DATA TUTASXIA დღეისათვის, ამ პოლიტიკურ ვითარებაში რაც არსებობს, არც მიშას, არც გრიშას და არც არავის არ აქვს არანაირი შანსი აღადგინოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. საჭიროა მუშაობა და ლოდინი. დადგება დღე როცა რუსეთის ზემოქმედების ბერკეტები ევროპაზე შესუსტდება და ეგ ტერიტორიული მთლიანობის საკითხები წინ წამოიწევს. ახალ თაობას არ ეხსომება, მაგრამ მე და ალბათ შენც გვახსოვს საბჭოთა კავშირი. არავის არ ეგონა რომ იგი დაკარგავდა თავის გავლენის სფეროებს აღმოსავლეთ ევროპაში, მაგრამ დაკარგა და დაიშალა კიდეც. ასევე გავიდნენ საქართველოდან რუსული ბაზები (იმ ტერიტორიიდან, რომელსაც დე ფაქტო აკონტროლებს საქართველო). ასე რომ მე დარწმუნებული ვარ რომ ეგ დღე დადგება. მიშა და გრიშა კიდევ არ მაინტერესებს რა... ეგ თქვენ ხართ ჩაციკლული პიროვნებებზე.