Jump to content
Planeta.Ge

Georgiana

პლანეტელი
  • პოსტები

    84
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Georgiana

  1. იასნია,პუტინზე საშიში მიშიკო ყოფილა. არა,ასე აშკარად ვერ გავფრინდებით.
  2. სამაგიეროდ შენი პოსტია პოლიტოლოგიის მწვერვალი.
  3. ერთი კითხვა მაქვს-ნოღაიდელი "ნორმალური ადამიანია"? და თუ კი,მაშინ ალბათ მას მერე "განორმალურდა",რაც მთავრობიდან გააგდეს და ოპო გახდა,ხომ? ახლა ხომაა თქვენთვის მისაღები?
  4. კალამბურად ივარგებს,სიმართლის საილუსტრაციოდ-ვერა.
  5. საქმეც ეგაა. ვინც არ უნდა იყოს-ჩვენ უნდა ავირჩიოთ და არა ტანკზე ამხედრებულმა ვანიამ ან მისგან შეგულიანებულმა ქართველმა მარიონეტმა.
  6. საქართველოს კულტურულ-ისტორიული სამშობლო ევროპაა. ის შევა ევროკავშირში და ნატოში,გახდება ისეთივე ცივილიზებული,მშვიდობიანი და კეთილმოწყობილი ქვეყანა,როგორც ფინეთი,შვედეთი ან ესპანეთი. რა,ნუთუ ასე ძნელია საქართველოს წარმოდგენა რუსული ჩექმის გარეშე? ჩრდილო კავკასიის ხალხები განთავისუფლების შემთხვევაში თავად გადაწყვეტენ-თუ სად და რომელ გაერთიანებაშია მათი ადგილი. თუ თურქეთს მიბაძავენ და საერო,ცივილიზებულ ქვეყანას ჩაუყრიან სათავეს-მათთვისვე უკეთესი. ვაჰაბიზმის და რელიგიური ფუნდამენტალიზმის გზას თუ დაადგებიან,მაშინ ძალიან ცუდი-საქართველოსთან ნაკლები საერთო ექნებათ ასეთ შემთხვევაში."საერთო კავკასიური სახლის" იდეა ლამაზია,მაგრამ უტოპიურად მეჩვენება კავკასიის ხალხთა კულტურულ-ცივილიზაციურ განსხვავებათა გამო. დანარჩენში ვეთანხმები ჩემს წინა პოსტის ავტორს-რუსეთის ახლანდელი ხელისუფლება თავად არის რუსეთის დაშლის საუკეთესო ინსპირატორი,რასაც ყველა ნამუსიანი და არაკორუმპირებული რუსიც აღიარებს. პუტინი და პუტინიზმი,როგორც მოვლენა საშიშია და დღეს საკმაოდ ეფექტური,მაგრამ მაინც დროებითი და როგორც ჩანს რუსული იმპერიალიზმის ბოლო,სიკვდილისწინა გაფართხალებააა-ძალიან მალე ის ამოწურავს თავის რესურსს და რუსეთის ფედერაცია ამჟამინდელ ფარგლებში,როგორც ბოლო იმპერია დედამიწის ზურგზე-არსებობას შეწყვეტს. (ალბათ ბევრს გაუგია შიდა რუსულ სეპარატიზმზეც,მაგალითად,ციმბირის,კალინინგრადის ოლქის და სხვა.)
  7. 1921 წელსაც ასე იყო-ხალხის უმრავლესობას თავიდან ეგონა,უბრალოდ ერთმა ხელისუფლებამ-ბოლშევიკებმა შეცვალა მეორე ხელისუფლება-მენშევიკები. თავიდანვე ვერ გაერკვნენ.მერე მიხვდა მასა,რომ ხელისუფლება კი არა,მთლიანად ქვეყნის დაპყრობა მოხდა მთელი აქედან გამომდინარე ისტორიიდან ცნობილი საზარელი შედეგებით. ამიტომ ვისაც გონია-ახლა სააკაშვილის შეცვლაზეა მხოლოდ და მხოლოდ საუბარი,ძალიან გულუბრყვილოა. სააკაშვილი მხოლოდ სიმბოლოა ამ შემთხვევაში,მის ადგილზე ნებისმიერი,ვინც პროდასავლურ კურსს გაატარებდა-ასევე მიუღებელი აღმოჩნდებოდა კრემლისთვის და ქართველი რუსეთუმეებისთვის. ასე რომ არავის ეგონოს-"მხოლოდ" მთავრობის შეცვლაზე იყოს საუბარი. ეს "მულკა" პუტინის პროპაგანდისტული ტრიუკია და თავიდან ბოლომდე სიცრუეა. ქართველებო,ვისაც თქვენი ქვეყანა (და არა მთავრობა) გიყვართ-ფხიზლად იყავით. ნუ წამოეგებით მორიგ დიდ საბედისწერო ტყუილზე.
  8. მართალი ხარ,მაგრამ ზედმეტი გულარხეინობაც არ გვარგებს. ფული ჯოჯოხეთს ანათებს და ღარიბ ქვეყანაში ლუმპენის მოსყიდვაზე იოლი კი არაფერია. ასე რომ...ზვიადის ჩამოგდება გაიხენე თუნდაც. თუ ეს კიდევ მოხდება,ქვეყანა წელში გადატყდება,ვერ გაუძლებს. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ და ყველაფრისთვის მზად ვიყოთ ნეო-შულავერელებისგან.
  9. უკრაინა არასოდეს აღიარებს აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობას იმ მარტივი მიზეზის გამო,რომ თავად აქვს ყირიმი და მსგავსი პრობლემები.იანუკოვიჩი იქნება პრეზიდენტად თუ ვინც არ უნდა იყოს მის ადგილზე. მაგდენიც არ იციან მაგ შულავერელებმა.
  10. ქვეყანას რას ვერჩი,თორემ ესენი მანახა ნოღაიდელის ხელსუფლების დროს-რაფერ გასუსულები იქნებიან. ტიშე ვოდი,ნიჟე ტრავი.
  11. კაცუნა ცაგურია რა დღეშია. როინ მეტრეველის ხაზინა დიდი ხანია რაც აღარაა? :TAT: არა უშავს,პუტლერმა ბევრი რუბლები გამოგზავნა და ივნისში მერსს იყიდის.
  12. 200 წელია ქართველები ამ სატყუარათი ვიკვებებით. რით ვერ დაჭკვიანდით?! რით ვერ გაიგეთ,რომ რუსი აქეთ გვიბირებს,გვჟიმავს და გვსპობს. ჩერჩილზე ჭკვიანები ვართ,რომელმაც თქვა-რუსების პირობა იმ ქაღალდის ფასიც არ არის,რომელზეც დაწერილიაო?
  13. ბინძურ ჭორებს ნუ ავრცელებ,არ გეკადრება! ცილისწამება ცოდვაა,არ დაგავიწყდეს!
  14. დამისახელე ეგეთს ვის იცნობ,განსაკუთრებით ჟოპოებში? რამდენადაც ვიცი,იასონ ფავლენიშვილი თორთლაძის ალიანსშია გაერთიანებული. შამილ,კაცუნები ვერასოდეს პატიობენ სხვას თუ ის მათზე უკეთესია,ასე რომ არაფერი გაგიკვირდეს. პარტიაში არ ვარ და თანაც ბიჭუნა ვარ მეგობარო. :TAT: პოლიტიკოსი ფასდება მისი საქმით და საქმით მასზე კარგი ბევრი არ მეგულება. ვაჟკაცია და რუსის ტრაკში არაა ფეხებით შემძვრალი,ამას ხომ დანახვა უნდა და დამნახავი ხედავს კიდეც. და სახელმწიფო როდის გქონდა,იმ პერიოდს ხომ ვერ დამისახელებ კეთილო? მართალია,ძალიან დიდი ფული შემოვიდა საქართველოში კრემლიდან ბოლო ორი თვის მანძილზე. იმიტომაც განაგლდა ასე არაკაცობა ნოღაიდელის თამადობით. საოცრად პრინციპული ოპოზიცია გვყავს,განსაკუთრებით იმის მერე,რაც ნოღაიდელი და ბურჯანაძე ამოიყენეს გვერდში.
  15. ქვეყანა ავტოპილოტზე ყავს,რა გინდა კაცო? ღმერთის არ გეშინია?
  16. არა მგონია,საკმაოდ ბევრი ცნობადი სახეა,მსახიობები,მხატვრები,ექიმები. უბრალოდ დიდ პოლიტიკაში არ იყვნენ აქამდე,რაც მხოლოდ პლიუსია,რადგან ახალი სახეებია და ძველ პოლიტიკურ ცხოვრებაში გაუსვრელი.
  17. საქართველოს დემოკრატიული პარტია სულ რაღაც ერთი წლის დაარსებულია,მაგრამ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. ესაა ერთადერთი ოპოზიციური პარტია,რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებს არა სავარძლებისა და ფულის,არამედ ქვეყნის ინტერესების გამო. რა აზრის ხართ გია თორთლაძეზე,მის პარტიაზე და ამ პარტიის ცნობად სახეებზე?
  18. მართალი ისაა,რომ ერმა გაიღვიძა და მისი დაბოლება დღეს გაცილებით უფრო ძნელია. დღევანდელი სიტუაციის უპრეცენდენტობა სწორედ იმაში მდგომარეობს,რომ ისინიც კი-ვისაც არ ეპიტნავება სააკაშვილი და ნაცმოძრაობა-ოპოზიცია კიდევ უფრო მეტად არ მოსწონთ. ანუ ის,რომ პოლიტიკურად შავ-თეთრი აზროვნების ეტაპი საზოგადოების კრიტიკულმა მასამ უკვე განვლო. ვინ თქვა,რომ საზოგადოება არ გაიზარდა 1991 წლის შემდეგ? გაიზარდა და თანაც შესამჩნევად-ხომ აშკარაა,მსგავსი პოლიტიკური დაპირისპირების სიტუაცია 90-იან წლებში რომ ყოფილიყო-აუცილებლად დასრულდბოდა ისევ სამოქალაქო ომითა და საყოველთაო ქაოსით. ახლა საზოგადოება ფრთხილობს-ანუ ისწავლეს რაღაც წარსულიდან.ახლა,მიუხედავად იმ ავადსახსენებელი დროის ცნობილ,ოდიოზურ ფიგურათა ხელახალი მცდელობისა-მათ აღარაფერი გამოსდით და გიჟებს გვანან-საზოგადოების უდიდესი ნაწილი მათ დიდი ეჭვის თვალით რომ უყურებს. :papa: მოკლედ,არც ისე ცუდადაა ჩვენი საქმე,რახან საკუთარ შეცდომებზე სწავლა შეგვძლებია. :ndzreva: თანაც თაობები მოდიან და ნელ-ნელა აზავებენ თავისი რაოდენობით იმ საძაგელ კონცენტრატს-საბჭოთა ადამიანი რომ ჰქვია. მადლობა ღმერთს,როგორც ცნობილია-ორჯერ ერთი და იგივე მდინარეში ვერ შეხვალ! :baby:
×
×
  • შექმენი...