Jump to content
Planeta.Ge

leonardo

პლანეტელი
  • პოსტები

    70
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი leonardo

  1. ჩემი აზრით ალასანია შეძლებს მიშას დამარცხებას თუ ექნება მხარდაჭერა ხალხისგან დსა მოსახლეობა ენდობა. თქვენ რას იტყვით?
  2. როგორ შეიძლება შედარება?! ალასანიას და იმ კაცის დონე ერთია?! vs არ მგონია იყოს
  3. ალასანი კარგი პრეზიდენტი იქნება.ამაში დარწმუნებული ვარ. ღირსეული ოჯახიდანაა. აქვს ზრდილობა განათლება. სხვაობა იპოვეთ ასეთ ფასქტორებში მიშასთან.
  4. babuagiorgi უნდა მიხვდნენ უზენაესი შეთანხმებითი ფილოსოფიაა და არა ძალა
  5. იმედია დაამტკიცებს რომ ღირსეული ადამიანია. მე რატომღაც სრულად მჯერა მისი. ნუ პოლიტიკოსის კვალობაზე
  6. ჩემი აზრით ალასანიამ მოახერხა ორმხრივი წნეხის დროს წონასწორობის შენარჩუნება.
  7. არასაპარლამენტოსი არ ვიცი და ჩამთვალეთ ალასანისტად
  8. შენც გეთანხმები და ირაკლის იმედი მაქვს ისევ
  9. როდესაც პრეზიდენტი ამაყობს გარკვეული ქმნილებებით და ადგილობრივებს ვალს ადებს. 1-ავიწყდება რომ ბიუჯეტი გადამხდელთა ანუ აქციონერთა "ობშიაკია ; 2-განიხილება ბიუჯეტის ზოგადი ბალანსირებული დახარჯვა და ეკონომიკის მდგომარეობა და მიშას თუ სურს მეცენატობა დახარჯოს აწ დაგროვებული პირადი კაპიტალი.სხვა ყველაფერი ხალხის ქონებაა ,ხოლო მედიას და მეოთხე ხელისუფლებას აქვს უფლება დასვას კითხვები რამდენად პროპორციულად გაიხარჯა თანხები; 3- ვინაიდან ეს საერთო ქონებაა პარტიული აგიტაცია კრიმინალია ანუ მიშა აუუუუუ :2kiss: თუ საქმე კეთდება.ახსენი რატომაა ეს პრიორიტეტი და ევროპაზე უკეთესი კურორტების მარიაჟ ლოგიკას მოეშვი. 42 წლის ასაკში მაინც გახდი პოლიტიკოსი და არა კომედიანტი.ჩემი ქვეყნის მეთაური ხარ მაინც . ეჰ არცა კირჩხიბი მართლად ვალსო.....ნათქვამია,მაგრამ მაინც...
  10. დაანგრიეთ რწმენის ტაძარი,რომელსაც იმედი ქვია,რადგანაც მომავალი მხოლოდ წარმოსახვაა,რომელსაც წარსული გიქმნით და კეთილ ფერებში მისი წარმოდგენა საკუთარი უძლურებაა .... მეტი არაფერი. დაამსხრიეთ ყველა ჯაჭვი,რომელიც სინამდვილის შეგრძნებას გაკერგინებთ და გაიხედეთ გარეთ -დღევანდელი დღე მიქრის...... დაასუფთავეთ თქვენი ტვინები ილუზიებისგან .არ არსებობს უზენაესი სიკეთე ან ბოროტება.არის რაღაც შეუცნობელი,რაც თქვენ გონების აღქმას აღემატება და გახსოვდეთ რავქნისა ციხის კარი მხოლოდ ნებით და ჟამის მოსვლის შემდეგ თუ გაიღება ან თუ არ გაიღება ,მაშინ აწმყო დასრულებულა მხოლოდ. არავინ არის თქვენზე მეტი ამ ცხოვრებაში.თქვენ თქვენი როლი უნდა შეასრულოთ და გაქრეთ.ისიც გაქრება ან გვიან ან ადრე .არ შეგშურდეს ,რადგანაც უძლურნი ხართ შენც და ის ერთნაერად და მხოლოდ წერტილი სამყაროში ,როგორც ხის ძირას მოფუსფუსე ჭიანჭველა. კარგად დაათვალიერე თავი. შენ კითხულობ ამ ტექსტს ეს ნიშნავს შენ აზროვნებ. შენ ავტორს აგინებ , აქებ ან დაცინიხარ.უწუნებ აზროვნებას ან ფეხებზე გკიდია,არ გესმის რა უნდა და თუ გესმის ........გიხაროდენ შენ პიროვნება ხარ და დატკბი რომ დღეს გაქვს კიდევ შანსი სინამდვილე ისეთი აღიქვა ,როგორიც არის. განიწმინდე უიმედობისგან,რახან იმედი ილუზიაა ,გამოდის უიმედობა სტიგმაა შენს ტვინში .ჩქარა,ჩქარა თორემ დღევანდელი დღეც დაღამდა . ქვეყანა მშვენიერი არაა,სამყარო იდეალური, მაგრამ შენ როგორც წერტილს ამ ყველაფრისა განა არ შეგიძლია შენი ყოფნით წერტილოვანი როლი შეასრულო?! დაე იცოდე, შენ ფეხქვეშ არ დაეგება ეს ქვეყანა,მაგრამ შენ ხარ შენ და ეს საკმარისია სახელის დასატოვებლად, რომელიც ერთადერთია ღირებული ამაოების შეგრძნებებიდან. ისიც არაა იდეალური.უმეტესწილად უსახელო უფლისციხელივით ჩაიფერფლები,მაგრამ შენ ხომ შენი შესაძლებლობები გერგო.ჰოდა წინ ,რათა ბუდასავით ეძებო ჭეშმარიტება.რომელიც სინამდვილის აღქმაშია და არა სურვილებში ან ილუზიებში. ოცნება ძალაა შენი,მაგრამ ამაოებაა ყოველი ფიქრი ,თუ იგი არაა მყარი მასალისგან დამზადებული...... იოცნებე ,რათა აწმყო შექმნა მის ნიადაგზე ,მაგრამ არ გაგაბრუოს იმედის სირინოზებმა.ისინი კი არ გეხმარებიან მონად გაქცევენ არ ვიცი ვინ ვარ რა მინდა .მაგრამ მინდა გვიან დაღამდეს და ან დაღამებამდე მეტის გაკეთება მოვასწრო. ვიყო მართალი და სიყვარული ვთესო.დავტოვო სახელი და ფეხებზე მეკიდოს უძლურება. მე ვარ მე.განა ეს საკმარისი არაა? ინდივიდი ვარ ,რომელიც სწავლობს,მუშაობს ,ფიქრობს და ეს არ ჯობია სიზმრების ქვეყანას,რომელსაც პოლიტიკა ქვია. იგი ისეთივე ხელობაა ,როგორიც მრავალი და ურთიერთობის ხელოვნებაა რაღაც ღირებულებებისათვის,რომელიც ან აწმყოში ინდივიდთა ურთიერთმოქმედების შედეგია ან ილუზია ,რათა გმართონ. მაინც მასზე ხარ დამოკიდებული,მაგრამ არ დაემონო მას ყველა ღირეულება საბოლოოდ ამაოებაა და შენ გაჭყეტილ მწერად გაქცევს,თუმცა რეალური პოლიტიკა აწმყოს შექმნაა და შენც შენი აწმყო კარგად დააღამე. და თუ პოლიტიკას ირჩევ მთავარ ხელობად .... იცოდე რაც მეტად გაგიგებს შენნაერი ინდივიდები ......მით უფრო ძლიერი ხარ და შენი წერტილი ამ სამყაროში უფრო მუქი და შედეგის მქონე.......... მანამდე კი დაანგრიე რწმენის ტაძარი . ის ამაოებაა , დაემშვიდობე იმედს და კარგად მოკალათდი აწმყოს ნავში. წარსული და მომავალი ამაოებაა.ფესვი და ცა ,რომელიც მუდმივად შეუცნობელია.ინი და იანის ურთიერთკავშირი ქმნის აწმყოს ,მაგრამ ღირებული მხოლოდ ჰორიზონტია,რადგანაც ჩანს და სხვა ყველაფერი მეორადი.
×
×
  • შექმენი...