Jump to content
Planeta.Ge

Saturn

მოდერატორი
  • პოსტები

    16.333
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    26

ყველა პოსტი Saturn

  1. kisa იმის თქმა მინდა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება უპასუხოს მისი ტერიტორიის დაბომბვას ადექვატურად. უბრალოდ ის რუსეთი იყო და ჩვენ საქართველო. აქედან გამომდინარეობს ის ე.წ. ტალიავინის დასკვნაც. აბა აშშ-ს ტერიტორია დაბომბოს ვინმემ და თავზე დედი მისისას რომ დაახურავენ, მერე ვნახოთ რა დასკვნას დადებს ტალიავინის კომისია. მე რატომღაც მგონია, რომ იტყვიან ცალსახად აშშ-ს ჰქონდა უფლება ასე ემოქმედაო. მოკლედ ორმაგი სტანდარტებია ეგ.
  2. dire მიშას გადაწყვეტილებაზე კი არ ვსაუბრობთ ჩვენ ახლა, არამედ იმაზე თუ ვინ დაიწყო ომი.
  3. kisa "ცუდად იქცეოდნენ" - ეს საბავშვო ბაღის ტერმინია. ცუდად კი არ იქცეოდნენ, არ ასრულებდნენ იმ ვალდებულებას რაც საქართველოს და მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე აიღეს და საქართველოს სრული უფლება ჰქონდა ასეთ შემთხვევაში თავისი მოქალაქეები დაეცვა. დასკვნაში წერია? გაიკეთოს ეგ დასკვნა უკან ყველამ, ვინც ეთანხმება ერთადერთი რაც მაგ დასკვნიდან გამომდინარეობს ისაა, რომ რუსებს ტალიავინის და მისი "კომისიის" ყიდვა არ გასჭირვებიათ. მოგეთხოვა მერე. დაგაბრუნებდნენ და ერთი-ორი წლის შემდეგ გამოგაგდებდნენ ისევ.
  4. ეს ფორუმ.გე -დან დააკოპირე? იქ ვნახე ერთ პოსტში ზუსტად ასეთი თანმიმდევრობით დალაგებული მე-5 პუნქტიდან დავიწყოთ: როცა ამბობ "შეიძლება ბევრი მოგვეთხოვაო" უნდა დააკონკრეტო კონკრეტულად რა უნდა მოგვეთხოვა. მე-4 და მე-2 პუნქტებში ვეთანხმები. მე-3 პუნქტს რაც შეეხება ცოტა სხვანაირად თქვა და არა ისე, როგორც შენ დაგიწერია. აი პირველ პუნქტში სრული კრახია - ოსები ბომბავდნენო არა? და იარაღი ვინ მისცა იმ ოსებს? და რუსები, ე.წ. "მშვიდობისმყოფელები" რას აკეთებდნენ მაგ დროს?
  5. აშშ და გერმანიიდან მოვიწვიოთ, პარლამენტი გავაუქმოთ
  6. ეს ტრიპოლსკი რამ ააყვანინა სამუშაოზე, სუფთა ყანაა რა
  7. ომი ჩვენ დავიწყეთ ხადარკოვსკი დასაჭერია რუსები თეთრები და ბუნჩულები არიან ეს თუ მოვიდა ხელისუფლებაში საქართველო რუსულ ორბიტაზე დაბრუნდება.
  8. Ostap ჩვენი თუნდაც იქიდან გამომდინარეა, რომ რუსეთი ჩვენთან აწარმოებს მოლაპარაკებას და არა სხვასთან.
  9. ეჰ პრესკონფერენციის გამართვასაც ვერ ვახერხებთ ნორმალურად
  10. Ostap ჩვენი უარის შემთხვევაში შვეიცარიის შემოტავაზებულ ვარიანტზე სავარაუდოდ ჩაატარებენ კენჭისყრას, სადაც ხმის უმრავლესობით მიიღებენ რუსეთს მსო-ში. რუსეთი მაინც შევა იმ ორგანიზაციაში, მსო დაკარგავს სახეს (###ზე ჰკიდიათ, დიდი "სტავკაა" დადებული), ჩვენ დავკარგავთ იმის დაფიქსირების საშუალებას, რომ რუსეთი ვალდებულია ჩვენს საზღვარზე რამის შემოტანისას ინფორმაცია მოგვაწოდოს.
  11. laci ჯერჯერობით მე არ მითქვამს რომ რამე მოვიგეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს აპრიორი წაგებას. შენ ამბობ "საქართველო წაგებულიაო". რას აგებს საქართველო? თუნდაც უმნიშვნელო, მაგრამ კონტროლის რაღაც მექანიზმი თუ განთავსდება იქ სადაც არანაირი კონტროლი არ იყო, რით აგებს ამ შემთხვევაში საქართველო?
  12. giauridia, გილოცავ დაბადების დღეს, მრავალს დაესწარი
  13. laci რითია წაგებული? რას კარგავს? თუ იმიტომაა წაგებული, რომ შენ ხელისუფლება და ქვეყანა გერევა ერთმანეთში და გინდა რომ ხელისუფლებამ წააგოს და ამ დროს ქვეყანაც ძალაუნებურად წაგებული გამოგდის?
  14. Beso Beria ამ დროს ძალაუნებურად ბესელია წარმოუდგება კაცს თვალწინ
  15. Ostap ალბათ ასე: როგორც კი ბოლო თეთრის კონფისკაციას მოვახდენთ, რუსეთი მაშინვე აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
  16. რომელ საათზეა? kardu.tv რა არის? lasha_alo შენ ტვ რომ გქონდა მოწყობილი, ეგ როგორ კეთდება დამილინკე ერთი
  17. Ostap ეგ იქნებოდა რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარების უკან წაღების ტოლფასი ეს თუ ასე ადვილი გგონიათ, რა ვიცი... უნდა დაანებოთ პოლიტიკას თავი
  18. laci მოდი რეალისტები ვიყოთ სადღეგრძელოებიანმა პოლიტიკამ თავის დროზე ძალიან ცუდი სამსახური გაგვიწია. შენ ახლა გინდა რომ დოკუმენტში ჩაიწეროს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე? მეც მინდა, მაგრამ დღეს ეს არარეალურია. ეგ რომ ჩაიწეროს, მაშინ რუსებმა უნდა დაიხურონ ქუდი და ჩვენი ტერიტორიიდან გავიდნენ და ეს რომ ასე ადვილად არ გამოვა, მე მგონი ნათელია. ჩვენ ანუ ქართულ მხარეს ჩემი აზრით უნდა აინტერესებდეს დღეს იმის დაფიქსირება, რომ რუსეთი, რომელსაც რაღაც შეაქვს ჩვენს ტერიტორიაზე, ანგარიშვალდებულია საქართველოსთან განაცხადოს ამის შესახებ. ეს თავის მხრივ ნიშნავს რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საქართველოდ აღიარებას თუნდაც ირიბად და მომავალში როცა სიტუაცია შეიცვლება, ეს იქნება კარგი პოზიცია მოლაპარაკების ან თუნდაც სასამართლო პროცესის დასაწყებად. რეალურად არ აქვს მნიშვნელობა იქ მებაჟე ჩადგება, ელექტრონული მონიტორინგი განხორციელდება თუ სხვა ტიპის კონტროლი. მთავარია არის უბრალოდ დაფიქსირება - რუსეთი საქართველოს წინაშე არის ანგარიშვალდებული. მომავალში ამის გამოყენება მე ვფიქრობ რომ შესაძლებელი იქნება. დანარჩენი ლირიკაა, ხელისუფლების ფანატიკოსმა მომხრეებმა შეიძლება ამას გამარჯვება უწოდონ, ფანატიკოსმა მოწინააღმდეგეებმა - ღალატი, მაგრამ რეალობა ისაა რაც დავწერე. მეორე მხრივ რუსებიც ხვდებიან რა ნაღმი შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის აქ ჩადებული და არ გამოვრიცხავ რომ არ დათანხმდნენ ამ შეთავაზებას.
  19. laci იმ ადგილებში სადაც მონიტორინგი ხორციელდება რუსეთ-საქართველოს საზღვარია.
×
×
  • შექმენი...