dire მერე გეტყვიან არავის გადაუღუნოო და გეწყინება. ეჰ იმაზე მაინც თუ გიფიქრია რომ რადგან შენ არ გივარდებიან სახლში, არ გკლავენ, შენს სინსილას არ წყვეტენ იმ დროს როცა შენს მოწინააღმდეგეებს აქვთ ამის ფიზიკური შესაძლებლობა, ე.ი. შენზე უფრო მორალური ადამიანები ყოფილან? ხოდა დირე ხარ თუ ბონია, დათა თუთაშხიას სიტყვებით გიპასუხებ: მგელიც მისი ლეკვების შიმშილს გამოყავს საშოვარზე. მშიერი და გამწარებული მგლის ფიქრი მარტო ის კი არაა, ვინმე შევჭამოო, იმასაც ფიქრობს მგელი, – ისეთი შევჭამო, რომ არ დამასწროს და აქით არ შემჭამოსო, მაგრამ მეტი ფიქრი არ იცის მგელმა. ნადირია და მიტომ. კაცი ადამიანის შვილია და იმის ფიქრიც უნდა ქონდეს, ისეთი შევჭამო, რომ ჩემი სიცოცხლე ჯობდეს მის სიცოცხლესო. ასეა ეს. შენ რომ ხარ, მისთანა კაცის გახარებისთვის არ ღირდეს ეგებ, მე რომ ვარ, მისთანა კაცის მოკვლა, ბონია, და თუ გიფიქრია ამაზე?