საქართველოში მოქმედ მობილურ კომპანიებს შორის ნომრების პორტაბელორობის შესახებ შეთანხმება დღეიდან შედის ძალაში. დღეიდან ,,ჯეოსელის”, ,,მაგთიკომისა” და ,,ბილაინის” ნებისმიერ აბონენტს შეუძლია ნომრისა და ინდექსის შეცვლის გარეშე სხვა კომპანიის ქსელში გადაერთოს. მაგალითად, თუ ,,ჯეოსელის” აბონენტი სარგებლობს 877 ინდექსით, მას ამ ინდექსისა და ნომრის შეცვლის გარეშე შეუძლია გახდეს ,,მაგთიკომისა” ან ,,ბილაინის” აბონენტი. როგორც ,,მედიანიუსს” საქართველოში მოქმედი მობილური კავშირგაბმულობის კომპანიების წარმომადგენლებმა განუცხადეს, ისინი მზად არიან მსგავსი ცვლილებებისათვის და პორტაბელურობის მომსახურებით სარგებლობა კომპანიების აბონენტებს უკვე შეუძლიათ. ნომრების პორტაბელურობაზე გადაწყვეტილება მობილური კომპანიების წარმომადგენლებმა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის განკარგულების შემდეგ მიიღეს. გარდა ამისა, ყველა მობილური კავშირგაბმულობის კომპანია აპრილიდან ტარიფების შემცირებასაც გეგმავს. შეგახსენებთ, რომ ნომრების პორტაბელურობა აქამდე მხოლოდ მობილური კომპანიების შიდა ქსელში იყო შესაძლებელი. http://medianews.ge/index.php/ka/content/61121/ კარგი რამეა გადავედი მე ბილაინზე