shervashidze ეგ ყველაფერი ფარდობითია. შეიძლება ვიღაცის თვალში შენ იყო კერპთაყვანისმცემელი, ავადმყოფი, დაუნი და კიდევ ათასი საზიზღრობა. ამიტომ გამოსავალი არის ერთი: შეურაცხყოფის არ მიყენება. ვისაუბროთ კორექტულად. გარკვევით დავაფიქსირე ამ ფორუმის მმართველობის აზრი ამ საკითხზე და ეს აზრი რევიზიას არ ექვემდებარება. მე არ მითქვამს რომ თქვენ იბილწსიტყვავეთ ან შეაგინეთ ვინმეს. ვთქვი რომ შეურაცხყოფა მიაყენეთ. ადამიანს შეიძლება ბილწსიტყვაობის და გინების გარეშეც მიაყენო შეურაცხყოფა. მაგალითად უთხრა რომ ის არის სასქესო ორგანო. ლექსიკა ნორმატიულია, მაგრამ შეურაცხყოფაც სახეზეა. ფსევდო არა და დემოკრატიულში კი. ამ საკითხზე მსჯელობა, საჩივარი და ა.შ. შეგიძლიათ განათავსოთ შესაბამის განყოფილებაში: http://planeta.ge/index.php?showforum=159 თქვენი საჩივარი განხილულ იქნება ფორუმის ომბუდსმენის მიერ.