Nukriko შენ არ გესმის ყველაზე მთავარი და როგორ გეკამათო ეხლა? რომ წერ 60-იანებამდე არ არსებობდაო, მართალია არ არსებობდა, მაგრამ იმ სისტემის ძლიერება იმაში მდგომარეობს რომ ის ვითარდებოდა და ვითარდება. საბჭოთა კავშირი კი არ ვითარდებოდა, რადგან სიმახინჯეში მხოლოდ სიმახინჯე შეიძლება განვითარდეს. კანონი სსრკ-შიო გამაცინე ეხლა. რაის კანონი? საერთოდ ადამიანის უფლებების დაცვაზე და დამცველებზე საბჭოთა კავშირის პერიოდში გაგიგია რამე? ვერ გაიგებდი. იმიტომ რომ ასეთი რაღაც არ არსებობდა. იმ აშშ-ში იბრძოდნენ ამ უფლებებისთვის და მიაღწიეს. სსრკ-ში ვინც იბრძოდა ან ფიზიკურად ანადგურებდნენ, ან ფსიქიატრიულში ათავსებდნენ ან უკეთეს შემთხვევაში გადაასახლებდნენ ციმბირში. განსხვავებას ამჩნევ თუ მაინც ვერა? რაში მაინტერესებს? ვისაც ჰქონდა სწავლის სურვილი, ისწავლიდა იქაც. სერიოზული სპეციალისტი, პროფესიონალი ვის მეტი ჰყავდა ეგ დავთვალოთ. მე არასდროს არ დამიყვია პოლიტიკური ნიშნით ადამიანები. ერთი ცოდვა მადევს მაგ მხრივ, ინტელექტის მიხედვით ვყოფ ხოლმე