
joao
პლანეტელი-
პოსტები
53 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი joao
-
lasha1997 ვინ თქვა რომ საერთოდ არ მიგვიღებენ. საიდან ეს დასკვნა. იქნებ ინფორმაცია მომაწოდო. მე პირიქით მოვისმინე ბაიდენისგან, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანდება. ნატო საქართველოს კომისიაც ძალიან სერიოზულად მუშაობს. ნატოში განაცხადეს რომ საქართველო ვერასოდეს გახდება ნატოს წევრი? მოდი ასე ვთქვათ ნაბუკოს პროექტის განხორციელებისას და ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ნატოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნატო დაიცავს ნაბუკოს, შენ როგორ ფიქრობ, ეს როგორ უნდა მოხდეს? ან ეს განცხადება რას გულისხმობს თავისი შინაარსით. მე პირიქით ვფიქრობ, რომ ამ განცხადებით თითქმის თარიღიც დასახელდა, როდის შეიძლება ჩვენ ნატოში მიგვიღონ. :yes2:
-
babuagiorgi ყურადღებით არ წაიკითხე მემგონი ჩემი წინა პოსტი, როდესაც ვთქვით. გლობალიზაცია ეს დღეს ის იძულებითი აუცილებლობაა, რომლის ლოგიკაზეც დაპირისპირება ძალიან ძვირად დაგვიჯდა 1991წ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ლოგიკა ამჯამად უნდა მივიღოთ. აბსოლუტურად გამოვრიცხავ რუსეტის ევროსტრუქტურებში გაწევრიანებას. ეს რუსეთის დანგრევას ნიშნავს. ამიტომ ამ თვითმკვლელობაზე ვერ წავა რუსეთი იმ მითოლოგიიდან გამომდინარე რაც ორთავიან არწივის გერბშია გამოსახული.
-
babuagiorgi მადლობთ დარიგებისთვის. :alk:
-
lasha1997 ნატოში მიღებამ დააგვიანა. თუმცა ისიც გავითვალისწინოთ, რომ დახლოებით 10 წელი ბალტიისპირეთსაც დასჭირდა ნატოში მისაღებად. ამ ეტაპზე ალბათ ქარტიის ნორმები გააქტიურდება უსაფრთხოების ნაწილში. ეს პროცესი აქტიურად 2010 წლიდან უნდა დაიწყოს. ქარტიის მოქმედებაც ნატოში შესვლამდე იქნება და ასეცაა ქარტიაში ჩადებული.
-
lasalexx დიახ არავითარი თანამშრომლობა რუსეთთან მანამდე სანამ არ დაიწყება დეოკუპაციის პროცესი. რუსეთთან მხოლოდ ერთ შემთხვევაზე უნდა ვისაუბროთ, დეოკუპაცია საოკუპაციო ჯარების გაყვანა. მეტი არაფერი. სანამ რუსეთი ამაზე არ საუბრობს დიალოგი ვერ შედგება. კონკრეტულად ეს იგულისხმება იმ ციტატაში. რაც შეეხება მიშა გრიშას მე არ მიხსენებია არსად ეს. ამიტომ ძალიან გთხოვ, შენთვის სასურველ თემებზე ნუ დამიწყებ საუბარს. უბრალოდ მარტივად არ გესაუბრები. ეხლა მომიყევი დეკუპაციის გარდა რაზე უნდა ესაუბრო რუსეთს. შენ რას გააკეთებდი. babuagiorgi გგონია მე ვარ გლობალიზაციის მომხრე? არა არ ვარ. უბრალოდ ამ ისტორიულ ეტაპზე ამაზე დაპირისპირება ქვეყნის განადგურებას გამოიწვევს. დღეს ჩვენ უნდა შევძლოთ როგორმე ჩვენი ადგილი მოვნახოთ ახალ წესრიგში, მე პირადად არ მსურს ეს ადგილი წესრიგში რუსეთის იმპერიაში იყოს. 2 არჩევანია ან რუსეთის იმპერიაში ან ახალ მსოფლიო წესრიგში ჩვენი წილი უფლებებით და ოვალეობებით. მ ე მეორე მიმაჩნბია უკეთესად.
-
lasha1997 რომელი ვარიანტი? შენ რომ ამბობ ხოლმე საქართველო ისრაელი მინდა იყოს კავკასიაშიო, მე ვერ დაგეთანხმები. მე არ მინდა ისრაელი იყოს საქართველო კავკასიაში. ეს სისხლისგან დაგვცლის. ჩვენ უნდა მოვახერხოთ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამიტომ არის ნატო შესანიშნავი ამისთვის. ვინაიდან ჩვენი მეზობელი ატომური სახელმწიფოა რომელიც 2000 ჯერ დიდია საქართველოზე. ამ "ისრაელმა" ვისტან უნდა იისრაელოს რუსეთთან არა? ხოლო ისრაელი იმ რეგიონშია ატომური სახელმწიფო. მას სულ სხვა მეზობლები ჰყავს.
-
babuagiorgi შენ იცი ბოლო მონაცემები რა მოხდა და როგორ მოხდა ყველაფერი? რუსი მაღალჩინოსანი სამშვიდობო ბატალიონის მეთაურის ცვენება, რომელსაც ილარიონოვის ბლოგზე იხილავ, რომ რუსმა სამშვიდობოებმა ცეცხლი გახსნეს თავად. კულახმეტოვმაო ბრძნება მოგვცაო ცხინვალისკენ მიმავალ ქართულ სამშვიდობო ბატალიონს ცეცხლი გაუხსენითო. მეო ეს ბრძანება კულახმეტოვთან გადავამოწმეო და მან დამიდასტურაო, ვონაიდან ეს არ შეიძლებოდაო. ეს მასალები არსებობს. ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. ეს ყველაფერი გამოქვეყნებულია და ტყალიავინის კომისიააც იტყვის ამაზე, ვინაიდან ჩვენებაა ჩამორთმეული ამ მაღალჩინოსნისათვის. საქართველოს აგრესია ვერ დადასტურდება, და ვფიქრობ არც გინდა ეს. უბრალოდ შიშობ ასე არ მოხდეს.
-
licemer იმპერიული იდეა ეს შეიძლება იტქვას გასაგები ამბავია და ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ მე არ მესმის იმ რუსეთის მომხრეების, რომლებიც ამ იდეას ანვითარებენ, მაგრამ ვერ მეუბნებიან, რას გვთავაზობს რუსეთი. ვთქვათ შევედით რუსეთის გავლენის სფეროში, რა პერსპექტივა აქვს საქართველოს. ან ვინმემ მაინც მითხრას, რომელიმე რუსმა პოლიტიოლოგმა სახელმწიფო მოღვაწემ ხელისუფლების წარმომადგენელმა თქვა რაიმე მინიშნება რა იქნეა საქართველოს მომავალი რუსულ გავლენის სფეროში? ჩემთვის ცნობილია, რომ შევარდნაძის მიერ ჩარჩო ხელშეკრულების გაპიარება ემსახურებოდა იმას, რომ საქართველო სომხეთის დარად 25 წლიან კონტრაქტს აფორმებდა რუსეთის ბაზების თაობაზე მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნების ხარჯზე. ლტოლვილების დაბრუნების ხარჯზე, რაზედაც ელცინის რუსეთმაც კი უარი თქვა. ეხლა ვინმემ ამიხსნას რა პერსპექტივა აქვს საქარტველოს რუსეთთან სახელმწიფოებრივ განვითარების ან გეოპოლიტიკური განვითარების თვალსაზრისით. ან ვინმე რუსის მოსაზრება მაჩვენეთ, სადაც ამაზე იქნება საუბარი. ისევ საბჭოთა კავშირის მსგავსი კონგლომერატი? მემგონი ამაზე არ უნდა დავთანხმდეთ. სხვათა შორის ისეთი საინტერესო შეკითხვა დასვი, რომ ჩემთვის ეს მეტად ბუნდოვანია. მეც ხშირად ვფიქრობ ამაზე. რა უნდათ. რას აკეთებენ. თუ კავკასიის დატოვება უნდათ ასეთ განლაგებაში და ასეთი ემთოდებით ამას ვერ გააკეთებენ. ერთი რამე რჩება, მემგონი იშორებენ კავკასიას, უბრალოდ სჯიან და ისე. ანუ ჩვენს შემდეგ ქვაქვაზე ნუღარ დარჩენილას პრინციპით. სხვა მიდგომებით, ამის გაკეთება შესაძლებელი იყო.
-
Sakartwelo თუ მაშინდელ რუკას გადახედავთ რაც მოხვდა ჩვენს საზღვრებში ნახავთ. რომ ვერ აკონტროლებდა ეს სხვა საკითხია. მე არ მითქვამს, რომ საზღვრების დემარკაცია მოხდათქო. სხვათა შორის მას შემდეგ რაც ჩვენი წარმომადგენელი არ წავიდა ზავის პირობების შესათანხმებლად თურქები ამის შემდეგ გათავხედნენ. ბათუმის ოკუპაციისგან განთავისუფლებაც 1921წ. 25 თებერვლის შემდეგ მოხდა მაზნიაშვილის მიერ. babuagiorgi რომელი საერთაშორისო სამართლიდან გამოდინარე. იქნებ მაჩვენო დოკუმენტი ოფიციალური შეფასება რომელიმე საერტაშორისო ორგანიზაციის გაეროს, ევროსაბჭოს, ევროკავშირის ან სხვა რომელიმესი რუსების გარდა სადაც საქარტველო 2008წ. ომში აგრესორად გამოცხადდა.
-
Sakartwelo რა თქმა უნდა მაშინდელი გადასახედიდან ასე იყო, რუსეთის იმპერიას უერთებდნენ და ჩვენ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნიც არ გვქონდა მე-19 საუკუნეში, მაგრამ ვსაუბრობთ დღევანდელი გადასახედიდან. თუნდაც 1918წ. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეს ტერიტორიები ვის საზღვრებში მოხვდა? პარადოქსია, მაგრამ საქართველოს საზღვრებში, ტუმცა მის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.
-
licemer არ ვიცი თავს ვერ გამოვიდებ. იმის ფონზე რაც ივლისში ამერიკულმა დიპლომატიამ გააკეთა, ვფიქრობ ომის საფრთხე შემცირდა სერიოზულად, მითუმეტეს, რომ რუსეთი ვერ იქნება დარწმუნებული ომის შემთხვევაში რას მოიმოქმედებს ამერიაკა და შეიძლება გადაჭარბებული გეგონოთ ჩემი მოსაზრება, მაგრამ რაფერს არ გამოვრიცხავ, მათ შორის უშუალო ჩარევასაც. ამის საფუძველს სწორედ ივლისის დიპლომატიური ზეწოლა მათქმევინებს, რაც ამერიკამ რუსეთზე განახორციელა. საქმე იმაზე სერიოზულად არის ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ამაში ვგულისხმობ სწორედ არამარტო დიპლომატიურ, არამედ ამიერ კავკასია შუააზიის ენერგო ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას და პრაქტიკულად იმ გეგმის განხორციელებას, რაზედაც თითქმის ერთი წელია ვწერდით.
-
თუ რუსულ ქართულ და რუსულ კავკასიურ ისტორიულ სამართლებრივ ანალიზს გავაკეთებთ შევამჩნევთ, რომ რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა საქართველოს და კავკასიის მიმართ, აბსოლუტურად განსხვავდება რუსეთის კავკასიაში შემოსვლის პოლიტიკისაგან. 1783წ., როდესაც რუსეთმა გააფორმა ტრაქტატი საქართველოსთან ამის შემდეგ მთელი 18 წელიწადი პრქტიკულად მოანდომა იმას, რომ საქართველო დაესუსტებინა. ეს ფაქტები შესანიშნავად აქვს ასახული ივანე ჯავახიშვილს თავის პატარა წიგნში "რუსეთ საქართველოს ურთიერთობები მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში", რომელიც ეხლა გამოქვეყნდა პირველად. კომუნისტების დროს მას დღის სინათლე არ უნახავს. რუსეთმა პრაქტიკულად კრწანისის ომი ირანთან შეთანხმებით მოუწყო საქართველოს და ერეკლეს დიპლომატიამ ეს საკითხი ჭამა. ეხლა რაც შეეხება თემის მთავარ შინაარსს. რუსეთის იმპერიის მაშინდელი და დღევანდელი პოლიტიკური მოქმედებები რადიკალურად განსხვავებულია. მე-19 საუკუნეში, რუსეთმა მიიღო საქართველოს მხრდაჭერა, რაც გახდა საფუძველი იმისი, რომ რუსეთი კავკასიაში შემოვიდა. შემოვიდა, და დღევანდელი მდგომარეობით, რუსეთის გეოპოლიტიკური მოქმედების ცენტრი არის კავკასია. ტერმინიც კი დამკვიდრდა მედვედევ-პუტინის მიერ. პრიორიტეტულად სასიცოცხლო მნიშვნელობის ტერიტორია რუსეთისათვის. თუმცა, რუსეთმა 90 -იანი წლებიდან პრაქტიკულად მოახერხა და შექმნა საქართველოს დაკარგვის უდიდესი საფრთხე, რაც ასევე დაკარგვით დასრულდება. ეს ისტორიული კანონზომიერებაა, თუ რატომ მოგახსენებთ. რუსეთის შემოსვლა დაიწყო დაქუცმაცებულ საქართველოში. ჯერ მათ შემოიერთეს ქართლ კახეთი, 1801წ. იმერეთი, 1810წ. გურია 40 იან წლებში, სამეგრელო 1857წ. სვანეთი 1870წ. აჭარა და ახალციხე 1878წ. შეიძლება თარიღები ცოტა შემეშალა, მაგრამ იდეა არის ის, რომ მათ დაიწყეს საქართველოს გაერთიანება. ნუ იმ სისაძაგლეების ფონზე, რასაც ეკლესიის გაუქმება, ენის დავიწყება და.... თავად ეს იდეა, საქართველოს გაერთიანების, არის ჩვენი ისტორიული იდეა. ამიტომ მოკავშირეობა, მიუხედავად ასეთი სასტიკი მოპყრობისა მაინც შედგა. საქართველოს დახმარებით, მათ შეძლეს მთელი ჩრდილო და ამიერ კავკასიის დაპყრობა. ანუ საქართველო იყო ის ქვეყანა, რომელმაც დაუშვა და შემოუშვა რუსეთი კავკასიაში. საქართველოს მოკავშირეობის გარეშე რუსეთს ეს ძალიან გაუჭირდებოდა. თავად მოკავშირებაა გეოპოლიტიკური მიზნების შესრულების მთავარი მამოძრავებელი. ანუ რუსეთის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ აქცენტი გააკეთეს მოკავშირეობაზე და ამით შეძლეს კავკასიაში შემოსვლა. დღეს რა გვაქვს სახეზე. დღეს პრაქტიკულად რუსეთმა საქართველოსთან ასეთი მტრობით, გაიკეთა ხარაკირი. ის აუცილებლად წავა კავკასიიდან და ეს იქნება აუცილებელი, ისტორიული ლოგიკა. ვინაიდან კავკასიაში ყოფნის, დარჩენის მთავარი პირობა არის მისი ცენტრალური სახელმწიფოს-საქართველოს მოკავშირეობა. თუ საქართველო უარს იტყვის ამაზე, დამპყრობელი აქედან მიდის. იძულებით რა თქმა უნდა ვერ მკვიდრდება. ეს იყო მთელი ჩვენი ისტორიის ლოგიკა. ან თუ საქართველო იბრძვის და ებრძვის იმპერიას, მაშინ ის აქ ვერ მკვიდრდება. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია რუსეთის პოლიტიკა ჩვენს მიმართ, ბოლო 15 წლის განმავლობაში. მან ყველაფერი გააკეთა, რათა მოეხდინა მისი, როგორც სახელმწიფოს დისკრედიტაცია ქართველების თვალში. დაწყებული 89წ. 9 აპრილიდან პრაქტიკულად რუსეთმა ყველა ნაბიჯი, რაც გადადგა ჩვენი მიმართულებით იყო შუასაუკუნეობრივი და ნეგატიური. დღევანდელი რუსეთი ძალიან ჰგავს 1915-17 წლის მეფის რუსეთს, მეთოდებით და მენტალობით. ასევე ბოლშევიკურ რუსეთს. პრაქტიკულად არაფერი შეუცვლიათ თავიანთ პოლიტიკაში, რაც გამოიწვევს მის გეოპოლიტიკურ მარცხს კავკასიაში. რუსეთმა დაუშვა კარდინალური შეცდომები, რომელიც მე-19 საუკუნის რუსეთს არ დაუშვია. მან იმ პერიოდისათვის საკმაოდ თნამედროვე მეთოდებით შეძლო საქართველოს მეკავშირეობის შეძენა, რაც ამ რუსეთმა დაკარგა. არადა საქართველოს გარეშე, კავკასიაში სიტუაციის შენარჩუნება შეუძლებელია. მან არჩევანი გააკეთა ისეთ კვაზი სახელმწიფოებზე, როგორიცაა ჩრდილო ოსეთი, აფხაზეთი, ყაბარდო ბალყარეთი, ადიღე.... ეს კვაზი სახელმწიფოები არის სწორედ რუსეთის მარცხი. მან დაკარგა მთავარი მეკავშირე. შესაბამისად, ის დაკარგავს კავკასიას. 93წ. შემდეგ რუსეთს ჰქონდა უნიკალური შანსი, რომ მოეხდინა საქართველოს ინტეგრაცია რუსეთში. წინააღდეგ შემთხვევაში აბსოლუტურად გაუგებარია აფხაზეთის ომის შედეგები, გამსახურდიას გადატრიალება, ასევე ცხინვალის რეგიონი. საქართველოს შემორიგება ადვილად იყო შესაძლებელი ამ ტერიტორიების საქართველოში ინტეგრაციით. რუსეთმა ყველაფერი გააკეთა პირიქით და საქართველოს კურსიც 1998წ. შეიცვალა. სტამბოლის შეთანხმების შემდეგ. რუსეთმა აგვისტოს ომით, პრაქტიკულად ხარაკირი ჩაიტარა კავკასიაში. შეუქცევადი გახადა რა ნატოს გაფართოება და ამ გაფართოების დაინტერესება დღეს აშშ-ის მხრიდან ძალიან გაძლიერებულია. ამ ხარაკირის ნაწილია ამ კვაზი სახელმწიფოების აღიარება, რაც იყო იმ შეცდომების გვირგვინი, რაც პრაქტიკულად რუსეთმა 1993წ. დან დაუშვა. ისტორიული გამოცდილებით, საქართველოს გაერთიანების ეროვნულ ისტორიული იდეა დარღვეულ იქნა რუსეთის მიერ. ანუ მან დაუშვა კარდინალური შეცდომა, რაც აუცილებლად მას დააკარგვინებს კავკასიას. მოსალოდნელია უფრო საშინელი შედეგები, რომელიც შესაძლოა დადგეს და მას ეწოდება რუსეთის დაშლა. გაუგებარია რატომ წარმოიდგინა რუსეთმა რომად თავი და ჩვენ რატომ წარმოგვიდგინა კართაგენად. მაშინ როდესაც ამის არავითარი აუცილებლობა არ იყო. საინტერესოა თავად რუსული დიპლომატიის ფლიდობა, რომელმაც სწორედ ამ თვითმკვლეობის დასაწყისად შეიძლება მივიჩნიოთ. ჩვენს ისტორიაში უკვე 200 წლოვანი გამოცდილება დაგვიგროვდა რუსულ დიპლომატიასთან ურთიერთობის. მხოლოდ ერთი გამოცდილება შემოგვრჩა. რუსული დიპლომატიის ფლიდობა და სხვათა შორის, ეს მხოლოდ ჩვენი გამოცდილება არ არის. პირველი იურიდიულ-დიპლომატიური ურთიერთობა 1783წ. მოხდა. გეორგიევსკის ტრაქტატით. ფლიდობა 1801წ. ალექსანდრე I-ის მანიფესტი ქართლ კახეთის სამეფოს გაუქმება და რუსული მმართველობის დაწესება იყო. ერთმა საუკუნემ ლოკალურ აჯანყებებში და საბოლოო ჯამში შეგუების პროცესში გაიარა, მაგრამ 60-იანელების და ილია ჭავჭავაძის უიძლიერესი ეროვნული მოძრაობის გამო, შემონახულ იქნა ჩვენი ეროვნული იდეა თავისუფლებისა და ერთიანობისა. 1907წ. აგვისტო. სოც-დემოკრატების მიერ ილიას მკვლელობა, რომელიც განხორციელდა სწორედ მაშინ, როდესაც ილია ჭავჭავაძეს, მაშინდელი დუმის სენატორს, სერიოზული საკითხები ჰქონდა დაყენებული რუსეთის ხელისუფლების წინაშე, რაც საქართველოს ავტონომიიის მინიჭებას ემსახურებოდა. ასევე მის მიერ ხორციელდებოდა ეროვნულ დემოკრატიული პარტიის შექმნა. ანუ სერიოზული პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბება. მკვლელობა სწორედ რუსეთზე ორიენტირებულმა და რუსეთის სოც. დემოკრატიული პარტიის ქართული განაყოფის მიერ განხორციელდა. 1920წ. 7 მაისი ხელშეკრულება რუსეთთან. ნეიტრალიტეტის შეპირება საბჭოთა რუსეთისთვის და ინგლისელების დახმარებაზე უარის თქმა, რომლებიც ძალიან დაინტერესებული იყვნენ კავკასიით. ისევ ნდობა რუსეთისადმი და ისევ 1921წ. 25 თებერვალი. ინგლისის დახმარებით, ჩვენ შევძლებდით დამოუკიდებლობის შენარჩუნებას მინიმუმ მეორე მსოფლიო ომამდე. თუმცა ისევ რუსული ნდობა. უარი რეალურ დახმარებაზე, რასაც ინგლისელები გვთავაზობდნენ. ამ ხელშეკრულებით და ფლიდობით, საბჭოთა რუსეთმა, დაიკავა აზერბაიჯანი, სომხეთი 1920წ. შემოდგომაზე და მოადგა საქართველოს. მეთოდები იგივე. შულავერის მთავრობა, ცხინვალში ოსური ბუნტი და 25 თებერვალი. მთავრობა გაიქცა. ჟორდანიას ეროვნულმა გვარდიამ, რომელმაც 1918წ. 24 ივნისს (საბედისწერო დღეა ჩვენს ისტორიაში ამ დღეს დაგომისის ხელშეკრულებაც გაფორმდა) მოახდინა ნოე რამიშვილის გადატრიალება მთავრობის თავმჯდომარეობიდან. 70 წლიანი ჭაობი. 90 იანი წლები. ეროვნული მოძრაობა. 91წ. რუსული გეგმით ხელისუფლების დამხობა, ისევ რუსული ფლიდობა, შევარდნაძის დასმა, მაგრამ გარანტიების მიღება აფხაზეთის და ცხინვალის სახით. სამშვიდობოები. გაყინული კონფლიქტი. ისევ შეპირება, ესენგე, კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულება ესნგ-ს ფარგლებში, შეპირება ტერიტორიების დაბრუნებაზე, ისევ ფლიდობა, ისევ ტყუილი. 2004წ. მკაცრი კურსი ნატოსკენ, ევროპისკენ, რუსული ბაზების გაყვანისკენ და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისკენ. ისევ რუსული ფლიდობის მცდელობა, მაგრამ ამჯერად აღარ ვენდეთ. ამჯერად უარი არ ვთქვით აშშ-ის დახმარებაზე, კურსზე. დიპლომატიურმა ფლიდობა ამოვიცანით, როგორც იქნა 200 წლის მანძილზე. ისევ 21 წლის მცდელობა, მაგრამ ამჯერად სასურველი მიზანი არ დადგა. ვერ მოახერხეს ვერც კურსის შეცვლა, ვერც აშშ ის დახმარებაზე უარი, ვერც ნატოსკენ სვლის შეჩერება, მაგრამ მოახერხეს გახლეჩვა ქვეყნის. გაააქტიურეს თითქოს მინავლული მე-5 კოლონა. იბრძვიან ყველა ხერხით. თუმცა ამჯერად მოხერხდა მათი ბინძური მიზნების გაცხადება. ამჯერადაც ცდილობენ, რომ გავიმეოროთ ის, რაც მანამდე. დღეს ჩვენ რუსეთს აღარ უნდა ვენდოთ. გვემუქრებიან, პროვოკაციებს აწყობენ, ათას სისაძაგლეს აკეთებენ, მაგრამ ჩვენ დღეს გვყავს რუსეთზე 10 ჯერ ძლიერი მეკავშირე. ჩვენ მოვახერხეთ, რომ ეს მოკავშირე დაინტერესდა კავკასიით. ჩვენი ისტორია ინტერესების კონფლიქტია. ამიტომ აუცილებელია, რომ არცერთი ნაბიჯი უკან. თუ ჩვენ, შევძლებთ რუსულ ფოჩიან კანფეტებზე უარის თქმას, ჩვენ შევძლებთ ყველაფრის დაბრუნებას და ოკუპანტების განდევნას. საკმარისია, ვისწავლოთ, ჩვენი მტერი. არავითარი კომპრომისი რუსეთთან. ეს ეხება ხელისუფლებასაც და ეს ეხება საზოგადოებასაც. ორივე ინსტიტუტს შეუძლია სასიკვდილო ზიანის მიყენება. ამიტომ ყველა უნდა გაერთიანდეს ამის წინაარდეგ. ჩვენ არ გვაქვს ახალი 25 თებერვალი. რუსებს ეს უნდოდათ. სიბრიყვეა, ის რომ გიორგაძეს აქ ვერ მოიყვანდა ხალხი არ აირჩევდა.... შევარდნაძე არანაკლები სახელგატეხილი იყო, მაგრამ ჩამოვიდა. შეუცნობელია ძალნი პრ-ისანი. ჩვენი შიდა პრობლემები უნდა დარჩეს ჩვენს გადასაწყვეტად. ისტორია მეორედება. 21წ. ისტორია, მაშინდელი პოლიტიკური განლაგებები როლების შეცვლით იგივეა. მაშინაც ავიღეთ დასავლეთის კურსი, მაგრამ მერე როდესაც ინგლისელებს უარი ვუთხარით დახმარებაზე ძალიან გავიკვირდა, დასავლეთმა ხმა რომ არ ამოიღო 25 თებერვალზე, არადა ყველაფერი ჩვენით გავაკეთეთ. ჩვენ ვთქვით უარი ამ ყველაფერზე და შედეგიც ლოგიკური იყო. დღეს ეს არ გავაკეთეთ და დახმარებაც მივიღეთ. აი ეს არის განსხვავება. აქვე მოვიყვან ნიცშეს იგავს "ასე იტყოდა ზარათუსტრადან". სულის სამი გარდასახვის შესახებ, ცოტა ალეგორიულ პლანში. უნდა მოვიშოროთ აქლემის სინდრომი, "მე მინდა" ეს ლომის მახასიათებელია და არ გვიღებენ, არ გვეხმარებიან, არ ვუნდივართ, გადაგვაგდეს, გაგვყიდეს.... ამ მე მინდასთან არის ძალიან სუსტი. ჩვენ, ჩვენს ისტორიაში, უნდა გადაჭრით ვთქვათ, ჩვენ გვინდა დასავლეთთან. აქ მერყეობა, სწორედ რუსის სურვილია. ისტორიული მეხსიერება, მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება. რუსეთის ნდობა უნდა დაიმსხვრეს ჩვენს მეხსიერებაში. ჩვენ ეს ვცადეთ, ვცადეთ უამრავჯერ. შედეგები მივიღეთ საშინელი. ამიტომ უდრეკ ნებასთან, უდრეკ ნებელობასთან ყველაფერი მარცხდება. რუსეთიც დამარცხდება და თუ რატომ, ჩვენ შეგვიძლია დავაჩქაროთ ეს ყველაფერი, ვინაიდან რუსეთი უშვებს კარდინალურ შეცდომებს კავკასიაში. ომი, სამხედრო ძალა, ეს არის უკანასკნელი მოჰიკანი სიტუაციის შენარჩუნების და პოზიციების განმტკიცების. ეს არის დიდი სისუსტე და იძულება, ვინაიდან, რუსეთის სიდიდის ქვეყანას ეს არ უნდა სჭირდებოდეს. რუსეთი ხაფანგშია მომწყვდეული და საქართველო მისი აქილევსის ქუსლია კავკასიურ პოლიტიკაში. თუ ჩვენ შევძელით ამ ქუსლის მზის სინათლეზე გამოტანა, ეს იმას ნიშნავს, რომ ზუსტი დამიზნებით, შეგვიძლია ამ ქუსლში ისრის გარჭობა, რაც მის სიკვდილს გამოიწვევს. არაფერი ახალი არ არის იმაში, რომ იმპერიების მიერ ჩვენი დაპყრობის შემდეგ მისი მომხრეები არსებობდენნ, მაგრამ მტკიცე ნებას, ყველა იმპერიის დამარცხება შეუძლია.
-
შემოგთავაზებთ ჩემს სტატიას, რომელიც დაიწერა ობამას მოსკოვში ვიზიტამდე და ბაიდენის საქართველოში ვიზიტამდე. მაშინ ვფიქრობდი, რომ ომის ალბათობა 80% იყო. ეხლა ვფიქრობ ეს საფრთხე შემცირებულია 30/70%-ზე. ფელენგაუერს ვერ დავეტანხმებით ბოლომდე. ბევრი ინფორმაცია ვრცელდებ დაიწყება თუ არა ომი საქართველოში და დაიწყებს თუ არა მას რუსეთი. რამდენად სჭირდება დღეს რუსეთს ომი და არის თუ არა ეს საფრთხე. ვფიქრობ, რომ საფრთხე მართლაც ძალიან რეალურია, მიუხედავად იმისა, როომ რუსეთ თავად გააჩნია ამ ომის შედეგად რიგი საფრთხეებისა, კერძოდ; 1. მთელი კავკასიის ჩართვა ომში. 2. ეკონომიკური კრიზისი რუსეთში და მისი კიდევ უფრო გაღრმავება. 3. ომის შემთხვევაში დასავლეთის სერიოზული ზეწოლა რუსეთზე, უფრო ძლიერი, ვიდრე ეს აგვისტოში მოხდა. 4.ამ ზეწოლით დასავლეთის მიერ რუსეთზე სერიოზული ზეგავლენის მოხდენა და ენერგომატარებლების ალტერნატიული წყაროების უფრო თამამ და იოლად გაყვანა. ასევე საინტერესოა, ზემოთჩამოთვლილი საფრთხეების შეფასება, იმ ჭრილში, თუ რა შედეგები დაუდგება რუსეთს, თუ ის ვერ მოახერხებს კავკასიაზე და შავ ზღვაზე სრულ კონტროლს ან ვერ შეინარჩუნებს. 1. გეოპოლიტიკურად წამგებიან პოზიციაში ყოფნა და მიმდინარე გეოპოლიტიკური მიზნების საფრთხის ქვეშ დაყენება. 2. ნორდსტრიმზე სერიოზული წინააღმდეგობა სკანდინავიის და ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან. 3. გაზის დივერსიფიკაციის ნაბუკოს პროექტი- სერიოზული ალტერნატივა. 4. ნაბუკოს პროექტის რეალიზაციის შემთხვევაში შუააზიის გაზმარაგებზე სერიოზული კონტროლის დაკარგვა, რაც ამჯერად რუსეთის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წყაროა ევროპის გაზმომარაგების და მონოპოლიის საკითხში. ეს არის იმ საფრთხეების და ამ საფრთხეების რისკების შემცველი მეტნაკლებად არასრული სია, რომლის გამოც უნდა შევაფასოთ ომის დაწყების და არდაწყების ნიშნები. ჩემი შეფასებით ის საფრთხეები, რაც შეიძლება მოყვეს რუსეთის მიერ საქართველოსთან ომს დაახლოებით პროცენტულად ასე გამოისახება 80% ომის დაწყება, 20% ომის დაწყებისგან თავის შეკავება. რუსეთი, არ მოერიდება კავკასიაში შესაძლო ფეთქებადსაშიშ სიტუაციას, მითუმეტეს, რომ კავკასიაში დღეს არ არის ის სიტუაცია, რომ იყოს 100% იანი გარანტია, ცეცხლის ალში მთლიანი კავკასიის გახვევის. იმ რესპუბლიკებში, სადაც ფეთქბადსაშიში სიტუაციაა, ესაა დაღესტანი, ინგუშეთი და იჩკერიის ძველი მებრძოლები, რომლებიც შემორჩნენ, არ არსებობს ერთიანი სტრატეგიული დაპირისპირება რუსეთთან, ერთიანი ლიდერით და ერთიანი ფრონტით. ჩრდილო კავკასიის ცენტრალური რესპუბლიკა ჩეჩნეთი უშუალოდ პუტინის მიერ კონტროლდება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული ვითარებაა სამივე ამ რესპუბლიკაში, ვფიქრობ იმ იდეისთვის ბრძოლა, რა იდეითაც შესაძლოა საქართველო ჩაერთოს ამ ომში ამ რესპუბლიკებში არ არსებობს, არც იდეოლოგიური და არც სხვა მიმართულებით. თუმცა არ არის გამორიცხული 2 რესპუბლიკაში, დაღესტანში და ინგუშეთში სერიოზული სამხედრო დაპირისპირებები დაიწყოს. ერთიანი ფრონტი, ერთიანი ლიდერი, მაგალითად ისეთი, როგორიც იყო ჯოხარ დუდაევი, დღეს არ არსებობს. ამიტომ რუსეთის მიერ მათი ძლევა უფრო იოლია, დღეს, ვიდრე ეს 90 იან წლებში იყო. ეკონომიკური კრიზისი რუსეთისათვის დღეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. ასევე მოსალოდნელია ამ კრიზისის კიდევ უფრო გაძლიერება, მიუხედავად იმისა, რომ შიდა პრ-ისთვის ომს დადებითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. თუმცა შესაძლოა სწორედ ეს იქცეს იმ ქვად, რომელიც რუსეთს სერიოზულ ზიანს მიაყენებს, იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთიდან ის მიიღებს სერიოზულ ზეწოლას და მოუწევს ისევ შუა გზაში გაჩერება, ძალიან ცუდი შედეგებით. რის შემდეგაც ერთადერთი ნაბიჯი, რაც შეიძლება რუსეთმა გადადგას, არის უკან გადადგმული ნაბიჯი. შესაბამისად ის მიიღებს დასავლეთიდან სერიოზულ ზეწოლას და მოუწევს უკანდახევა არამარტო საქართველოსთან დაკავშირებით, არამედ ენერგომატარებლების გზაზეც. აგვისტოს ომის რიტორიკამ რუსეთისთვის დღევანდლამდე ძლივს მოაღწია. ბოლო აკორდი, რომ რუსეთს თავის ქმედებაზე საუბარი აღარ შეუძლია და მხოლოდ თავხედობა და თავგასულობა შემორჩა ეს, გაეროში მისი ვეტო იყო. ვეტო, ანუ წერტილი, რომელიც რუსეთმა თავისთავს დაუსვა და თავის დიპლომატიას, და მოემზადა ახალი რიტორიკისთვის. რათქმაუნდა ეს დროში განგრძობადი საკითხია, მაგრამ დროში ის მასზე ცუდად აისახება. ერთადერთი საშუალება, რაზედაც რუსეთმა შესაძლოა გააკეთოს გათვლა არის ბლიცკრიკი საქართველოში. რისი საშუალებაც მას ვფიქრობ არა აქვს. მაქსიმალური ვადა ბლიცკრიკის უნდა იყოს 1 კვირა დედაქალაქის აღების ჩათვლით. ალბათ ყველა გეგმა ამას გაითვალისწინებს და საომარი ვითარების დაწყების შემთხვევაში შემოტევა განხორციელდება დაახლოებით 5 მიმართულებით. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი დგება უდიდესი რისკების წინაშე გეოპოლიტიკური მიზნების თვალსაზრისით. რაც ჩამოვთვალეთ. ისევ გაეროს ვეტოს ირაციონალურ მომენტს ვუღრმავდები. ეს რუსული დიპლომატიის რიტორიკული წერტილია. ვინაიდან ყველაზე მაღალი ტრიბუნა დღეს გაეროა. გაეროში ვეტოს გამოყენება , რაც 2009წ. 16 ივნისს რუსეთმა გააკეთა არის სწორედ იმის ნიშანი, რომ ის აპირებს ბოლომდე ბრძოლას და ნებისმიერი რისკის ფასად ეცდება თავისი გეოპოლტიკური მიზნების განხორციელებას. თუნდაც ამისთვის დასჭირდეს ხელახალი ომი, მაგრამ ბოლო ომი. ანუ ის ემზადება ბოლო ომისთვის საქართველოში. როდესაც ვამბობ ბოლო ომს, ვგულისხმობ შემდეგს. ერთადერთი გამოსავალი ამ ომში გამარჯვებაა. რუსეთი გათვლის მხოლოდ გამარჯვებაზე, ვინაიდან ამ ომში სრულად გეგმების შეუსრულებლობა, რაც რუსეთს აქვს, ანუ კავკასიის ენერგოდერეფნის ხელში ჩაგდება და ფაქტობრივი კონტროლი, გამოიწვებს მის მარცხს. ვინაიდან არის საშიშროება, რომ მოხდება ნატოს ექსპანსია კავკასიაში, თუნდაც ნაბუკოს და სხვა პროექტების დაცვის თვალსაზრისით, რაც რუსეთის სრულად გამარჯვების შემთხვევაში გამოირიცხება. ამიტომ რუსეთი ემზადება ბოლო ომისთვის. კავკასიის ხეობებში განთავსებული რუსული ბატალიონები ჩრდილოკავკასიის ომში ჩართვის შემთხვევაში ბუფერის როლს შეასრულებს. ამიტომ ომის მზადებამ შესაძლოა საკმაო ხანს, აგვისტოს შუარიცხვებამდეც გასტანოს და უზუსტესად დაიგეგმოს ყველა დეტალი. ეს არის რუსეთისთვის დანის პირზე გასვლა. ის ან საბოლოოდ დამკვიდრდება კავკასიაში, ან საბოლოოდ წავა. მე ვფიქრობ, რომ გეროს ვეტოს შემდეგ, საერთაშორისო პრევენცირება ძალიან გართულდება ამ ომის თავიდან ასაცილებლად. რუსეთმა ვფიქრობ გადაწყვიტა საბოლოოდ თქვას, რომ კავკასია მას ეკუთვნის. ყველაზე მეტად, რამაც დამანახა რუსეთის ომისთვის მზადება და შეიძლება ითქვას გადაწყვეტილების მიღება, ეს გაეროში ვეტოა. შეიძლება ეს საკმაოდ ირაციონალური იყოს, მაგრამ რატომღაც ამ შემთხვევაში ირაციონალურს ვამჯობინებ, მიუხედავად იმისა, რომ არის სხვა გარეგანი ბევრი ნიშანიც. იგივე წრთვნები "კავკაზ 2009", ჩვენს საზღვრებთან მოახლოება, კონფლიქტური რეგიონების იარაღით გავსება და ... საფრთხე მართლაც დიდია, მაგრამ ამას თავის დრამატულობას ისიც მატებს, რომ ეს ბოლო ომი უნდა იყოს რუსეთისთვის კავკასიაში და სწორედ ამაზე გათვლიან.
-
newstudio ჩაგისწორე პოსტი....პმ-ში შეგიძLია მისწეორ ვისაც გინდა, აქ საგინებელი ასპარეზი არაა-ნუსტუდიო პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია newstudio: დღეს, 05:51 PM იცი რა არ მესმის არჩილ? ვერ გავიგეკაროჩე ჟოა,მე ჩემს ნათქვამზე ატვეჩაი გავდივარ და კიდევ გეუბნები მე შენთვის არავითარი ძვირი სიტყვა არ მიკადრებია მეთქი.სანამ ყველას თავის სახელს არ დავარქმევთ არაფერი არ გამოვა.კაცს კაცი უნდა უწოდო და პროჭს კიდევ პროჭი. ეს რას ნიშნავს, ან ის რაც წინა გვერდებზე დაწერა lasha1997. იქნებ ამიხსნა ეს ამ ფორუმის ეთიკის ნორმებში ჯდება? ეს ნორმაა აქ? იქნებ გამცე პასუხი. ეს ნორმაა და ეთიკურია ამ ფორუმისთვის? არც ვორნია გათვალისწინებული? ბაზარში ვართ? თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის რაც წაშალე არ იყო წასაშლელი. წასაშლელი უნდა წაიშალოს ამას სხვა მოდერატორსაც ვთხოვ და მოვითხოვ. licemer შენ გთხოვ ამას.
-
lasha1997 მეორეც დემაგოგობა არის ის რასაც შენ იქით აკეთებ.შენს და რაც მთავარია მცდარ აზრს ახვევ იქაურ იუზერებს,რომელი აზრიც ღუპავს ქვეყანას.აქაც მაგის გაკეთება გინდოდა ვითომ ნამუსზე მაგდებ და ვიღაცაზე ბოდიშის მოხდას მთხოვ.მე სულ სხვა რამეს გეკითხები და შენ კიდევ შენსას აწვები და შენი აზრით რა არის ეს საქციელი? შენ ხომ ჩემს აზრსა არ ეთანხმები? ხომ ხვდები რომ მცდარია შენის წარმოდგენით? რატომ გგონია სხვა რომ ვერ მიხვდება რომ ჩემი აზრი მცდარია? რა უფრო დიდი დემაგოგიაა მე რომ ვღუპავ ქვეყანას თუ ის რასაც ემგეუბნები რომ არ შეიძლება ადამიანს უწოდო ის რასაც უწოდებ ვინაიდან ეს კაკ მინიმუმ არის უზრდელობა. თუ გინდა კაცს უწოდო ის რასაც უწოდებ ამისთვის არსებობს პმ და მისწერე თუ შეგიძლია. ეხლა უნაგირს რომ ამტვრევ აქ ეს დემაგოგია კი არა სიმართლეა. lasha1997 ერთს გეტვი დამატებით. იმ კაცზე რაღაცას რომ მეუბნები,მაგან მთელი ფორუმი ააფორიაქა აიპის გამო,რამაც უტუ აიძულა რომ წასულიყო თვითონ კიდევ ბოდიშების მოხდა დაიწყო იმის იმედით,რომ სამსახურში აღადგენდნენ.მეორეც.იმ თემაში რომელიც გააქრეს რატომღაც ისე გამოუვიდა რომ აქ ჩვენ სირები ვპოსტავთ და არ ემეტებოდი აქაური სასტავისთვის. კაროჩე ჟოა,მე ჩემს ნათქვამზე ატვეჩაი გავდივარ და კიდევ გეუბნები მე შენთვის არავითარი ძვირი სიტყვა არ მიკადრებია მეთქი.სანამ ყველას თავის სახელს არ დავარქმევთ არაფერი არ გამოვა.კაცს კაცი უნდა უწოდო და პროჭს კიდევ პროჭი. აი შენ ნამდვილად არ იცი არაფერი არც იმ კაცზე არც მის არაფერზე და პირაპირ გეტყვი რპომ ცრუობან შეცდომაში ხარ შეყვანილი. თუ გაინტერესებს იმ კაცმა განცხადება დაწერა თავისით წამოვიდა და არც არავის ბოდიშებს არ უხდის. ამიტომ რაც არ იცი არ უნდა ისაუბრო იმაზე. იმიტომ გეუბნები შენის მხრიდან ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის უზრდელობა და ბოდიშიც მოსახდელი ამიტომ გავს. გარდა ამისა შენი საქმე არ არის ადამიანების პ[ირადი სიტუაციები და ეს ფოირუმზე გასარჩევი ამბავი არ არის. შენს სამსახურზე და სიტუაციებზე რომ აქ შენნაირად ისაუბროს ვინმემ როგორ მოგეწონება. ან ვინა ხარ, რომ ამხელა უფლებას აძლევ საკუთარ თავს. აზრზე არ ხარ ამ კაცის შესახებ არაფერზე და პროჭს უძახი. ამისთვის კიდევ ერთხელ ვორნი გეკუთვნის თუ ამ ფორუმს წესები გააჩნია და ძალიან ნუ გამოიდებ თავს.
-
lasalexx ყველა ისედაც ხვდება ყველაფერს კარგი. licemer გამარჯობა, joao გაუმარჯოს :maladec:
-
asds აბა თქვენ თუ ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენეთ რაზე უნდა იდებატოთ? არ ვიცი რა იუ თუბზე ლაპარაკობ მაგრამ პოლიტ ფორუმზე შენ არ პოსტავ და დიმპიტას არ იცნობ და რაიცი რა თქვა და რას ფიქრობს სერთოდ : ))) თუმცა ეგეც სხვა თემაა . მე არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას. ვიცნობ მისი ნააზრევიდან საკუთარ ფორუმზე.მეტი არაფერი. asds ისე მეც დაგტოვებ გაღიმებულს 10 პოსტში ყოველგვარი ლინინურ-სტალუნურ-მართლმადიდებლური გამოხტომების გარეშე მამენტ ეს შენც იცი ალბათ :vini:
-
asds არ მიცნობ ადმიანო და რა გითხრა თუარა ცალკე სტალინის ესე და ისე და ცალკე რელიგიური ფანატიკების .. ხოდა თუ დებატი გაინტერესებს ეგ არის საინტერესო ზუსტად .. იქნებოდა თქვენს შორის კამათი და ვნახავდით რა და როგორ .. ჩემთვის საინტერესო იქნებოდა სხვისი რა გითხრა .. მე შერნთვის არ მითქვამს სტალინელი ხართქო. იდიომატური გამოთქმაა ეს. თუმცა შენ რაში გაინტერესებს ეს დებატი ისედაც ხომ იცი, რომ 10 პოსტში დიმპიტა დამანგრევს
-
lasalexx დებატები რომ გამართულიყო აქ, ბევრი იქითა ფორუმელი აქ დარეგისტრირდებოდა. ზოგი შეიძლება აქტიურ წევრადაც დარჩენილიყო. ზუსტად ამიტომ აეწვათ იქ ზოგიერთებს. და არა მგონია შენ ამას ვერ ხვდებოდე. ჩემო კარგო, პირადა მე ნამდვილად არ მაინტერესებს ამა თუ იმ ფორუმის მარკეტინგი. ჩემთვის ასეა. თემებს აქაც გავხსნი და იქაც. ერთიდაიგივეს არა. სხვადასხვას. რაც შეეხება ხალხის მოზიდვას ფორუმზე ეს ადმინების საქმეა და მათი მარკეტინგის. აი მე პირადად მასსში თემებით თუ მივიღებ მონაწილეობას მომავალში თორემ სხვა მხრივ არა. გარდა ამისა რატომ ნერვიულობთ. თანდათან ეს ფორუმი პიარდება და თემებიც საკმაოდაა გახსნილი. რაც დრო გავა ნიკებიც მოგემატებათ.
-
asds სწორედ შენიშნე მეც ვიყავი ხოლმე ფორუმ.გე-ზე ვიდრე ბანებით არ გადაწყვიტავდნენ ამ საკითხს.. მაგრამ ეგ იქით იყოს და არც არასდროს გვქონია რამე კამათი თუ არ ვცდები .. რამდენჯერმე პოსტიც დავტოვე შენ თემებში და იშვიათი გამონაკლისის გარდა არაფერში არ გეთანხმები, მაგრამ თუ კონკრეტული დებატი გაიმართა პოზიციებს შორს როგორ უნდა გაიგო ვის მეტი და უფრო ადეკვატური არგუმენტი აქვს და ვის ნაკლები? რავა ეხლა ხო არ დავჭამდით ერთმანეთს? აგერ შენ და დიმპიტამ იდებატეთ და მეც ვნახავ და სხვაც რა არგუმენტები გაქვს შენ რა დიმპიტას დ რომლიც პოზიცია უფრო მყარია .. ბანები შენ თავად გაიჩალიჩე მემგონი. გვქონდა რამოდენიმეჯერ. რომ არ მეთანხმები ეს პანაცეა არ არის. ვიდებატოთ მეთქი განა უარი ვთქვი. ვიდებატოთ ფორუმ გეზე. დიმპიტა რა ავტორიტეტია არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის არაფერ ავტპორიტეტს არ წარმოადგენს. კაცი სტალინურს და მართლმადიდებლურს ერთმანეთში აზავებს და ბოლო ბოლო გორის ვიდეოს შემდეგ, რომელიც იუთუბედან წაუშლია, ელემენტარული პატივისცემის ღირსი არ არის პირადად ჩემგან. არც მინდა მასზე საუბარი.
-
lasha1997 დიტო მოდი ძალიან გთხოვ ჯერ სიტყვა დემაგოგობა გავშიფროთ რა არის კარგი? კი არ ვდემაგოგობ გეუბნები რომ ადამიანს რომ ნაბიოზვარს უწოდებ მინიმუმ ვორნი უნდა მიიღო ფორუმის წესებით. მეორეც მე არ მითქვამს მე მომაყენე შეურაცხყოფათქო. ვისაც მიაყენე იმას მოუხადე ბოდიში. დემაგოგობა სხვა რამე და ნუ იყენებთ ამ სიტყვას არასწორად. დებატები თუ გინდა მოუსმინე და წაიკითხე. ბოლო ბოლო დებატები გინდათ თუ რეკლამა ვერ გავიგე. დემაგოგობ თან აშკარად ჩვენ ეს დებატები წამოვიწყეთ და შემოგთავაზეთ, ისევე როგორც დიმპიტას გინდა მიიღებ მონაწილეობას გინდა არა, მაგრამ თუ ჩვენ შრომა დავხარჯეთ, რასაკვირველია ჩვენი ინტერესებიც უნდა იდოს, კერძოდ დებატები ჩვენ ფორუმზე უნდა გამართულიყო, პრესტიჟIს ამბავია newstudio ამ სიტყვას შენც ხმარობ არასწორად. მემგონი რაც დავწერე მშვენივრად გაიგე. არაფერი პანაცეა არ მომხდარა. გინდათ დებატები როგორც ასეთი? გავმართოთ. დანარჩენი მე პირადად არ მაინტერესებს. ბოდიში მიღებულია. მეც გიხდით ბოდიშს, რომ ჩვენი ინტერესები ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ დაემთხვა ერთმანეთს.
-
asds ისე კი ჟოაო მე ვფიქრობ დიმპიტა 10 პოსტში დაგტოვებდა გაღიმებულს : )))) ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე .. ვფიქრობ დებატებში ვერ მოუგებდი .. მამენტ და რაში გადარდებს ამ ფორუმის ადმინისტრაციის ინტერესი თითონ იდეა ხო საინტერესოა? ალბათ მაინც უნდა შემდგარიყო დებატები არ ვიცი .. ასეა თუ ისეა ხალხო იდეა ცუდი რ არის და ურიგო არ იქნება თუ ამ საკითხზე ფიქრი გაგრძედება .. მისმინე ასდს ეს სულ არ მაინტერესებს. მობრძანდეს და დამტოვოს. მართლმადიდებლურ სტალინური იდეები თუ ძალიან პოპულარულია თქვენში ეს შენი პრობლემაა. შენც ბრძანდებოდი ფორუმ ჯეზე, მაგრამ რატომღაც გაღიმებ ული არ დაგიტოვებივარ. ამიტომ შეეშვი ასეთ უსაგნო ლაპარაკს. ვერ ვიტან ასეთ ბავშვობას დაგტოვებდა გადმოგტოვებდა. ვინ თქვა უარი მერე. მე არ მითქვამს უარი
-
lasha1997 პირველად შენ მოგმართავ. ბოდიში გაქვს მოსახდელი და უნდა მოიხადო. როდესაც იძახი ასეთ სიტყვებს რასაც იძახი უნდა დაუკვირდე, ან შედი ფორუმ გეს პმ ში და მიწერე მაშინ პმ იმ კაცს ვისაც ამას ეძეხი. მას შემდეგ რაც ჩვენს შორის იციდენტი მოხდა მე არ მოგმართავდი საერთოდ. ამირომ შენი კომენტარები საინტერესო არასოდეს არაა და გეუბნები თავინ შეიკავე ასეთი გამოხტომებისგან და ბოდიში მოიხადე. ეს გაცილებით აგამაღლებს, ვინემ ვინმესთვის, ვისაც არ იცნობ და არც მისი ღირსებები იცი ნაბოზვარის ძახება ამერიკიდან. newstudio ეხლა შენ მოგმართავ არჩილ. იდებს მპარავენო რომ იძახი ვინ გპარავს იდეებს. შენ ხომ იცი, რომ მე არავისთან ფორუმ გეს ადმინისტრაციასთან შეხება არ მაქვს. აბსოლუტურად არანაირი შეხება არ მაქვს არც ხელისუფლებასთან და არც არავისთან. ხომ იცი ეს. ხომ მაქვს შენთვის ნათქვამი პირადად შენს სახლში. იცი რატომ ვთქვი უარი აქ დებატებზე? ზოგადად უარი არ მითქვამს და არ მაქვს დიმპიტაურიძის პრობლემა, მშვენივრად იცი ეს ვინც გინდათ ის მოიყვანეთ, მაგრამ როდესაც ლაშა ალო რომელსაც მართლაც ძალიან დიდ პატივს ვცემ იძახის, რომ რა რეკლამა, რა ეს რა ის, და ამ დროს შენ წერ, რომ თურმე ეს დებატები ამ ფორუმის გასაქაჩად გჭირდებათ და პოპულარობისთვის ეს უნდა მითხრა წინასწარ. ეს არავის არ უთქვამს. ეხლა სარეკლამო კლიპის როლს რომ არ შევასრულებ ეს მშვენივრად იცი. დებატები თუ გსურთ ნახოთ იქაც შეიძლება ნახვა და ეხლა ძალიან მაინტერესებს რა ატმასკას ველოდები ფორუმ გედან ერთი ამიხსენით. ყველამ შესანიშნავად იცით ვინ ვარ და რას წარმოვადგენ თუ ვინმემ არ იცის ლიცემერს შეეკითხოს და ის იტყვის. მეორე საკითხია იქ არ დამცალდა რომ მეთქვა და აქ გეტყვი, მემგონი შენც ბოდიში გაქვს მოსახდეელი იმ თემისთვის რაც გახსენი და რისთვისაც ფორუმზე დაგბანეს. lasha1997 ჟოას უარი არ უთქვამს,ათქმევინეს. მოდი ძალიან გთხოვ შენს მოსაზრებებს თავზე ნუ მომახვევ. მე დებატებზე უარი არ მითქვამს. ეს რის ტყუილი. არც არავის არ უთქმევინებია. მიზეზები დავწერე.
-
DATA TUTASXIA არსულის გაანალიზების გარეშე მომავალზე ლაპარაკს აზრი არა აქვს. გაუმარჯოს. მაგის გარეშე არც ვაპირებ. წარსულს შემოგთავაზებთ 1770 წლიდან. დამშვიდებული ბრძანდებოდეთ.
-
Saturn გაიხარე. მემგონი ჩანს. licemer მე ვფიქრობ უკეთესი იქნება ვისაუბროთ საქასრთველოს ორიენტაციაზე, რუსეთისკენ თუ დასავლეთისკენ. ეგ საკითხები თავისთავად შევა შიგ, ომიც და რუსეთ სქართველოს ურთიერთობაც.