babuagiorgi მე პრაქტიკულად არ ვსვამ, მაქსიმუმ ერთი კათხა ლუდი დავლიო. საჭესთან როცა ვარ მაგასაც ვერიდები. მოძრაობის წესებს არ ვარღვევ. ბოლო 4 წლის მანძილზე სულ ორჯერ გამაჩერა პატრულმა. პირველად გზაჯვარედინზე, სადაც უნდა დამეთმო ცოტა სწრაფად გავიარე, მეორედ ღამის ოთხ საათზე მობილურით ვლაპარაკობდი საჭესთან. პირველ შემთხვევაში მართლა შეიძლებოდა დავეჯარიმებინე, მეორე შემთხვევაში არც მოუთხოვიათ საბუთები, მითხრეს რომ არ შეიძლება მობილურით საუბარი საჭესთან და მომავალში გაითვალისწინეო. კიდევ ერთხელ რუსთაველზე გავაჩერე მანქანა, ჩემი მეგობარი მაღაზიაში შევიდა 5 წუთით და არ შეიძლებოდა თურმე იქ დგომა. აი მაშინ გამომადგა ჩემი მოწმობა და გადავურჩი ჯარიმას.