Jump to content
Planeta.Ge

McLaren

პლანეტელი
  • პოსტები

    3.117
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი McLaren

  1. რეალური ოპოზიციური ძალები (რომელთა რეიტინგი 5%-ზე მეტია) დღეს არიან ალიანსი, ეროვნული ფორუმი, ლეიბორისტები და ლევან გაჩეჩილაძე. უბრალოდ იმის გამო რომ ამ ქვეყანაში ვარდების რევოლუციის შემდეგ რეალური არჩევნები არ ჩატარებულა, ოპოზიციაში დღემდე მოიაზრებიან სრულიად ურეიტინგო ერთ და ორ კაციანი პარტიები, რომელთა უგუნური გადაწყვეტილებებით ძალიან ბევრი საქმე ფუჭდებოდა და ფუჭდება. იგივე შარშანდელი აქციები ავიღოთ. ალიანსი 3 ხმა+ლევან გაჩეჩილაძე 1 + ეროვნული ფორუმი 1. ჯამში 5 ხმა. ასევე დანარჩენ პარტიებს (ბურჯანაძე, ბესელია, სალომე ზურაბიშვილი, კონსერვატორები, კობა დავითაშვილი) ქონდათ 5 ხმა. ამ უკანასკნელებს + უცნობი და შედეგად მივიღეთ 26 მაისი. თან 26 მაისი უბრალოდ კულმინაცია იყო. მანამდე ვინ და როგორ გეგმავდა ამ აქციებს, კიდევ სხვა საკითხია. ახლა ლევან გაჩეჩილაძე რომ სალომე ზურაბიშვილივით მოქცეულიყო და ყველანაირი პრეტენზიების და პრაიმერების გარეშე მხარი დაეჭირა ალასანიასთვის, იმ 1%-იან პარტიებსაც მოუწევდად იგივეს გაკეთება. მაგრამ გრეჩიხა პრაიმერისტებს დაუდგა გვერდში. ჩემთვის რესპუბლიკელების და მემარჯვენეების პოზიციაც გაუგებარია ყველას -1 ზე. რატომ აკეთებენ აქცენტს ერთ ერთ ასეთ 0%-იან პარტიაზე? მაგრამ კიდევ უფრო გაუგებარია ალასანიას პოზიცია, რომელიც იმის მაგივრად რომ რეალური პროდასავლური ძალების კონსოლიდირება მოახდინოს, ტოვებს საკმაოდ რეიტინგულ ალიანსს, და იბრძვის რაღაც 1%-იანი პარტიების კანდიდატობისთვის. ახლა ალასანია რომც დაასახელონ პრაიმერისტებმა ერთიან კანდიდატად, ის უკვე ალიანსის კანდიდატი კი არ იქნება, არამედ იქნება იმ 1%-იან 1 კაციანი პარტიების ლიდერი.
  2. Jonathan Livingston ანუ სანამ გაკვეთილზე მასწავლებელი შუშანიკის წამების ახსნას დაიწყებდეს, ასეთი შესავალი უნდა გააკეთოს?
  3. T_A_T გეთანხმები რომ განათლება უნდა იყოს პრიორიტეტი. მაგრამ საქმე იცი რაშია. ძალიან სუბიექტურად უყურებ ამ პრობლემას. ემტერები რელიგიას და ამიტომ ამბობ რელიგია არ უნდა ისწავლებოდესო. მე შეიძლება ფიზიკა არ მიყვარდეს, სიტყვაზე ვამბობ. ხო არ უნდა ვიყვირო განათლების მთავარი პრობლემა ფიზიკის სწავლებააო. ჩემ დროს მაგალითად საკმაოდ ბევრი პრობლემა იყო სასკოლო განათლებაში (უმაღლესში კიდევ უფრო მეტი). მაგრამ რელიგიის შესწავლას ვინმესთვის რამე პრობლემა შეექმნას, არ ვიცი ასეთი. სულ 2 წელი ვსწავლობდით მგონი. არც არავინ დაზომბირებულა, არც არავინ წასულა მონასტერში ამ გაკვეთილების მერე. ისე მაინტერესებს, შენი და ჭანოს აზრით ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების სწავლებაც უნდა აიკრძალოს სკოლებში? ჭანო და იქნება ვინმე ასთმიანია კლასში. როგორ შეიძლება სპორტის დაძალება. მაშინ ამაზეც ცალკე წრეები იყოს.
  4. Saturn ხო, რელიგიის გაკვეთილების ბრალია ყველაფერი
  5. machkatela მე თავს არ ვთვლი ბრმად. ვისაც არ სწამს, რელიგიის გაკვეთილით მაინც ვერ იწამებს. უბრალოდ ლექსივით დაიზეპირებს ლოცვებს, და პროზასავით წაიკითხავს ძველ და ახალ აღთქმას. და ვისაც სწამს, იმისთვის უდავოდ საინტერესო იქნება ეს გაკვეთილები.
  6. Lo Janko ვისაც ეზარებოდა არ სწავლობდა. კლასში არავინ ჩაუტოვებიათ ამის გულისთვის. მაგრამ მე როგორც მახსოვს სხვა საგნებისგან განსხვავებით ამას უფრო სწავლობდნენ ბავშვებს. და საერთოდ, ისე მეჩვენება რომ აგრესია რელიგიის გაკვეთილების მიმართ უსაფუძვლოა. ასე დიდგორის ბრძოლაც არ ასწავლონ სკოლებში. იქნება ვინმე პაციფისტია.
  7. Saturn არა, დაჭერილიც არ მაქვს უბრალოდ ლაშა-ალო დებს ხოლმე აქ იმათ "შედევრებს"
  8. T_A_T ვერ ვხვდები და არც ბნელი მგონია თავი იმის გამო რომ სკოლაში რელიგიას ვსწავლობდი Saturn რეალ ტივის ჟურნალისტივით გამოგდის, "ჯვარი მაჩვენეთო"
  9. T_A_T ოთხი წლის წინ არ ვიცი, და ჩემ დროს (დაახლოებით 10-15 წლის წინ) რელიგიას ვიღაც ქალი მასწავლიდა (არამონაზონი!). ვსწავლობდით ძველ აღთქმას, ახალ აღთქმას. სხვადასხვა ლოცვებს. მამაო ჩვენო და 90-ე ფსალმუნი იქიდან მახსოვს ზეპირად. ცუდი და დასაცინი რა არის ამაში ვერ ვხვდები.
  10. T_A_T რელიგიას დღემდე ასწავლიან ჩვენთან სკოლებში? სკოლაში რელიგიას ვსწავლობდი. ხოდა დავრჩი ბნელი და გაუნათლებელი
  11. T_A_T სვეტსკაია ეწიკა რა საგანია? ყავის სმას ასწავლიან?
  12. ძუკუ ისე ხმები ვრცელდება, რომ არც რესპუბლიკელებს და მემარჯვენეებს აქვთო კარგი ურთიერთობა ერთმანეთში. და თქვენ როგორ ფიქრობთ, შენარჩუნდება საერთოდ ეს ალიანსი, თუ არა?
  13. lasha1997 ოფიციალურად არის. მაგრამ ფიზიკურად როგორც ჩანს აღარაა.
  14. SHARI მე არ ჩამიწერია. თვითონ ჩაიწერეს საკუთარი თავები თუმცა არც მაგაში ვხედავ პრობლემას. უბრალოდ იგივე ხალხი, იგივე რიკორიკა, სავარაუდოდ იგივე შედეგი. აღარ მინდა...
×
×
  • შექმენი...