GeoStream მე მაქვს ჩემი პრინციპები, რომელსაც შენ ვერ შემაცვლევინებ. სანამ საქართველოს ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მე პირადად რამდენადაც ეს შესაძლებელია შორს ვიქნები ყველაფერი რუსულისაგან. ამჟამად ეს შემოიფარგლება იმით, რომ არ ვყიდულობ რუსეთში ნაწარმოებ პროდუქციას. ამას გეუბნები მხოლოდ იმიტომ რომ ჩამეძიე და რაღაც კითხვები გაგიჩნდა. რა თქმა უნდა ყველას აქვს უფლება ისე იცხოვროს როგორც თვითონ სურს და რუსეთში იმუშავებენ, chessplanet.ru -ზე ითამაშებენ თუ რას გააკეთებენ სხვა ქართველები, ეს ჩემი საქმე არაა და არც ვაპირებ არავის პატრიოტიზმის განსჯას. ახლა შევეშვათ ამ საკითხს და დავუბრუნდეთ თემას, ასე აჯობებს. არაა აუცილებელი. შეგიძლია ქართული ანუ ge დომენი აიღო და ჰოსტინგი ევროპაში გქონდეს. P.S. შენ მოჭადრაკე თუ ხარ, ჩვენს ტურნირში მონაწილეობას ექნება შენთვის რამე აზრი?