newstudio პრაიმერში თუ გრეჩიხამ გაიმაჯვა და ეგ გახდა საერთო კანდიდატი, გასაგებია. გახდება გრეჩიხა საერთო (უპარტიო) კანდიდატი და დანარჩენი პარტიები ცალცალკე (ან რამდენიმე ბლოკად) მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. მაგრამ თუ ალასანიას მოუწია საერთო კანდიდატად ყოფნა, მაშინ სხვა ოპოები საერთო სიასაც მოითხოვენ. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ალასანიას პარტია პრივილიგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. რასაც დანარჩენები არ დაუშვებენ. ხოდა შეძლებს ალასანია ამხელა გაერთიანების ლიდერობას, მაშინ როცა იდეოლოგიურად ახლოს მყოფ ორ პარტიასთან ვერ შეძლო საერთო ენის გამონახვა?