პუტინმა საპირფარეშოს აფეთქების შემდეგ ცხინვალს თავი აარიდა “დღეს ცხინვალი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. თუმცა ზეიმი შიშნარევი გამოდგა. დამოუკიდებლობის აღნიშვნასთან ერთად ამ დღეებში სულ უფრო მეტს საუბრობენ მოსალოდნელ ტერაქტებზე და ადგილობრივი შს სამინისტრო ყაზარმულ რეჟიმზეც გადაჰყავთ. ზეიმზე ჩასვლაზე უარს ამბობს რუსეთის პრემიერიც, რომელსაც 26 აგვისტოს თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დიდი ამბით ელოდებოდნენ”, - წერს გაზეთი “24 საათი” სტატიაში სათაურით შიშნარევი ზეიმი. “ცხინვალის საინფორმაციო და ბეჭდვითი სიტყვის ე.წ. კომიტეტმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა ქართული სპეცსამსახურები დივერსიისა და ტერაქტების მომზადებაში დაადანაშაულა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის შს სამინისტრო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული... აღნიშნული განცხადება მოჰყვა გუშინწინ ცხინვალის რეგიონში მომხდარ აფეთქებას. გავრცელებული ინფორმაციით, დე ფაქტო საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ომონის უფროსის ყოფილი მოადგილე სერგეი ვალიევი საკუთარ საპირპარეშოში აფეთქდა... ის 2008 წლის სექტემბერში ედუარდ კოკოითმა სამხრეთ ოსეთის გმირის წოდებით დააჯილდოვა. მიზეზი ქართველი ტყვეების სასტიკი წამება გახდა. ვალიევი 2000-2002 წლებში, კონტრაბანდის შემოტანისთვის, რუსთავის კოლონიაში სასჯელსაც იხდიდა”, - აღნიშნავს გამოცემა და დასძენს: “ცნობილი ხდება, რომ რეგიონის “დამოუკიდებლობის” აღსანიშნავად ცხინვალში ჩასვლა გადაიფიქრა რუსეთის პრემიერმა ვლადიმირ პუტინმა. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, პუტინის შეხვედრა კოკოითთან მოხდება, თუმცა - მოსკოვში, სადაც ედუარდ კოკოითი თავად ესტუმრება რუსეთის პრემიერს. ცხინვალის ბრალდებების კომენტირება “24 საათმა” საქართველოს შს სამინისტროს სთხოვა, სადაც განაცხადეს, რომ აბსურდულ ბრალდებებზე ოფიციალური კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ”. მე მგონი სპეციალურად ააფეთქებინა პუტინმა რაღაც, რომ ცხინვალში ჩასვლაზე ტავი აერიდებინა .