Jump to content
Planeta.Ge

Saturn

მოდერატორი
  • პოსტები

    16.333
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    26

ყველა პოსტი Saturn

  1. Nukriko კიდევ გიმეორებ, ის რასაც შენ შვედურ სოციალიზმს ეძახი, გაცილებით უფრო ახლოს ვთქვათ აშშ-ში არსებულ პოლიტიკურ სისტემასთან ვიდრე ე.წ. სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში არსებულ პოლიტიკურ სისტემასთან, რომელმაც სრული კრახი განიცადა გასულ საუკუნეში. რაც შეეხება უფასოს. უფასო ამ ქვეყანაზე არაფერი არაა (ერთადერთი გამონაკლისი ყველია სათაგურში), იმ "უფასოს" უკან ვიღაც დგას, ვინც მის საფასურს იხდის. კარგი სისტემაა საშუალო შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის, მაგრამ ვინც საშუალოზე მაღლა დგას თავისი ნიჭით და უნარებით, მისთვის წამგებიანია. რადგამ ასეთ კაცს ეკისრება სხვისი სწავლის და დაზღვევის ფულის გადახდა.
  2. Nukriko როცა სისტემებს ვადარებთ, მე არ მაინტერესებს რას ამბობს მიშა და გრიშა. კიდევ ვიმეორებ, ჩვენთან, პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, რომელიც ჯერ 200 წლის განმავლობაში რუსეთის გუბერნია იყო, არ არის ამჟამად ის სისტემა, რომელიც შეესაბამება განვითარებულ კაპიტალიზმს თავისი საბაზრო ურთიერთობებით და ლიბერალური ეკონომიკით.
  3. Siknadmo ჩემო სიკნადმო, მაშინ როცა მე ენდრიუ ჰეივუდის ნაშრომებს ვკითხულობდი პოლიტიკური სისტემების შესახებ, შენ "მიშა მოვდივარ"-ის და "გრეჩიხას გაუმარჯოს" ბღავილით იფხრეწდი ყელს. ასე რომ არ ჟღერს ეგ ჭკუის სწავლება შენი მხრიდან ლამაზად.
  4. ყველა პოსტ საბჭოთა ქვეყანამ ბალტიისპირეთის რესპუბლიკების გარდა.
  5. Nukriko მიშას სისტემა? ასეთ ცნებას პოლიტოლოგია არ იცნობს. ლიბერალური ეკონომიკაა კარგი სისტემა. ჩვენთან ახლა არსებული სისტემა შეიძლება ველურ კაპიტალიზმად მოვიხსენიოთ. ეს ეტაპი გასავლელია რომ ნორმალურ სისტემამდე მივიდეთ. შვედური სისტემა კარგია თუმცა აქვს გარკვეული ნაკლი მაგ სისტემასაც. მაგრამ სოციალიზმის კლასიკურ გაგებასთან შვედეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოდელს იმდენი აქვს საერთო, რამდენიც მერსედესს ზაპოროჟეცთან.
  6. სიმახინჯე გეგმიური ეკონომიკაა, შენ არ გემახსოვრება ეგ დრო, ალბათ მაგიდის ქვეშ დარბოდი მაშინ.
  7. kisa ვიცი ეგ ყველაფერი, მეც ვკითხულობს სტატიებს მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ჩვენთან თუ იომებენ ისედაც მოგვიგებენ და ნატოსთან შანსი არ აქვთ, ეგ თვითონაც იციან. ეგ გემი უფრო პოლიტიკური ფაქტორია ჩემი აზრით ვიდრე სამხედრო. ისე რუსეთში გარკვეულ წრეებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მაგ შესყიდვის გადაწყვეტილებამ. ჩვენ თვითონ ავაგოთ და ჩვენი მოსახლეობა დავასაქმოთო ამბობენ.
  8. ისე რუსებს რად უნდათ ეგ გემი ვერ ვხვდები. ჩვენთან თუ აპირებენ ომს, მაგ გემის გარეშეც დაგვამარცხებენ და ნატოსთან თუ აპირებენ, ეგ გემი ვერ უშველით
  9. მე რომ იგივე მგონია შენზე? :bushti: და შენს ანგარიშებს თუ გავიხსენებთ, ჩემი ეჭვი უფრო დასაბუთებულია
  10. უშიშროება შსს-ში შედის სტრუქტურულად. რამდენიმე წლის წინ გაერთიანდა შსს და უშიშროება.
  11. ჩემი აზრით ტანკების და ჯავშან ტექნიკის შესყიდვით ძალიან არ უნდა გადავტვირთოთ ჩვენი სამხედრო ბიუჯეტი. გაშლილ ადგილებზე ომს მგონი არ ვაპირებთ და ჩვენივე მიწაზე ომმა თუ მოგვიწია კიდევ, ტანკ და ჰაერ საწინააღმდეგო რაკეტები უფრო დაგვჭირდება ვიდრე ტანკი და ქვეითთა საბრძოლო მანქანა.
  12. lasha1997 საგარეო პოლიტიკა პრო დასავლური გვაქვს. საშინაო პოლიტიკას უნდა მიხედვა.
  13. ძუკუ კურსი არსებობს პიროვნებებისგან დამოუკიდებლად. პიროვნება შეიძლება მხოლოდ იყოს ამ კურსის გამტარებელი ან არ იყოს.
  14. chegesto სისულელეებზე საუბრის მასტერი ხარ? კი ვეჭვობდი ისე http://s8.rimg.info/180412b178e1e8dbabb2d80145349b8e.gif
  15. ძუკუ არა. სააკაშვილს ეს უთქვამს: კურსის მხარდაჭერა არ გულისხმობს აუცილებლად პიროვნულ მხარდაჭერას. მაგალითად ვინმე ჯუმბერი თვლის რომ აუცილებელია დასავლეთთან ინტეგრაცია, ლიბერალური ეკონომიკის განვითარება და ა.შ. მაგრამ თვლის რომ ამას სააკაშვილზე უფრო კარგად გააკეთებს ვთქვათ ჩიბურდანიძე. ამ შემთხვევაში ჯუმბერი კურსის მხარდამჭერია, სააკაშვილის მხარდამჭერი კი - არა.
  16. მეც მქონდა ამას წინათ საუბარი ერთ ყაზბეგელთან, რომელსაც ძალიან უხაროდა ლარსის გახსნა. რე ვიც, რას გაიგებ :bushti:
  17. ძუკუ რას ნიშნავს ეს შეკითხვა? კითხვის აზრი ვერ გამოვიტანე.
  18. ეგ ჩანს ხო. სამავოლკას ეძახდნენ მაგ ფილმს. ლომგული არ გამიგია.
  19. შემეცნებითი არხია და მაგ მხრივ საინტერესო რაღაცეებს უჩვენებენ. კვლევებთან და დოკუმენტურ ფილმებთან ერთად ისტორიული მხატვრული ფილმები ან მოკლე სერიალებიც არის ხოლმე პერიოდულად. რა ვიცი მე მომწონს, ხშირად ვუყურებ მაგ არხს. ახლა შენ თუ ექშენი და ადრენალინი გინდა, მაშინ მოსაწყენად მოგეჩვენება. კიდევ ვუყურებ Animal Planet -ს, ეგ როგორც არხის სახელწოდებიდან მიხვდებით, ცხოველთა სამყაროზეა.
  20. newstudio ამ დასკვნებს რის საფუძველზე აკეთებ ხოლმე?
  21. kisa არანორმალური და მახინჯად მოაზროვნეებიც რომ არ გვაკლია, მაგაშია პრობლემა. ეს შენ გაღელვებს. მე ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავ იმაში თუ ვინ "იპარპაშებს".
  22. თუ ფორუმ.გე -ზეა საუბარი, მანდ პოსტავს აბსოლუტურად ყველანაირი აზრის მქონე იუზერი. ნუ ცდილობთ რაღაც სტერილური ინტერნეტ საზოგადოების ჩამოყალიბებას, რადგან ამაზე მეტი მარაზმი არ არსებობს. ის რომ შენ არ მოგწონს რაღაც აზრი, არ ნიშნავს იმას რომ შენი აზრია ერთადერთი, განუმეორებელი და ჭეშმარიტი.
  23. lasha_alo მეც იმედი მაქვს რომ ამ მხრივ მისი წასვლის შემდეგ მართლაც არ იქნება ცვლილება ანუ საქართველო არ გადაუხვევს პროდასავლურ საგარეო კურსს და არ გადავა რუსეთის ორბიტაზე.
×
×
  • შექმენი...