სიგრძის საზომ ერთეულებზე ერთ დროს სასკოლო ნაშრომი მაქვს დანაწერი მოკლედ როგორ მიიღეს მეტრი მანძილის საერთაშორისო ერთეულად 1791 წელს საფრანგეთის ნაციონალური ასემბლეის სხდომაზე გადაწყდა რომ შემოეღოთ ათობითი მეტრული სისტემა , სიგრძის ერთეულად კი მიეღოთ პარიზზე გამავალი მერიდიანის მეოთხედი ნაწილის 1/10000000 ნაწილის სიგრძე მერიდიანის გაზომვა დაევალათ მეცნიერებს მეშენს და დელამბერს. სამუშაო გარძელდა 6 წელიწადს მიღებული შედეგის მიხედვით პლატინისა და ირიდიუმის შენადნობით დამზადდა ეტალონი. ერთეულს ეწოდა მეტრი ბერძნული სიტყვისგან "metron" რაც ზომვას ნიშნავს. http://www.bipm.org/utils/en/img/metre-kilo_250.jpg