ვნახოთ როგორ იმუშავებს ეს არხი. წინასწარ მიჭირს უარყოფითი ან დადებითი შეფასების გაკეთება. რაც შეეხება იმას თუ რომელ ტერიტორიას "აგვახევს" რუსეთი, "ნუ გავაღიაზიანებთ" და ა.შ. არ არსებობდა ეგ არხი, საერთოდ ტელევიზია და რადიოც არ არსებობდა, როცა რუსეთმა საქართველოს სახელმწიფოებრიობა გააუქმა. არ სჭირდება რუსეთს არანაირი დამატებითი მიზეზის ძებნა. მისთვის ის ფაქტი, რომ არსებობს მისგან დამოუკიდებელი სახელმწიფო საქართველო, უკვე არის ჩვენდამი მტრული და აგრესიული პოლიტიკის წარმოების მიზეზი. ამას ვერ წაუვალთ ვერსად თუ გვინდა, რომ სახელმწიფო გვქონდეს.