Saturn დდშვ ფორუმ.გეული არგუმენტია, აქ არ ჭრის ისე გინდა დახატო სიტუაცია (მარტო შენ არა), რომ ვინმე აქ რუსეთის ქმედებას ამართლებდეს. ტალიავინის დასკვნაში წერია, რომ საქართველოს შეირაღებული ძალების მიერ 8 აგვისტოს დაწყებული ფართომასშტაბიანი ოპერაცია არ იყო მიმართული სეპარატისტების საცეცხლე წერტილების დასახშობად. რა თქმა უნდა საქართველოს კონსტიტუციით საქართველოს ქონდა ამის უფლება. თუმცა საერთაოშორისო სამართალი მას ასეთ უფლებას არ აძლევდა. და თავი რომც დავანებოთ რისი უფლება გვქონდა და რისი არა. ამ ოპერაციამ საქართველოს მოუტანა ძალიან დიდი უბედურება. და ამის გათვლა არც იყო რთული. ომამდე რუსები ღიად ამბობდნენ, რომ ომის შემთხვევაში ისინი ჩაერეოდნენ ამ კონფლიქტში.