ფიქრობს და ეს მისი პასუხი გულწრფელი არ იყო. 2-ბევრ კითხვას აარიდა თავი და მოგვიწოდა საგამოძიებო კომისიის დასკვნის წაკითხვისკენ. დანარჩენებს მერე დავწერ, მგონი აგრძელებს კითხვებზე პასუხების გაცემას.
  24. Temuri Yakobashvili მოახდინეთ მოსახლეობის ევაკუაცია, გააძლიერეთ ადმინ.საზღვარი, ჩაკეტეთ თუ საჭიროა, გაავლეთ ხაზი, რამე ქენით! აუკრძალეთ მოსახლეობას სახლებიდან გასვლა, დააწესეთ კომენდანტი საათი... და ამას თქვენ მეუბნებით?
×
×
  • შექმენი...