Siknadmo რა თქმა უნდა. ნაძირლების მიმართ პატივისცემის გრძნობა შეიძლება მხოლოდ მისივე მენტალიტეტის მქონეს ჰქონდეს. თუმცა ისეთი ხალხიც ბევრი იყო, ვინც არანაირ პატივს არ სცემდა არც გარეგნულად არც შინაგანად ამ ხალხს. გაგანია შევარდნაძის ეპოქაში, ქურდების ზეობის პერიოდში, ერთ ჩემს მეგობარს, მოკრივეს ჰქონდა პატარა ბიზნესი - სასურსათო მაღაზია. ერთხელ ამ მაღაზიაში იყო თვითონაც და დაინახა რომ ვიღაც ტიპი სიგარეტის კოლოფს იღებდა. უთხრა დადე უკანო. იმ ტიპმა კაჩაობა დაუწყო მომავალი ვარო, ქურდების პატარა ძმაო და ა.შ. ჩემმა მეგობარმა უთხრა ვინც არ უნდა იყო მაგ სიგარეტს ვერ წაიღებ საფასურის გადახდის გარეშეო. წავიდა ის ტიპი და კიდევ ორი მისნაირი მოიყვანა. მოკლედ შელაპარაკდნენ და შეაგინეს ამ ჩემს მეგობარს. თითო ჩამოურიგა სამივეს ისეთი, რომ წასაღები გახდნენ სამივე. მერე მართლა ვიღაც ქურდებთან იჩივლეს, არც შერცხვათ სამი კაცი გვცემა ერთმაო რომ ამბობდნენ.