ამერიკელების (და სხვა ქვეყნებშიც ასეა ძირითადად) საკმაოდ დიდი ნაწილი არ კითხულობს გაზეთებს, სამაგიეროდ უყურებს ტელევიზორს და დადის კინოში. მაგალითად ცნობილი ამბავია, რომ ამერიკელებს კენედის მკვლელობაზე და ამ მკვლელობის ორგანიზატორთა ვინაობაზე წარმოდგენა ჩამოუყალიბდათ მხატვრულ ფილმ J. F. K. -ის (ჯონ ფიცჯერალდ კენედი) მიხედვით, რომელშიც მთავარ როლს ქევინ ქოსთნერი თამაშობს (პროკურორი ჯიმ ჰარისონი). ამ ფილმში აქცენტი კეთდება იმაზე, რომ კენედის მკვლელობა ორგანიზებული იყო ჯგუფის მიერ, რომელშიც შედიოდნენ მაფია, სამხედროები და ა.შ. რეალურად კი ეს მკვლელობა დაგეგმა და ჩაიდინა ერთმა ადამიანმა, ლი ჰარვი ოსვალდმა.