ბატონო დავით თქვენი პარტიის ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში 1. როგორი ინება თქვენი საგარეო კურსი? 2. რას მოიმოქმედებთ საქართველოში არსებული მძიმე ეკონომიკური სიტუაციის გამოსასწორებლად პირველ რიგში 3. როგორი იქნება თქვენი ახალკი ეკონომიკური პოლიტიკა, ანუ ორი სიტყვით დაახასიათეთ როგორი იქნება საგადასახადო სისტემა, რომელი დარგები იქნება ყველაზე პრიორიტეტული 4. როგორ აპირებთ დაკარგული ტერიტორიების დეოკუპაციას? და ბოლოს სააკსშვილი, ჟვანია და ბურჯანაძე ისევე როგორც ნაციონალების დიდი ნაწილი თავის დროზე მოქალაქეთა კავშირის წევრები იყვნენ და სოლიდური თანამდებობები ეკავათ მთავრობაში, ანუ შევარდნაძესთან მოუვიდათ უთანხმოება და ამიტომ გამოეყვნენ მას, ანალოგიური მოხდა თქვენი და თქვენი თანამებრძოლების დიდი ნაწილის შემთხვევაშიც, მმართველი პარტიიდან წამოსულმა ხალხმა (ანუ ნაციონალურმა მოძრაობამ) რა მდგომარეობაშიც ჩააყენა ქვეყანა ჩემზე კარგად მოგეხსენებათ და მაინტერესებს რატომ უნდა ენდოს ხალხი კვლავ იმ პარტიას რომელიც ჩამოაყალიბა ხალხმა რომლებიც იმ პოლიტიკური ორგანიზაციის ნაწილი და იმ ადამიანების თანამოაზრე იყვნენ ერთ დღეს ვისი წინაღმდეგიც ოპოზიციურად განწყობილი ხალხია? თვლით თუ არა რომ დღესდღეობით არსებული პოლიტიკური ელიტის (ოპოზიციაც და პოზიციაც) მზე უკვე ჩაესვენა და განახლებას საჭიროებს?