Jump to content
Planeta.Ge

DATA TUTASXIA

პლანეტელი
  • პოსტები

    1.033
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი DATA TUTASXIA

  1. dire იმიტომ დაგვახიეს რომ ომით მოვინდომეთ დაბრუნება. სააკაშვილს აღმაშენებლობა მოუნდა.
  2. dire რახან დაბრუნებაზეა საუბარი ე.ი. სერიოზული გარანტიები უნდა იყოს. ბედის ამარა დაბრუნებაზე არ იქნება საუბარი. საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით. ასეთი პრინციპით: უკლებრივ ყველას დაბრუნება და მერე ცნობა. მთავარია ამაზე წამოვიდეს მეორე მხარე და დანარჩენი ტექნიკის საქმეა.
  3. kisa :yes2: :yes2: :yes2: ] choxa მიუღებელი ერთი შეხედვით არაფერია, მგრამ კარგად თუ ჩაუღრმავდებით არ იქნება ძნელი მისახვედრი(ამაზე ზევით დავწერე). კი მაგრამ რატომ მოჰაჯირები, ჩვენ რა გვიშლის ხელს. ჩვენ გავაკეთოთ იგივე.
  4. Nukriko :yes2: :yes2: :yes2: მაგრამ ექსპერტმა რომელიმე მხარის პოზიცია კი არ უნდა გაამყაროს, არამედ თუ საჭირო გახდა გააკრიტიკოს უნდა. როგორც წესი საქართველოში ასეთი რამეები არ ხდება. როგორც ზემოთ დავწერე არიან მხოლოდ:
  5. dire თუ ექსპერტი რომელიმე მხარეს ემხრობა მაშინ ის ობიექტური ვერ იქნება. ამიტომაც გვყავს პრონაციონალი ექსპერტები და ოპოზიციის მომხრე ექსპერტები
  6. dire აღიარება დევნილების(უკლებრივ ყველასი) დაბრუნების ხარჯზეც არა. აბა დაფიქრდი რომელი ჯობია დღევანდელი სიტუაცია თუ დამოუკიდებელი აფხაზეთი ქართველების უმრავლესობით. აი ეს კი მერე უფრო ადვილი მისაღწევი იქნება.
  7. dire მაინც ცნობენ ოდესღაც. ეს გარდაუვალია. თუ არ ცნეს და ჩვენ რა? ჩვენთვის მაინც დაკარგულია.
  8. dire ანუ ამ საღამოს რას ვაკეთებ? kisa ამ არსებულ სიტუაციაში, არსებული რეალობის გათვალისწინებით, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული ამ პრობლემის მოგვარება- მე ვიზრუნებდი არა კონფლიქტის ესკალაციაზე, არამედ დევნილთა რაღაც ნაწილის დაბრუნებაზე(თუნდაც მიზერული ნაწილის). აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ და გავზარდოთ ქართული მოსახლეობა აფხაზეთში, თუნდაც აფხაზური ან რუსული პასპორტებით. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ არსებული კავშირები გაწყვეტილიყო. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ამ საკითხში სააკაშვილის ხელისუფლებას ბადალი არ ყავდა. ომამდე, უფრო სწორედ ვარდების რევოლუციამდე აფხაზებსა და ქართველებს შორის კავშირები იყო. ანუ იყო ის, რის გაკეთებასაც ალასანია ეხლა თურქეთში მცხოვრები აფხაზების ხელით აპირებს. ეს შანსი ჩვენ დავკარგეთ. მე მახსოვს აფხაზი მესაზღვრე(ჩემი სოფელი ზედ საზღვარზეა აფხაზეთთან) ვინმე ნარმანია ითხოვდა მეგრელ ნარმანიებთან შეხვედრას. იყო მიმოსვლა. იყო საერთო ბიზნესი(კონტრაბანდა, მაგრამ შეიძლებოდა რაღაც ჩარჩოებში ამის მოქცევა). იგივე და უფრო იმედისმომცემი სიტუაცია იყო სამაჩაბლოში. გაიხსენეთ ერგნეთის ბაზრობა. როგორც მითხრეს ეხლაც მუშაობენ მშენებლობებზე ზუგდიდელი მუშები გაგრასა და სოხუმში. პირველ რიგში მიშა უნდა წავიდეს. სანამ მიშა იქნება ქვეყნის სათავეში რაიმე წინ წაწევაზე ლაპარაკი ზედმეტია.
  9. ბოლო-ბოლო შევეშვათ სხვების გამოყენებას საჩვენოდ, ჩვენი საქმე ჩვენ ვაკეთოთ, თორემ ბოლოს ყოველთვის ჩვენ გვიყენებენ და ხურდის როლში გამოვდივართ. არ მოგბეზრდათ? თურქეთში ბლომად არიან მოჰაჯირები, როგორც აფხაზები ასევე ჩერქეზები, რომლებსაც საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი გააჩნიათ. ბაღაფში მათ ჩამოსახლებას აპირებდა, მაგრამ მოაკეტინეს. ეხლა ერთი წუთით წარმოიდგინეთ მანდ თურქეთიდან ჩამოსახლებული აფხაზი და ჩერქეზი+ მათი კაპიტალი , უძრავი ქონება, ბიზნესი. შესაბამისად საკუთარი ინტერესი, მათ ყოველთვის სურადათ საკუთარი სახელმწიფო ქონოდათ და ამ შეანსს არ გაუშვებენ ხელიდან+ თურქეთის ინტერესი( ყირიმის მსგავსი სახანო+ გასასვლელი ჩრდილოეთ კავკასიაზე).
  10. http://www.liberali.ge/node/740 თურქეთი როგორც აფხაზეთის კონფლიქტის გასაღები ირაკლი ალასანია, რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ, საქართველოსთვის, მეზობელ ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი თურქეთთან ინტეგრაციის სტრატეგიული ამოცანა გამოიკვეთა. სუვერენული ქვეყნის ოკუპაციამ აშკარა გახადა კავკასიის მიმართ რუსეთის პოლიტიკის მტაცებლური ბუნება, საერთაშორისო სამშვიდობო მექანიზმების უსუსურობა და რეგიონის ქვეყნებს სრული დაუცველობის განცდა გაუჩინა. რუსეთის მიერ საქართველოს ორი მხარის აღიარებამ დაგვაყენა ახალი რეალობის წინაშე, რომლსაც პირველ რიგში რეგიონის ქვეყნებმა საქართველოს მხარდაჭერით უნდა უპასუხონ. საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ ურთიერთობებში აფხაზეთს განსაკუთრებულად მგრძნობიარე ადგილი ეკავა. აფხაზეთის სივრცეზე საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა იყო და რჩება თურქეთის საგარეო პოლიტიკურ პოზიციად. საკუთარ ქვეყანაში მრავალრიცხოვანი აფხაზური და ქართული დიასპორების გამო, თურქეთს ბუნებრივი ინტერესი ჰქონდა და აქვს, არ შეწყვიტოს ურთიერთობები აფხაზებთან. ქართულმა მხარემ ეს ფაქტორი სათანადოდ ვერ გამოიყენა ქართულ-აფხაზური პირდაპირი დიალოგის ხელშესაწყობად. ამავე დროს, თურქეთის პოზიტიური გააქტიურება აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული გავლენის ზრდის ერთ-ერთი რეალური საპირწონეა. სეპარატისტულ რეგიონებში ჩვენს ინტერესებთან ტრადიციულად თანმხვედრი პოზიცია საფუძველს გვაძლევს, გამოვიჩინოთ პოლიტიკური სითამამე და, ევროკავშირის პროექტების პარალელურად, თურქეთიც ჩავრთოთ აფხაზური საზოგადოების იზოლაციიდან გამოყვანაში. საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის არაღიარების პოლიტიკის მტკიცე პოზიციით, საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით, თურქეთს უნდა მივცეთ აფხაზებთან ეტაპობრივი, მრავალმხრივი სავაჭრო ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა. ამის განხორციელება კი მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით და მასთან შეთანხმებით უნდა იყოს შესაძლებელი. ასევე, სპეციალური სამმხრივი - ქართულ-აფხაზურ-თურქული მოლაპარაკების საგანი უნდა გახდეს საზღვაო მიმოსვლის პირობებზე შეთანხმება. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს მთავარი ამოცანის მიღწევაში: აფხაზებს, რუსეთის გარდა, ახალი საგარეო ალტერნატივა გაუჩინოს და, ამასთანავე, საფუძველი ჩაეყაროს ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის ადამიანური ურთიერთობების აღდგენას. მხოლოდ ურთიერთნდობის აღდგენით შეიძლება პოლიტიკური დარეგულირებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა. თურქეთის მონაწილეობა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენაში ჩვენი მხრიდან თანმიმდევრული, შეუქცევადი და რეალისტური სამშვიდობო სტრატეგიის ნაწილი უნდა გახდეს, რაც საფუძვლად დაედება ერთიან სახელმწიფოში თანაარსებობაზე გულწრფელი მოლაპარაკებების დაწყებას. დემოკრატიული, ეკონომიკურად ჯანსაღი, ევროპული უსაფრთხოების და კეთილდღეობისკენ მტკიცედ მიმავალი საქართველო ყველაზე მიმზიდველი არჩევანი გახდება ჩვენი ქვეყნის აფხაზი და ოსი მოსახლეობისთვის.
  11. Nukriko რატომ არ უნდა ველოდო ობიექტურობას? ნოდარ ლადარია მოგვეწვია ის უფრო კომპეტენტურია და ობიექტური იქნება :ravic: მე ვამბობ არის პრობლემები და ამ პრობლემის მოგვარებას უნდა ჯანსაღი კრიტიკა. ამისათვის უმჯობესია ეკლესიის წარმომადგენელი მოვიწვიოთ და ჩვენ თვითონვე გავაკრიტიკოთ.
  12. http://lelag.blogspot.com/ საზოგადო მოღვაწეთა პუბლუკაციების და საჯარო გამოსვლების უმეტესობა სწორედ ხალხის წიაღიდან მიღებული ინფორმაციით იყო სავსე და მათი კეთილგანწყობის მოპოვებაზე იყო ორიენტირებული: ქართულ სინამდვილესთან, საზოგადოებრივ პრობლემებთან დაკავშირებულ სტატიებში უმეტესად ხალხის აზრს ციტირებდნენ და არა – მათი მეგობრების/კლასის ან უცხოელი მკვლევარების შეხედულებებს. მეტიც, დასცინოდნენ კიდეც იმათ, ვინც მისი ნააზრევის წონის და დამაჯერებლობის მისაღწევად, მხოლოდ “პარიჟის აკადემიის წევრთა” ან დასავლელი ორიენტალისტების მიერ კავკასიაში/საქართველოში მოგზაურობის შედეგად გაკეთებულ დასკვნებს ეყრდნობოდა და ქართველ მკვლევართა შეხედულებებით არც ინტერესდებოდა: “მე თვალით ნახულს და ჩვენებურს ზოგიერთს მივიწყებულ მწერალთა თხზულებებს უფრო პატივს ვცემ, ვიდრე - პარიჟის ორიენტალისტებს, რომელთაც ჩვენი ქვეყნისა და ენის არა იციან რა, მაგრამ მაინც ყველანი იმათი თხზულებების შემწეობით იძიებენ ჩვენს წარსულს ცხოვრებას, რადგან პარიჟის აკადემიის წევრები არიან და სახელი აქვთ გავარდნილი, როგორც ჩვენს ზოგ მეცნიერს ციცერონისგან ნათხოვარი აზრის ნაგლეჯებით. სწორედ მოგახსენოთ, მე არც ამისთანა მეცნიერთა საკითხავად ვწერ, რადგან წინათვე ვიცი, რომ ისინი ჩემს ნაჩხაბნს არ წაიკითხავენ, როგორც მე – იმათსას. ამ შემთხვევაში, მე უფრო მდაბიური მკითხველისა მეშინია – ვაი, თუ გამიწყრეს, ხელი რათ მოვკიდე ამისთანა საგანს, რომელზეც ბევრი ცნობა არ იპოვება და რომლის სიმძიმემ ვაი თუ ისე დაღალოს იგი, რომ პირველ ფურცელზევე ხვრინი გაამართვინოს. მე უფრო ამის რიდი მაქვს და ეს მაწუხებს და არა – ზემოთხსენებულ მეცნიერთა წყენა. ვისაც ძილი ეკიდება, იმას მე ვერ გავაფხიზლებ. მთავარია - ვინც ფხიზელია, იმას ძილი არ მოვკიდო...” (გიორგი წერეთელი. ”სხვისკენ” (თუნდაც პარიზისკენ!) ხელის გაშვერა მაშინ, როცა ”შენი” არ გაინტერესებს, არის ტოტალიტარული კულტურის გამოვლენა ანუ ”ნაჩალნიკის სინდრომი”. პროდასავლურობის მაჩვენებელი არის არა დასავლეთის მექანიკური ციტირება, არამედ დასავლურად მოქცევა: დემოსის მოსმენა, მიყურადება და თანაგანცდა. თანამედროვე საქართველოში კი ინტელექტუალების დიდი ნაწილი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს საბჭოთა “ინწილიგენციისთვის” დამახასიათებელი, მედიდური მანერით დასცქერის. კაბინეტების სიგრილე-სიმხურვალეში ჩაკეტილები, ვიწრო ჭუჭრუტანიდან (ტელევიზორი, ინტერნეტი) აკვირდებიან სამოქალაქო პროტესტს. მათი უმრავლესობისთვის ჯერ კიდევ გაუგებარია, რომ დემოკრატიის პირობებში საზოგადოებაზე წერა საზოგადოების ცოდნას და შიგნიდან დანახვას ნიშნავს. სინამდვილეზე რომ კომპეტენტური აზრი გქონდეს, ამ სინამდვილეს უნდა შეერიო და განჭვრიტო იგი: შენს დასავლურ ან საბჭოურ ცოდნას კი არ უნდა მოარგო რეალობა, არამედ რეალობის შეცნობამ უნდა მოგცეს ცოდნა და ანალიზისთვის საჭირო მასალა. მაგრამ მათ ეს არ შეუძლიათ, რადგან ეშინიათ რეალობის, ხალხის, რომელსაც “სუნი ასდის”. ამ ადამიანებში არიან ისეთებიც, ვისაც საბჭოთა პარტბილეთი 9 აპრილის ტრაგედიამაც ვერ გააგდებინა ხელიდან და ვინც საკუთარი უპირატესობით გაბრუებული, გაავებული დასცინოდა გამსახურდიას მიმდევრებს და არასოდეს გაუპროტესტებია ის ძალადობა/მკვლელობები, რომელიც ჯერ “მხედრიონმა”, ხოლო შემდეგ შევარდნაძის გოშიებმა ჩაიდინეს “ზვიადისტების” მიმართ. რაც ყველაზე ამაზრზენია, - ხელისუფლებაში მოკალათებული, ყოფილი რეპრესირებულები, თავიანთი წარსულიდან დისტანცირდნენ და ახლა თავად იქცნენ ძალადობის აპოლოგეტებად და წამქეზებლებად. ამიტომაც არ მიკვირს, როცა ძველი და ახალი “მოაზროვნე გვარდია” არაფერს ამბობს ამ ორი თვის განმავლობაში განხორციელებულ სადამსჯელო ოპერაციებზე. არ მიკვირს ინწელექტუალების დამცინავი ქირქილი რუსთაველზე გამოსული პროტესტანტების მიმართ: არ გეგონოთო, რომ ამ პროტესტს “საკანი” ჰქვია! ეს “გალიაა”, სადაც ისეთი არსებები ბინადრობენ, რომლებიც საკვებს იქ ინელებენ, სადაც ჭამენ. ეს ცინიკური ინტონაცია ბუნებრივად მაბრუნებს იმ ფაქტებთან, რომლებიც ჯერ კიდევ გვახსოვს: აფხაზების “აფსუებად” და კოკოითის “ფანდარასტად” მოხსენიება, ბადრი პატარკაციშვილის სახელზე პამპულაობა და დამცინავი ღიმილით წარმოთქმული “არკადი”, აგვისტოს ომთან დაკავშირებულ დაკითხვაზე მისული, ეროსი კიწმარიშვილისთვის იმის შეხსენება, რომ მას “ერასტი” ჰქვია. იოლი მისახვედრია, თუ რა მცირე მანძილია პიროვნების ღირსების შელახვიდან - მასზე განხორციელებული ძალადობის დაშვება-განხორციელებამდე. იგივე “ზემოდან მზერით” არის ნაკარნახები, ინწელექტუალთა მიერ, ოპოზიციონერთა და მათ მხარდამჭერთა გამოსვლებიდან მხოლოდ კომიკური და ქსენოფობიური “მარგალიტების” ამოკრება. ეს “სამართლიანი” აღშფოთება უფრო გაუგებარი ხდება, როცა იცი, რომ ამ განსწავლულთაგან არავის გაუპროტესტებია სააკაშვილის “ნულოვანი ტოლერანტობა” და ვანო მერაბიშვილის საპარლამენტო გამოსვლა: “ თუ დაინახავთ, რომ ოდნავ მაინც საფრთხე ექმნება მოქალაქის, მით უმეტეს, პოლიციელის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხელი არ აგიკანკალდეთ და გამოიყენეთ იარაღი და მე ქედს ვიხრი იმ სპეცრაზმელების წინაშე, რომლებმაც ტავისი სიცოცხლის ფასად ჩაატარეს ოპერაციები და მოკლეს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მოკლეს, კრიმინალები, რადგანაც რომ არ მოეკლა კრიმინალი, კიდევ უფრო მეტი დანაშაული მოხდებოდა საქართველოში” (2005 წლის 10 ნოემბერი). ადამიანი, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენელის მხრიდან ნულოვანი ტოლერანტობისა და მკვლელობისკენ მოწოდებას (რაც წარმოთქმის მომენტიდან უკვე ამ ყველაფრის რეალიზებას ნიშნავს!) არ აპროტესტებს და ოპოზიციურად განწყობილი ხალხის გრამატიკის, ლიტერატურის, ისტორიის და ადამიანის უფლებების საკითხების უცოდინარობა აღიზიანებს, ღირსეულ მოქალაქედ და ინტელექტუალად ვერ ჩაითვლება, მაგრამ ინწელექტუალი იქნება მანამ, სანამ თავად არ მობეზრდება. მიშელ ფუკოს ეს აზრი სწორედ იმათ მინდა შევახსენო, ვინც ძალა/ხელის/უფლების აპოლოგეტად და წამქეზებლად იქცა, ხოლო ფრანგი მოაზროვნის გამონათქვამებს მხოლოდ სტატიებისა და საჯარო გამოსვლების “სამკაულად” იყენებს: “ინტელექტუალმა უკვე აღარ უნდა ითამაშოს მრჩეველის როლი, აღარ უნდა ადგენდეს გეგმებს იმათთვის, ვინც იბრძვის ან თავს იცავს, არ უნდა იგონებდეს მათთვის ტაქტიკას და არ უნდა უსახავდეს მიზნებს. ინტელექტუალს ანალიზის ინსტრუმენტების შეთავაზება შეუძლია...სინამდვილეში, ლაპარაკია იმაზე, რომ გაგვაჩნდეს თანამედროვეობის აღქმის მყარი, ხანგრძლივი უნარი, რომლის საშუალებითაც შევამჩნევთ, თუ სად გადის რღვევის ხაზები, სადაა ძლიერი წერტილები, რომელსაც ძალაუფლება მიეჯაჭვა და დამკვიდრდა. სხვა სიტყვებით, - საჭიროა ბრძოლის ველის ტოპოგრაფიული და გეოლოგიური სურათის გადაღება.... აი, ინტელექტუალის როლი...” ცხადია, რომ ასეთი სამუშაოს შესრულების უნარს ძალა/ხელის/უფლებისადმი ვნება არა მარტო აჩლუნგებს, არამედ - სპობს. შეუძლებელია ასეთი მიუკერძოებელი ანალიზი იმ ადამიანებმა გააკეთონ, ვინც თავის შეხედულებებს “ზემოდან” წამოსულ ინსტრუქციებს ან კონიუნქტურას არგებს. ამონარიდია, დანარჩენი თვითონ ნახეთ ლინკზე.
  13. Saturn შენ ხუმრობ სატურნ და მე სულ უფრო და უფრო მივდივარ იმ აზრამდე, რომ ეს ყველაფერი სააკაშვილის და მისი პატრონების მოწყობილია ოკეანის გადაღმა(ბუშის ადმინისტრაცია). აგერ კაცი გეუბნება სულ რაღაც თვეების ამბავიაო. ნუ ომით რომ უნდოდა დაბრუნება ეს დიდი ხანია ვიცი, მაგრამ ასე ბრიყვულად თუ გააკეთებდა არ მეგონა. ეტყობა რუსებსაც ქონდათ ინფორმაცია და ელოდებოდნენ ჩასაფრებულები, თანაც პროვოკაციებს უწყობდნენ.
  14. lasha_alo ლაშა ამ ტიპისგან ახალ რამეს არც ველი ბევრი მიზეზების გამო. როდესაც ეკლესიასთან დაკავშირებით საუბარი გვინდა, მაშინ ჯობია თვით ეკლესიის წარმომადგენელი მოვიწვიოთ. გარეშე პირი, თანაც ეკლესიასთან დაპირისპირებული ყოველთვის მხარეა და ამიტომ სუბიექტური იქნება. და კიდევ ძალიან მინდა ვინმე აფხაზი ისტორიკოსი მოიწვიოთ, მაგ: მარშანია ან შერვაშიძე. მგონი თბილისში არიან და არ იქნება ძნელი მათი პოვნა.
  15. newstudio ამით ყველაფერი ნათქვამია. რადგან რუსებს არ აინტერესებდა(ვითომ)ცხინვალი, იფიქრა ბრძოლით ავიღებო და ტრიუმფით შევალო, ამის დასტურია ორი მანქანა დროშები, რომელიც თან მიჰქონდათ(ალბათ ტრიბუნაც იქნებოდაიქ).
  16. განსაკუთრებით აი ეს: კოკოითი თავისით არ წავიდოდა არც რუსები გაუშვებდნენ რა ინფო ქონდა ან რა იცოდა კვირეების და თვეების საკითხი რომ იყო. თქვენი შეფასება მაინტერესებს. http://www.civil.ge/geo/article.php?id=16864 ”სამხრეთ ოსეთი სულ ცოტა თვეების საკითხია” - სააკაშვილი სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 დეკ.'07 / 15:00 პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარება სულ ცოტა თვეების საკითხია. ”ცხინვალის რეჟიმი არის მოყანყალებული, როგორც ამოსაღები კბილი და მე დარწმუნებული ვარ, რომ 5 იანვრის [საპრეზიდენტო] არჩევნების კარგად ჩატარების შემთხვევაში, ეს არის მართლა კვირების ან თვეების საკითხი. ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული. ამაზე ზუსტი ინფორმაცია მაქვს,” - განაცხადა მან 4 დეკემბერს. სააკაშვილმა ეს განცხადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა. იმავდროულად, სტუდენტების მეორე ჯგუფმა უნივერსიტეტის წინ საპროტესტო აქცია გამართა. მათი განცხადებით, შეხვედრის ორგანიზატორებმა მხოლოდ სასურველი სტუდებტები შეარჩიეს და სხვებს საშუალება არ მისცეს სააკაშვილთან შეხვედრას დასწრებოდნენ. პრეზიდენტობის კანდიტატმა ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ბოლო თვეების მანძილზე სიმშვიდეა და სროლებიც არ ისმის, რადგანაც საქართველო გაძლიერდა და ”ყოველ გაფაჩუნებაზე ათ იმდენ პასუხს იღებდა პროვოკაციის მომწყობი”. ”ამრიგად, საუბარია მართლა ძალიან მოკლე პერიოდზე,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”რუსებსაც წამოცდათ რამდენჯერმე, რომ სამხრეთ ოსეთი მათ არ აინტერესებს. ეს მათ წამოცდათ”. 28 ნოემბერს დევნილებთან შეხვედრაზე სააკაშვილმა განაცხადა: ” უახლოეს მომავალში, მე ვგულისხმობ უახლოეს თვეებს, მე არ ვამბობ უახლოეს წლებს, ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, შევქმნით პირობებს თქვენი ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნებისთვის აფხაზეთში”.
  17. http://www.civil.ge/geo/article.php?id=16864 ”სამხრეთ ოსეთი სულ ცოტა თვეების საკითხია” - სააკაშვილი სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 დეკ.'07 / 15:00 პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარება სულ ცოტა თვეების საკითხია. ”ცხინვალის რეჟიმი არის მოყანყალებული, როგორც ამოსაღები კბილი და მე დარწმუნებული ვარ, რომ 5 იანვრის [საპრეზიდენტო] არჩევნების კარგად ჩატარების შემთხვევაში, ეს არის მართლა კვირების ან თვეების საკითხი. ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული. ამაზე ზუსტი ინფორმაცია მაქვს,” - განაცხადა მან 4 დეკემბერს. სააკაშვილმა ეს განცხადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა. იმავდროულად, სტუდენტების მეორე ჯგუფმა უნივერსიტეტის წინ საპროტესტო აქცია გამართა. მათი განცხადებით, შეხვედრის ორგანიზატორებმა მხოლოდ სასურველი სტუდებტები შეარჩიეს და სხვებს საშუალება არ მისცეს სააკაშვილთან შეხვედრას დასწრებოდნენ. პრეზიდენტობის კანდიტატმა ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ბოლო თვეების მანძილზე სიმშვიდეა და სროლებიც არ ისმის, რადგანაც საქართველო გაძლიერდა და ”ყოველ გაფაჩუნებაზე ათ იმდენ პასუხს იღებდა პროვოკაციის მომწყობი”. ”ამრიგად, საუბარია მართლა ძალიან მოკლე პერიოდზე,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”რუსებსაც წამოცდათ რამდენჯერმე, რომ სამხრეთ ოსეთი მათ არ აინტერესებს. ეს მათ წამოცდათ”. 28 ნოემბერს დევნილებთან შეხვედრაზე სააკაშვილმა განაცხადა: ” უახლოეს მომავალში, მე ვგულისხმობ უახლოეს თვეებს, მე არ ვამბობ უახლოეს წლებს, ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, შევქმნით პირობებს თქვენი ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნებისთვის აფხაზეთში”.
  18. http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...11776&ct=18 საქართველოს შიდა და საგარეო ვალი იზრდება რადიო ``კომერსანტი``, FM 95.5 საბანკო სექტორის ვალი კი შემცირდა ქვეყნის შიდა და საგარეო ვალი იზრდება. ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 2009 წლის პირველი ექვსი თვის მდგომარეობით 7 მილიარდ 781 მილიონი ლარია. ამ მონაცემებში სამთავრობო სექტორის, ეროვნული ბანკისა და კერძო სექტორის საგარეო ვალდებულებებია გათვალისწინებული. აქედან 2 მილიარდ 325 მილიონი დოლარი სამთავრობო სექტორის ვალია, 647 მილიონი დოლარი – ეროვნული ბანკის, 1 მილიარდ 621 მილიონი დოლარი კი საბანკო სექტორის. 2009 წლის მეორე კვარტალში 64 მილიონით გაიზარდა კერძო სექტორის უცხოური ვალდებულებები. თუმცა, შემცირდა საბანკო სექტორის ვალი. რაც შეეხება ქვეყნის შიდა ვალს – ბიუჯეტს წინა ხელისუფლების დროიდან 675 მილიონი ლარის ვალდებულება მოჰყვება, 2009 წლის 5 ატვისტოდან კი მთავრობამ ახალი შიდა ვალის აღება დაიწყო და ამ მიზნით სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები - სახაზინო ვალდებულებები გამოუშავა. წლის ბოლომდე 280 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდის გამოშვება იგეგმება.
  19. image ჰაიდი ტალიავინის მისიის დაკვნას დღეს ფრანგული გაზეთები ეხმაურებიან. ~რუსულ-ქართული კონფლიქტის დაწყებაში დადანაშაულებული საქართველო~ - ამ სათაურით აქვეყნებს წერილს გავლენიანი ფრანგული გამოცემა “Le Figaro”. სტატიაში, რომლის ქართულ ვერსიასაც პორტალი ~ფორინპრესი~ აქვეყნებს, ნათვქამია, რომ საგამოძიებო კომისისამ 7-8 აგვისტოს ოსეთში კონფლიქტის გაჩაღების მომენტში რეგიონში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრის დამადასტურებელი ფაქტები ვერ მოიძია. “კომისიის აზრით, იმ ღამით ცხინვალის მიმართულებით მძიმე საარტილერიო ცეცხლის გახსნით, ომი საქართველომ დაიწყო, - გადაჭრით აცხადებს შვეიცარელი დიპლომატი ჰეიდი ტალიავინი. “ამ მოხსენებაში ერთ ისეთ ადგილსაც ვერ იპოვით სადაც წერია, რომ ომი საქართველო დაიწყო”, საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრის თემურ იაკობაშვილის პირით, თბილისი ბრალდებას უარყოფს~, - ნათქვამია წერილში. აქვე აღნიშნულია, რომ დასკვნა პასუხისმგებლობისგან არც მოსკოვს ათავისუფლებს. ~მიუხედავად ამისა, მოხსენება თბილისისთვის უფრო მძიმეა, ვიდრე მოსკოვისთვის, რადგან გასული წლის განმავლობაში საქართველო თავს რუსეთის მსხვერპლად წარმოადგენდა. ფაქტის ამგვარი კონსტატაცია ქვეყნის შიგნით მიხეილ სააკაშვილის პოზიციას შეასუსტებს, რადგან მას იქ ისედაც ედავებიან და გაართულებს მოსკოვს და თბილისს შორის ჟენევაში მიმდინარე ისედაც რთულ მოლაპარაკებებს~, - წერს ~Le Figaro~. მეორე ფრანგული გაზეთის “Liberation”-ს სტატიაში კი ნათქვამია, რომ ომის გაჩაღებაში რუსეთისთვის მისი წილი პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, მოხსენება ცხადყოფს, რომ სამხრეთ ოსეთზე შეტევის ინიციატორი საქართველო იყო. ~პასუხისმგებლობის თანაბრად განაწილების მიუხედავად, მოხსენება მიხეილ სააკაშვილს უფრო ამხელს, ვიდრე ვლადიმერ პუტინს. “ეს ყველაფერი სააკაშვილმა დაიწყო, რადგან ამერიკელების დახმარების იმედი ჰქონდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ასეთია ამ ამბის ისტორია”, განაცხადა ოთხშაბათს, ბრიუსელში მოხსენების კომენტირებისას ჟურნალისტებთან, ევროპის საქმეთა საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა, პიერ ლელუშმა~, - ნათქვამია სტატიაში. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  20. Saturn "როგორ უნდა მოიქცე, როდესაც შენი მოკავშირე აგრესორია?" - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკელი ანალიტიკოსი დაგ ბენდოუ სტატიას "CATO Institut~-ის ვებგვერდზე. ბენდოუს აზრით, მას შემდეგ, რაც გასული წლის რუსულ-ქართულ ომზე ევროკავშირის დასკვნა გამოქვეყნდა, სწორედ ეს კითხვა უნდა დაუსვას საკუთარ თავს ვაშინგტონმა. ~ევროკავშირმა დაადასტურა, რაც დამოუკიდებელი ექსპერტებისთვის დიდი ხანია, აშკარა იყო: კონფლქიტი ამერიკის მოკავშირემ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილის მხარდაჭერით, ბუშის ადმინისტრაცია აგრესორს უჭერდა მხარს~, - წერს ბენდოუ სტატიაში, რომლის ქართულ ვერსიასაც პორტალი ~ფორინპრესი~ აქვეყნებს. ავტორის აზრით, რუსეთიც კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - მოსკოვმა სააკაშვილის უპასუხისმგებლო აგრესიულობა თავის სასარგებლოდ გამოიყენა და დესტრუქციულად იძია შური, მაგრამ მთავარ საკითხში ევროკავშირმა თბილისი დაადანაშაულა. ~შესაძლოა, საქართველოს მთავრობისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერამ წააქეზა სააკაშვილი და სამხრეთ ოსეთის ძალით დამორჩილება ამიტომაც სცადა. სხვას რომ თავი დავანებოთ, ალბათ უფრო დიდ რისკზე წახვალ, თუ გჯერა, რომ ზურგს აშშ გიმაგრებს. თუ მიხეილ სააკაშვილმა მოსკოვის წინააღმდეგ აშშ-ს სამხედრო მხარდაჭერის მოლოდინით ომის დაწყება მაშინ მოინდომა, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ნატო-ს წევრი, წარმოიდგინეთ, რას უზამდა თავის ქვეყანას, ნატო-ში რომ მიეღოთ~, - ნათქვმია სტატიაში. აქვე დაგ ბენდოუ აღნიშნავს, რომ მსოფლიო ცივ ომს გადაურჩა ისე, რომ მთავარ ბირთვულ ქვეყნებს შორის კონფლქტი არ მომხდარა. ~ავტორიტარი ნაციონალის მიერ დაწყებული ომის გამო და ამერიკის ინტერესების საპირისპიროდ ბირთვულ კონფრონტაციაში შესვლა ზღვარს გადასული იქნებოდა. საქართველო იმის ილუსტრაციას წარმოადგენს, თუ როგორ შეიძლება იქცეს გაუფრთხილებლად შერჩეული მოკავშირე და იოლად დარიგებული უსაფრთხოების გარანტიები დაუცველობის რეცეპტად და პოტენციურ კატასტროფად. ამერიკელებს ქართველი ხალხის თანაგრძნობა მართებთ, ხალხის, რომელსაც ცუდად ემსახურება თავისივე მთავრობა და სასტიკად ეპყრობა რუსეთიც. მაგრამ, თბილისის გამო ომის რისკზე წასვლას არავითარი აზრი არა აქვს. ნატო-ს გაფართოების ნაცვლად ვაშინგტონმა უნდა დაიწყოს პროცესი, რომელიც ევროპის უსაფრთხოებას ევროპასვე გადასცემს~, - წერს დაგ ბენდოუ. ევროპაში და ამერიკაში დაახლოებით ასე გაიგეს ტალიავინის კომისიის დასკვნა. საქართველოს ხელისუფლებაში კი პირიქით. რატომ? ის კი არადა მიშამ განაცხადა ეს დასკვნა ქართული დიპლომატიის გამარჯვებააო. ვის დავუჯეროთ ბატონო სატურნ?
  21. მასონები ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანები არიან, რომლებიც ერთიანდებიან რაღაც აკვიატებული იდეების გამო ან ფინანსური სარგებელის ნახვის მიზნით. ჩვეულებრისამებრ ჯგუფებში ერთიანდებიან დიდი გავლენის მქონე პოლიტიკოსები და არამარტო პოლიტიკოსები, მსახიობები, მწერლები და სხვა.+ დიდი ფინანსური რესურსის მქონე ხალხი, რომლებსაც სურთ გაზარდონ მათი ქონება. მათ ხელშია მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და მათი საშუალებით ახდენენ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას მათი იდეების სასარგებლოდ. თქვენ იცით რამდენი ტრილიონი დოლარი აქვს ვალი აშშ-ს? (მომავალში ფილმის ლინკსაც დავდებ.) და ამ ვალების უდიდესი ნაწილი არის ასეთი ფინანსური ჯგუფების ვალი. ბუნებრივია ამ ვალის საფასურად ეს ოლიგარქები, რომლებიც მასონთა კლუბებში არიან გაერთიანებული, უკვეთავენ აშშ-ს ხელისუფლებას პოლიტიკას. ასე იყო ერაყში. ვიღაც ნავთობ მაგნატებს აინტერესებდათ ერაყული ნავთობი და აშშ-ს ხელისუფლებას მასობრივი განადგურების იარაღის პოვნის საბაბით დააწყებინეს საომარი მოქმედებები. დანარჩენი თქვენც იცით. იცით ის რომ ხუსეინს არ აღმოაჩნდა ასეთი იარაღი. ასეთი რაღაც ხდება შუა აზიის ენერგო-რესურსებთან დაკავშირებით. აი ამ რესურსების ხელში ჩასაგდებად გამოყენებული გეგმის ნაწილია საქართველო. ყველა აფიქსირებს, რომ საქართველო არის სატრანზიტო ქვეყანა. აქედან გამომდინარე აწყობთ დე ფაქტო საქართველოს იურისდიქციაში მყოფი საქართველოს საზღვრები ენერგო რესურსების ტრანზიტისთვის. მორჩა გადაიტვირთ ურთიერთობები. თქვენ წარმოიდგინეთ თითიც კი დაგვიქნიეს როგორ გაბედეთ ომით ტერიტორიების დაბრუნებაო. ანუ ომით არაო და მოლაპარაკებით ვერაო. სამაგიეროდ აქედან გავა ენერგო- მატარებლები, შესაბამისად ოლიგარქები მიიღებენ მოგებას, ქართველი ხალხი ფასადებით, გზებით და 80 ლარიანი პენსიით კმაყოფილია, რუსებმა კი აფხაზეთი და სამაჩაბლო მიიღეს და საბოლოოდ ყველა კმაყოფილია. ჯერ ეს იყოს :papa:
  22. newstudio რუსები რომ პროვოკაციას აწყობდნენ ეს ცნობილია, მაგრამ სულ მშვიდობა რომ ყოფილიყო მიშა ომს მაინც დაიწყებდა. აი ეს წაიკითხეთ http://www.civil.ge/geo/article.php?id=16864 ”სამხრეთ ოსეთი სულ ცოტა თვეების საკითხია” - სააკაშვილი სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 დეკ.'07 / 15:00 პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარება სულ ცოტა თვეების საკითხია. ”ცხინვალის რეჟიმი არის მოყანყალებული, როგორც ამოსაღები კბილი და მე დარწმუნებული ვარ, რომ 5 იანვრის [საპრეზიდენტო] არჩევნების კარგად ჩატარების შემთხვევაში, ეს არის მართლა კვირების ან თვეების საკითხი. ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული. ამაზე ზუსტი ინფორმაცია მაქვს,” - განაცხადა მან 4 დეკემბერს. სააკაშვილმა ეს განცხადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა. იმავდროულად, სტუდენტების მეორე ჯგუფმა უნივერსიტეტის წინ საპროტესტო აქცია გამართა. მათი განცხადებით, შეხვედრის ორგანიზატორებმა მხოლოდ სასურველი სტუდებტები შეარჩიეს და სხვებს საშუალება არ მისცეს სააკაშვილთან შეხვედრას დასწრებოდნენ. პრეზიდენტობის კანდიტატმა ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ბოლო თვეების მანძილზე სიმშვიდეა და სროლებიც არ ისმის, რადგანაც საქართველო გაძლიერდა და ”ყოველ გაფაჩუნებაზე ათ იმდენ პასუხს იღებდა პროვოკაციის მომწყობი”. ”ამრიგად, საუბარია მართლა ძალიან მოკლე პერიოდზე,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”რუსებსაც წამოცდათ რამდენჯერმე, რომ სამხრეთ ოსეთი მათ არ აინტერესებს. ეს მათ წამოცდათ”. 28 ნოემბერს დევნილებთან შეხვედრაზე სააკაშვილმა განაცხადა: ” უახლოეს მომავალში, მე ვგულისხმობ უახლოეს თვეებს, მე არ ვამბობ უახლოეს წლებს, ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, შევქმნით პირობებს თქვენი ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნებისთვის აფხაზეთში”. ამით ყველაფერს ამბობს ეს კაცი და შ###-ი თუ გინდა.
×
×
  • შექმენი...